ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა: ” ჩვენი მიზნები უცვლელი რჩება: ვიბრძოლოთ ყველა ტურნირზე მხოლოდ გამარჯვებისთვის. “

სულ რაღაც ორ დღეში “იუვენტუსი” 2015-2016 წლების “ჩემპიონთა ლიგის” სეზონის პირველ შეხვედრას ჩაატარებს. მასიმილიანო ალეგრის შეგირდები ნისლიან ალბიონზე “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდებიან. მომავალ მატჩზე “იუვენტუსის” სპორტული დირექტორი ჯიუზეპე მაროტა ოფიციალურ ვებ-გვერდს ესაუბრა: ” მანჩესტერში ფეხბურთის სათამაშოდ ჩავდივართ, როგორც ყოველთვის. ასეთ დროს მწვრთნელის მოვალეობაა, კარგად გაიაზროს განსხვავება იმ სირთულეებში, რაც შიდა ჩემპიონატისა და “ჩემპიონთა ლიგის” თამაშებს ახლავს თან. ახლა გარდამავალი პერიოდი გვაქვს, მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. მაგრამ ამის ალიბიდ გამოყენება არ უნდა ვცადოთ, ეს ჩვენი კულტურის ნაწილი არააა. ცხადია, როცა ათ თუ თერთმეტ ფეხბურთელს ამატებ არსებულ კოლექტივს, პრობლემები იქმნება, თუმცა ჩვენი მიზნები უცვლელი რჩება: ვიბრძოლოთ ყველა ტურნირზე მხოლოდ გამარჯვებისთვის. ” -აცხადებს მაროტა.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი

11 thoughts on “მაროტა: ” ჩვენი მიზნები უცვლელი რჩება: ვიბრძოლოთ ყველა ტურნირზე მხოლოდ გამარჯვებისთვის. “

  1. ყოველთვის ვამბობ იმას, რომ ნებისმიერი მწვრთნელი ვინც არ უნდა იყოს, უნდა მიეცეს შანსი და არ ვემხრობი მწვრთნელევის ხშირ ცვლილებას, მაგრამ ალეგრის შემთხვევა გამონაკლისი მგონია… არაა ეგ კაცი გუნდის ამწყობი (აწყობილს კი ბატონო,ასე თუ ისე ათამაშებს) მოიყვანონ პაპა კარლო, რომელიც ეხლა თავისუფალია და თანაც კარლიტოს იმას ვერ გაუბედავს ხელმძღვანელობა ვინც უნდა გაუყიდონ და მოუყვანონ, ალეგრი ძაან რბილია და წაგდებული ყავს ყველას, ფეხბურთელსაც და ხელმძღავენლობასაც…

    იმასაც ვფიქრობ ზოგჯერ, რომ ალეგრი ცოდოა, იმიტომ რომ საერთოდ არიეს კაცი ისეთი ხალხი მოუყვანეს ჯერ ვერ შეარჩია ვინ სად ათამაშოს…საერთოდ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში განხორციელებული ტრანსფერი არის უაზრობა. ბოლო დღეს შეიძლება მოიყვანო მესი, რომელიც ნებისმიერ გუნდს მოერგება, თორე ლემინა, ჰერნანესი და კვადრადო არაა ის დონე რომ უცებ მოყარო გუნდში…
    გუნდს მოსამზადებელი სეზონი არ ქონია ფაქტიურად… 31 აგვისტოს მოუყვანეს ხალხი და შეაგდეს ტურნირებზე ითამაშეო… მესმის ალეგრისიც, მაგრამ ზოგადად მაინც არ მგონია ალეგრი ამწყობი კაცი მომკალით. მოტივაცია არ შეუძლია ბიჭების

  2. სამარცხვინო სეზონი გვექნება…

    აუ კალათბურთი როგორ დასანანად წავაგეთ, მაჩულისმა მოგვიგო მარტომ ფაქტიურად

  3. ამ კაცის სტატიების გადათარგმნაში დრო რომ არ დაკარგოთ არ იქნება ცუდი, ტიპი ერთი და იმავე შაბლონებით მოძრაობს მაინც. :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.