ბონუჩი: ” ნამდვილი ფანები გუნდს რთულ დროს ქომაგობენ “
გუშინ “იუვენტუსმა” კიდევ ერთი ურთულესი შეხვედრა ჩაატარა. სამ თამაშში მოპოვებული ერთადერთი ქულა გასული სეზონის ტრიუმფატორებმა კბილებით გამოგლიჯეს “კიევოს”. ცხადია, გულშემატკივარს მატჩის სხვანაირი მიმდინარეობის იმედი ჰქონდათ, სანაკრებო შესვენების შემდეგ, ტიფოზები დამაჯერებელ სამ ქულას ელოდნენ. ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ისინი ფიქრობდნენ, რასაც პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ და მატჩის ბოლოს სტვენა და ობსტრუქცია მოჰყვა. ლეონარდო ბონუჩი ფანების ერთ-ერთი ფავორიტია, მაგრამ ამან ხელი არ შეუშალა სოციალური ქსელების მეშვეობით, საკუთარი კრიტიკული მოსაზრებები დაეფიქსირებინა: “ ადვილია, სტადიონზე მოხვიდე და უგულშემატკივრო შენს გუნდს, როცა ყველაფერი კარგად მიდის. ნამდვილი ფანები რთულ მომენტში გქომაგობენ, რათა დაგეხმარონ. “იუვენტუსი” არის ის, ვინც მოედანზე გადის, ის ვიც სათადარიგოთა სკამზე ზის, ის, ვინც სახლში ტელევიზორიდან ადევნებს თვალ-ყურს ჩვენი გუნდის თამაშს. ჩვენი მთავარი სლოგანია finno alla fine, ყველას ერთიანობა გვმართებს. უნდა გვჯეროდეს “იუვენტუსის”, გუნდის, ამ პროექტის. ყოველთვის პოზიტიურები უნდა ვიყოთ. ახლა ჩვენი ფიქრები “ჩემპიონთა ლიგასთანაა”. ” -წერს ბონუჩი Facebook -ზე.
წყარო: ლეონარდო ბონუჩის ოფიციალური facebook გვერდი
Martlac rtul dgeshi vart amaze cudshi vyofilvart magram yoveltvis mjeroda da mjera juvesi
Leonardo chemi pavoriti xar ra klasni gaxda rogor daixvewa tumca me koveltvis vgulshenatkivrobdi mteli gulit ise magari gadaobaa amis dzmebi da mama mgoni interis fanebi arian es sul juves fani iko da ojaxshi omi aqvt
Mito miyvars bunuchi ro moedanze ise gadis rogorc iuves gulshematkivari da ARA rogorc tavshi avardnili vitom varskvlavi
შეკითხვა ნომერ 1!!! რატომ ჩავიგდეთ თავი რთულ სიტუაციაში მითხარით ვინმემ, ობიექტური არგუმენტებით და კი ბატონო.