ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

სერია-ში მალე მეოთხე ტურის მატჩები დაიწყება, ხოლო ტურინელებს ჯერ მხოლოდ ერთი ქულა აქვთ აღებული. სანაკრებო პაუზის შემდეგ ტიფოზერია გულის ფანცქალით ელოდება საკუთარი კუმირების ასპარეზობას და სეზონში პირველ გამარჯვებას, თუმცა ამისთვის მინიმუმ ერთი ტურით მოუწევთ მოცდა..

ბუფონი – 7 – არ აძლევს გუნდს ნოკაუტში წასვლის უფლებას. იგერიებს ცეზარის დარტმულს, ხოლო ძელი სიმამაცის დამსახურებაა.

კასერესი – 6 – საკუთარ საქმეს ყოველთვის კარგად ასრულებს, მაგრამ ჩაწოდებები შორს არის იდეალურისგან.

ბარძალი – 6 – საიმედოა როგორც ყოველთვის. ეპიზოდებში აგრესიულიც კი და მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს მისვლასაც არ ერიდება.

ბონუჩი – 5.5 – ცეზარის გოლი მის სინდისზე იქნებოდა. თუმცა, გუიდამ იხსნა.

ალექს სანდრო – 6.5 – წნეხის ქვეშ ამყოფებს საკუთარ ფლანგს. ამატებს მოულოდნელობას და ეფექტს მარცხენა ფლანგს.

პერეირა – 6.5 – ძელი და საკუთარ თავზე აღებული ინიციატივა, რიგ ეპიზოდებში ქაოტურობა.

სტურარო – 5 – საინტერესოა სად გაქრა ის ყმაწვილი, რომელიც ნახევარი წლის მანძილზე ყველას და ყველაფერს ანადგურებდა საკუთარ გზაზე?

მარკიზიო – 5 (მატჩის ცუდი ფეხბურთელი) – მას როგორც მესიას ან თუნდაც პირლოს ისე ელოდნენ. მაგრამ იმედები გააცრუა..

პოგბა – 5.5 – მეტი შრომისუნარიანობა და ნაკლები თავდაჯერებულობა. ამისი ნათელი მაგალითი იყო ცარიელ კარში გოლის ვერ გატანა.

ჰერნანეში – 5.5 – ინერტული.. თუმცა, ერთადერთი იყო ვინც შორეული დარტყმებით ცდილობდა გოლის გატანას.

დიბალა – 6.5 – ტევესი არ არის, მაგრამ აშკარად ჩანს რომ მუშაობს. პენალტი იყო პირველი ნაბიჯი ამისკენ.. სანახევროდ მაინც.

მორატა – 5.5 – საჯარიმოდან საკმაოდ შორს მოქმედებდა. ვერცერთხელ ვერ გასცდა მეტოქეს.

მანჯუკიჩი – 5.5 – სათადარიგოთა სკამი საკმაო მოშორებით იყო ალექს სანდროს ჩაწოდებებისგან, რომ გამოხმაურებოდა.

კუადრადო – 7 (საუკეთესო მოთამაშე) – ეპიზოდი როდესაც ადამიანს შეუძლია სიჩქარის შეცვლა. სრულიად განსხვავებული სიჩქარე, როგორც იქნა!

ალეგრი – 5 – ტოვებს პოგბას სათადარიგოთა სკამზე. პირველი ქულა ჩემპიონატში, რომელიც ძალიან ცოტაა.

წყარო: La Gazzetta dello Sport

21 thoughts on “ფეხბურთელების შეფასებები

        1. დიბალა, მორატა, პერეირა, კუადრადო, პოგბა, სანდრო, ევრა, კიელინი, ბარძალი, კასერესი და ჯიჯი რა თქმა უნდა. აი ეს შემადგენლობაა ოპტიმალური ზუსტად. ფლანგებზე სანდრო და პერეირა, უკან ფლანგებზე ევრა და კასერესი, პოგბა წინ, კუადრადო ცენტრში და დიბალა მორატა მეტოქის საჯარიმოში. მორატა უფრო წინ ვიდრე დიბალა. ნეტა ასე იყოს და მე ვდებ პირობას რომ მოვიგებთ.

  1. აი გუშინ ვინც უყურა ინტერ მილანს. ან რომას თამაშს.. ესენი რომ აკრიფავენ და დაალაგებენ ბოლო ეპიზოდის მოყომარებას, მერე გადაგვეხიონ ზებრაზე :დ ეგეთი სწრაფი და დინამიური გუნდი როგორიც ჩვენ გვყავს საერთოდ არავის არ ჰყავს. აი ინტერზე საცოდავი ლიდერი არცერთი ქვეყნის ჩემპიონატს არ ჰყავს

    1. მართალი ხარ ფროსინონე თანაბრად ეთამაშა რომას, ინტერი 1 კაცის გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს მე პირადად მილანე უფრო მომწონს ინტერი რომადან, მთავარია ფორვარდები შევიდნონ ფორმაში ტრამვირებულებიც დაგვიბრუნდებიან და ისევ ვიჩემპიონებთ

  2. კი, ხვალ 3-5-2 ითამაშებს… ალეგრიმ ყველა მნიშვნველობანი თამაში მასე ითამაშა… ექსპერიმენტებს მიეძღვნება სერია ა და ასე ვიქნებით ქულების კარგვაში პირველ ეტაპზე, მაგრამ რომ მოძებნის უკვე სხვა სქემის ძირიტად სასტავს, უკვე აღარ ეყოფა -8 ქულა…
    მაგრამ სერია ა იმდენად გაბანძებულია, არაა გამორიცხული მაინც გავჩემპიონდეთ

  3. ცენტრი 3-5-2 ჭირდება თუ წირდება, რაც შეეხება კვადრადოს მეორე ფორვარდათ კარგად თამაშობს და შეიძლება მისი დაყენება ან ტრეკვარტისტად ფიორეში ბოლო ხანებში და ნაკრებშიც ათამაშეს მაგ ადგილზე

    1. დიდი მადლობა სრული თამაშისთვის, მაგარი იქნება იუვეს ყველა ტამაშს თუ დადებთ, ან საერთოდ არქივს თუ სშექმნიტ იუვე თამაშების, მადლობელი ვიქნები მეც, და დარწმუნებული ვარ ყველა იუვეს ფანი, მადლობა წინასწარ :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

  4. კარგი იქნება შეფასებებს სულ თუ დადებთ :love:
    კუადრადო მენანება სკამზე და არც 3-5-2 მინდა :loool: არადა 4-3-3 მონახაზის ცენტრი ჩვენ არ გვყავს..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.