ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”ცვლილებების დრო დადგა”

UEFA.com-თან საუბარში მასიმილიანო ალეგრიმ კიდევ ერთხელ საჯაროდ დააფიქსირა სურვილი ჩემპიონთა ლიგის თასის მოპოვების:“საოცარი შეგრძნება იყო. არადა სეზონის სტარტზე არავინ მოგვიაზრებდა, რომ ასე შორს გავიდოდით. ბუნებრივია გარკვეული ხარვეზები გვქონდა, მაგრამ მატჩიდან მატჩამდე ვუმატებდით და საბოლოოდ გავინაღდეთ კიდევაც ბერლინის საგზური. გრანდიოზული სეზონი იყო! ევროპაში მიღწეული წარმატება კიდევ ერთხელ ასახავს იმას თუ რაოდენ ძლიერი კლუბი გვყავდა. მე არ ვკარგავ იმედს, რომ ჩემპიონთა ლიგის თასს დავეუფლებით”..

“ევროპასთან ადაპტირება არც ისე მარტივია და ამისი ნათელი მაგალითი არის ათენში მარცხი. თუმცა, მის შემდეგ გონს მოვეგეთ და დიდი საქმის კეთება ყველამ ერთად დავიწყეთ. მიმდინარე ჯგუფრი ბუნებრივია რთულია, მაგრამ უნდა ვეცადოთ შინ სამივე მატჩში გამარჯვების მოპოვებას. პარალელურად გავიაზროთ ის ფაქტი, რომ სიტის სახით რეალური კონკურენტი გვყავს, ხოლო სევილია ევროპა ლიგის გამარჯვებულია. გერმანელებთან დიდი პატივისცემის და მიუხედავად სწორედ ესპანურ და ინგლისურ კლუბებს მივიჩნევ მთავარ ფავორიტებად.

ცვლილებები? ეს აუცილებელი იყო და სამწუხაროდ ვერაფერს გავხდებოდით. პირლოს შტატებში უნდოდა წასვლა, ტევეს სამშობლოში, ხოლო ვიდალს გერმანიაში. აქცენტი გაკეთდა ახალგაზრდა ნიჭიერ თაობაზე, რომელთაც გარკვეული დრო ესაჭიროებათ. დიბალამ უკვე დაამტკიცა პალერმოში ყოფნისას რადაც ღირს, უბრალოდ იუვეში წარმატებისთვის მეტის გააღება საჭირო. იგი შრომობს და მას ეს აუცილებლად დაუფასდება. თუმცა, მოწინავე პოზიციაზე გუნდში უნდა იყოს მანჯუკიჩი, რომელიც გოლებს სხვადასხვა კლუბებში უხვი რაოდენობით იტანდა. დარწმუნებული ვარ მას წინ დიდი სეზონი ელის და არაერთი გოლით გაგვახარებს. მისი მიდგომა, შრომისმოყვარულობა და პროფესიონალიზმი მისაბაძი უნდა გახდეს დანარჩენი ფორვარდებისთვის, რომლებიც მეტად ახალგაზრდები არიან. მორატა, ძაძა და დიბალა იუვესთვის მნიშვნელოვანი ფიგურები უნდა გახდნენ.

პოგბა? ის უკვე 22 წლის არის და მან ბევრად წინ წაიწია თამაშის შეგრძნებით. ფრანგი ერთ-ერთი საუკეთესოა საკუთარ პოზიციაზე, მაგრამ თუ მეტად გააგრძელებს მუშაობას თავისუფლად შეუძლია საერთოდაც საუკეთესო გახდეს. კარგი ჟესტი იყო მისი მხრიდან მეტი პასუხისმგებლობის და 10 ნომრიანი მაისურის მოთხოვნა.

მეკარის როლი თანამედროვე ფეხბურთში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. დღეისათვის მის სწორ მანევრირებას შესაძლოა მეტოქის კართან მთავარი ხიფათი მოჰყვეს. საერთოდაც, ბურთი რაც შეიძლება მაღლა უნდა გვეჭიროს, რადგან ასე იგი თავს მეტად მშვიდად იგრძნობს”.

წყარო: Football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

30 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha tsasidze
9 years ago

ესეთი დასაწყისი რომ გვექნებოდა მე პირადად დარწმუნებული ვიყავი , მთავარია ალღო მალე აუღონ და შეთამაშდნენ დროულად. ამდენი ახალი ფეხბურთელი ძნელია ერძთბაშად შეათამაშო. დრო არის საჭირო . მაგრამ სამომავლოდ კარგია ის რომ ახალგაზრდები არიან . მე მაინც მეიმედება და რაც არ უნდა ჩავარდნილი სტარტი იყოს და ცუდად თამაშOბდნენ მგონია რომ იტალიაში მაინც ყველაზე კარგი გუნდი გვყავს. ზოგადად იტალია ძალიან ცუდ დღეშია რაზე გული მწყდება, ინტერი მილანბს ვუყურე გუშინ და ვაფშე ვინები თამაშOბენ , ძალიან ჩამორჩა იტალიური ფეხბურთი და ერთი ნათელი წერტილი იუვეა და იმედი მაქვს ჩვენს სიტყვას ვიტყვით წელს ევროპაში :forza: :forza: :forza: :forza:

ირაკლი მარუქაშვილი
Reply to  lasha tsasidze

აი ასე რა. ძლივს არ ვნახე ჩემი აზროვნების შესაბამისი კომენტარი? საგანგაშო ნამდვილად არაფერია. მახსოვს ერთ წელს ბარსამ პირველი თამაში ელჩესთან თუ რაიოსთან წააგო და მერე ყველა მოიგო. პირველ თამაშებზე ნამდვილად ვერ ააგებ გუნდის საბოლოო შედეგს. მასე რომამ ისე კარგად დაიწყო და მერე როგორ გაუჭირდა. აუცილებელია კარგი სტარტი, მაგრამ მართლა რთულია 11 კაციდან 3 ნებისმიერ ტაქტიკაში ძირითადის კაცის უცბად შეცვლა. თან სრულიად ახალი ფეხბურთელებით. პლუს ამას მათთან ერთად სხვებიც საჭიროებენ უკვე “განახლებას”

ირაკლი მარუქაშვილი

მთავარია სიტისთან მატჩში უკვე ადაპტირებული შემადგენლობა წარმოგვიდგეს თვალწინ, რადგან აქ ექვსი თამაშია მხოლოდ და ქვეყანაში ბევრჯერ მეტი.

giorgi nefaridz
9 years ago

osvaldo ardiles says
ამ საიტიდან არავინ მიგულისხმია, ჩემთან გააქტიურდნენ ფეისბუქზე არ ვიცოდი ამდენი თუ იყვნენ :lool: :lool: :lool:

osvaldo ardiles
9 years ago

გადამიცივდა უცებ გული. :lool: :lool: სხვათაშორის ინტერის ფანი ინდივიდი კაი ხანია არ მინახავს. რომას ერთ ფანს ვიცნობდი, მარა ის ადრე ავადმყოფობდა და ეტყობა წამლებმა დაუტოვეს ეგ გვერდითი მოვლენა. :lool: :lool:

ALLENATORE
9 years ago

მე მყავდა ადრე უბნელი ინტერის ფანი )) ) კარგად მახსოვს იუვენტუსი ინტერი ერთად ვუყურეთ 3-0 რო გახიეს ტურინში :D:D: )) იუვე რო სერია ბ ში გადააგდეს მაგაზე ბედნიერი კაცი არ მინახავსს :D:D:D: ))
მაგრამ ის ვიერის ფანი უფრო იყო და იტალისს ძაან მაგარი ფანი )) ფრანგებს რო დავახიეთ მსოფლიო დაანგრია ტიპმა უბანი :D:D: )) მისი ხმა 200 მეტრში ისმოდა გამოღეთ გამოღეთ რო ყვიროდაა :D:D:D:D )) მე სულ მიკვირდა იტალისს ფანი როგორ უნდა იყოს ინტერის ფანი )) მაგრამ ვიერი მეც მაგრად მევსაბოდა ) რაც მე იტალიას ვუყურებ ეგ საუკეთესო ცენტრ ფორვარდი იყო ))

osvaldo ardiles
9 years ago
Reply to  ALLENATORE

ერთ მასეთს მეც ვიცნობდი, ოღონდ ის ადრიანოს ფანი იყო. სულ 3 წელი უყურა მემგონი ფეხბურთს. :lool: :lool:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

მე მყავს სამეზობლოში 2 მერდჩიკა ინტერის ფანი იმენა ომი გვაქ :bugi: :achuu:

jjj jjj
9 years ago

კი ბატონო ახალგაზრდები გვყავს და კაია, მაგრამ… დავსუსტდით ძალიან!

ALLENATORE
9 years ago

დათო ჯიშკარიანი ინტერის არ მჯერაა არც მე ) მაგრამ ეხლა ოქტომბერს უნდა ელოდო ? ) :D ) ან რომას თამაშსს აკრიტიკებთ ) იტალიაში ხშირადაა ფროზინონეს ტიპის გასვლები როცა ასე იგებს ლიდერი ) პირველი წელია ხო არ უყურებ ) რომამ იუვეს სახლში 70 წუთი ბურთი დააახია თავზე ეგ ფაქტია ) პესიმისტობა კი არა რეალობაა ეგ ) შენ ოპტიმისტი ხარ და კარგია მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველი არ არისს ) დიბალა რასაც თამაშობს მოგწონსს ? ) ნუ იმის იმედი არც მქონდა ეგ ლიდერი გახდებოდა ) ჯერ ბავშვიაა ) ეგ ხელმძღვანელობის ბრალია როცა უდინეზეზაცია გააკეთეს ) ხარისხი კრეატივი კლასი ფანტაზია მკვდარიაა ) მხოლოდ რაოდენობაა !… Read more »

FeNoMeNo-9
9 years ago
Reply to  ALLENATORE

getanxmebi zma absoluturad yvelafershi! visac am gundis jera, es ubralod mochvenebiti optimizmia. 3 tamashia vuyureb amat sacodaobas da imedis naperwkals ver vxedav. fantaziis sruli arqona, sashineli uklasoba da gamoucdeloba. es yvelaferi moitana xelmzgvanelobis sruliad upasuxismgeblo satransfero nabijebma! romeli tavmoyvare grandi ushvebs ertdroulad sam sakvanzo fexburtels. prosta warmoidgine barsas mesi, iniesta da busketci rom gaushvas, realma – rinaldo, modrichi da kroosi, bavariam – robeni, levandovski da miuleri . es xom ubralod diletantizmia!

FeNoMeNo-9
9 years ago

ki namdvilad alegri, zamtarshi pirvel rigshi shen xar mosashorebeli, sezonis bolos ki marota da anielia panchurit gasagdebi!!!

osvaldo ardiles
9 years ago

mgel piero ინტერის ფანებში მე თუ მიგულისხმე, მაგაზე დიდი შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ ჯერ ჩემთვის. :lool: :lool:

9 years ago

დათო ჯიშკარიანი

და მეტი საგანგაშო რა უნდა დავინახოთ დავით? 3 ტურის შემდგე (ორი საშინაო თან და უდინეზე კიევო) გაქვს 1 ქულა და საგანგაშო სხვა რაა, ეხლა ზარებს ვერ ჩამოკრავენ :lool: :lool:

giorgi nefaridz
9 years ago

ბიჯოს რამდენი ინტერის ფანი ყოფილა საქართველოში :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: სად იყვნენ აქამდე :lool: :lool:

giorgi nefaridz
9 years ago

სიტიდან დაიწყება ჩვენი აღმასვლა :forza: :forza: :forza:

giorgi nefaridz
9 years ago
Reply to  Dutch

რა მელო დაკონდოგბია შეჭამეს გუშინ ჰ0ონდამ და ბონავენტურამ ორივე, + აბატენ ისეთები უკეთა მარცხენა კრაის :lool: :lool:

ALLENATORE
9 years ago
Reply to  Dutch

:დ:დ:დ ))) სუპერ სემადგენლობა კარგი იყო საღოლ:::D:D:D ))

osvaldo ardiles
9 years ago

დათო ჯიშკარიანი ჩვენც მასეთი ბანდა გვყავს ზუსტად, იმ განსხვავებით რო იმათ ბანდას გამოსდის თამაში, ჩვენსას კიდე არა. :lool: :lool: ასე საზიზღრად არასოდეს უთამაშია იუვეს სეზონის სტარტზე, 13 წელია იუვეს ვბალეშიკობ და ასეთი ჩავარდნა არ მინახავს ჯერ.

osvaldo ardiles
9 years ago

ისეთ სიტუაციაში ჩაიგდო იუვემ თავი რასაც ყველაზე მეტად ვერ ვიტან. უნდა დაელოდოს სხვა გუნდებს როდის დაეწყებათ კრიზისი რო ჩამორჩენა ამოქაჩოს. ვაი და ინტერს არ ექნეს ჩავარდნა, ვაი და ისე ითამაშოს როგორც იუვემ 2012-ში, წაგების გარეშე. ეტაპობრივად კი არ უნდა შედიოდეს გუნდი ფორმაში, უკვე ფორმაში შესული იწყებდეს სეზონს. კლუბის მმართველობამ იმენა ჩააგდო წინა სასეზონო პერიოდი, მილანმა და ინტერმა ლამის 20 თამაში ჩაატარეს სეზონის წინ, იუვემ მხოლოდ 4. ეს ახალი ფეხბურთელები რო შეთამაშდებიან, ლიგიდანაც გამოვარდნილები ვიქნებით და ევრო-ზონის ადგილებიც სანატრელი გვექნება ჩემპიონატში.

9 years ago

ALLENATORE

osvaldo ardiles

გეთანხმებით, სამწუხაროდ ეგრეა :blin:

jek17
9 years ago

ალეგრის ბრალი არაა,ისეთი დონის ფეხბურთელები გაუშვეს და თან გვიან,დააგვიანეს ასევე ფეხბურთელების ყიდვა,ტრეკვარტისტა რომელიც ასე ძალიან უნდოდა ალეგრის მეორე ტურში მოიყვანე,მაგ დროს მოიყვანეს ლემინა და კუადრადო,თითქმის ახალია თავდასხმა და ნახევარდაცვა,დაუმატეთ ამას ტრამვები და ალეგრის ამხანაგური შეხვედრებიც არ ჩაუტარებია,ოფიციალურ თამაშებს როგორც ამხანაგურს ეგრე ატარებს ფაქტიურად.აცალეთ და დამიჯერეთ ამ გუნდითაც დადებს შედეგს,მთავარია ეხლა ჯგუფიდან გაახწიონ და ზამთრიდან აკრიფავს ფორმას

ALLENATORE
9 years ago

)) გასაკვირი რ არის იცი ) ინტერზე მილანზე რომაზე წერენ ვერაფერს აჩვენებენო ) ჩვენ შეთამაშება გვინდა :D )) ეხლა შეხედეთ კარგად დავიწყოთ ინტერიდან ) კონდორბია მელო 2 ახალი მოთამაშე ცენტრში ) შეტევაში იო და პერიშიჩი ესეც 2 ახალი თავდამსხმელი ) ფაქტიურად ნახევარდაცვა და თავდასხმა რო ავიღოთ ) გუნდში 4 ახალი მოთამაშეა და 2 ძველი გუარინი და იკარდი ) როგორ ფიქრობთ შეთამაშება ამათ არ უნდათ ? )) გადავედით მილანზე ბაცა და დრიანო საერთოდ ახალი დუეტი ) ცენტრალური მცველები საერთოდ ეგეც იგივე ) შეთამაშება არ უნდათ ? რომა იუვესთან ტრიო წინ სალახი ფალკე ჯეკო ) პირველად ითამაშეს ერთად შეთამაშება არ უნდათ ??… Read more »

osvaldo ardiles
9 years ago

ჩემპიონთა ლიგა კი არა სერია ა-დან არ გავარდე ალეგრი. მომინდომა ბიჭმა. გუნდი არი საშინელ კრიზისში, კაი ჯანდაბას რომა, აი უდინეზესთან რო წააგებ და კიევოსთან ძლივს გადაურჩები წაგებას, ამას რა გამართლება უნდა მოუძებნო. გუნდი რომელსაც უნდა წარმატების მიღწევა ცხვირმოუხოცავ ღლაპებზე კი არ აკეთებს აქცენტს, უკვე შემდგარ ვარსკვლავებს ყიდულობს. 2001-ში ზიდანი რო წავიდა გუნდიდან, ერთი ვარსკვლავის ნაცვლად მოჯიმ ბუფონი, ტურამი და ნედვედი მოიყვანა, არც შეთამაშება დასჭირვებიათ ამ ხალხს და არც არაფერი, თავიდანვე დაიწყეს თავისი საქმის კეთება. ახლა კიდე სამი წამყვანი ფეხბურთელი წავიდა და 10 თუ 11 ფეხბურთელი მოვიდა, რომლებიდანაც მხოლო 1 ჰა ჰა ჰა 2 თუ ითამაშებს წესიერად. კრიზისია გუნდში ყველანაირ დონეზე. :blin: :blin:

juveboy-leo
9 years ago

xval sandros padacha da mandzukichis goli!

juveboy-leo
9 years ago

chvenc didi imedi gvaqvs alegri!!!!!!!!
imedia rom finalis sagzurs daveuflebit da ara seria bes :chuvak:

exla gamochndeba vin xar da ra shegidzlia

| Newsphere by AF themes.
30
0
Would love your thoughts, please comment.x