ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტაქტიკური ქაოსი

სიტისთან მატჩი ახლოვდება, ხოლო იუვეს არადამაჯერებელი ასპარეზობა ნაკლებად ბადებს პოზიტიური შედეგის იმედს. მწვრთნელი საჭირო ტაქტიკური წყობის და ფეხბურთელების ძიებაშია. მაშინ როდესაც მარკიზიოს დაბრუნებას ყველა ელოდა, ფეხბურთელმა ხელმეორე ტრავმა მიიღო და გაურკვეველი ვადით დაემშვიდობა მწვანე მინდორს. მისი, ხედირას და ასამოას არყოფნაში მოედნის შუაწელი მძიმედ და ინერტულად გამოიყურება. ჰერნანეშის ტრანსფერს იმედიანად შეხვდნენ და უნდა აღინიშნოს მისმა რამდენიმე გასროლამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა მომავალ მატჩებში მარტო ამით არ უნდა შემოიფარგლოს. სხვათაშორის ბრაზილიელმა შესაძლოა ინგლისელების წინააღმდეგ რეჯისტას პოზიციაზე დაიწყოს თამაში..

ვიცე მარკიზიოს პოზიციაზე გუნდში მარიო ლემინაც მოიწვიეს, მაგრამ რამდენად წავა ალეგრი ასეთ ექსტრემალურ გადაწყვეტილებაზე რთულად სათქმელია. შედეგად იტალიელი სპეციალისტი ალბათ დროებით უარს იტყვის 4-3-1-2 ზე და 5-3-2 წყობით ითამაშებს. მისი თქმით:”ვეძებ საუკეთესო გამოსავალს. ჩვენ ეფექტურად უნდა ვუტევდეთ და საიმედოთ ვიცავდეთ თავს. შედეგად შევხედავთ და ერთად გადავწყვეტ თუ როგორი მოდულით იქნება უკეთესი თამაში”.

კიევოსთან შეხვედრაში კარგად წარმოაჩინა თავი კუადრადომ, მაგრამ იქნება თუ არა იგი სიტისთან არავინ იცის.. 3-5-2 ის შემთხვევაში მარჯვენა ფლანგზე დასვენებული ლიხტშტაინერი გაირჯება. ცენტრში კი პოგბა, სტურაროს ელიან, რომლებიც ჰერნანეშს გაუწევენ პარტნიორობას. 4-3-1-2 ის შემთხვევაში კი შუახაზს პერეირა დაეხმარება. ერთი სიტყვით ვარიანტი არის საკმაოდ ბევრი, მაგრამ რომელია სწორი და რომელი მოიტანს სასურველს ეს უკვე არავინ იცის. მწვრთნელიც კი გაუგებრობაშია, რომელიც ფსონს აშკარად მარკიზიო-ხედირას კარგ კონდიციებზე აკეთებდა, მაგრამ მათი ტრავმების ფონზე სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა..

წყარო: tuttosport

12 thoughts on “ტაქტიკური ქაოსი

  1. 5-3-2 )) ალეგრის თავში ჩამახედა ) 5-3-2 ანუ 3-5-2 შეტევის დროს ))
    კონტეს მოდელი ) კონტე მაგ სქემას იმიტო თამაშობდა რო სხვა გზა არ ქონდა ) გუნდში ერთი გარემარნიც არ ყავდა ) ეხლა კიდე სხვა სურათია ) კუარდადო კარგად ჩაერთო ) სანდროც კარგი იყო ) პერეირსაც შეუძლია ინსაიდად ) სიტისთან როგორ უნდა ითამაშო ამ ტაკტიკით ? )) სასაცილოაა ) ინგლისელებს ფლანგებზე სტერლინგი და ნავასი ყავთ ) იგივე დე ბრუინე ) რომლებიც ძაან სწრაფერი არიან ) გუნდი მაგ სქემით ვერ გადაერთვება შეტევიდან დაცვაზე და პირიქით ) ეგ იგივე ვარანტია რაც კონტეს დაემართა მიუხენში როვა რიბერი რობენმა ააწიოკეს ფლანგები ) ვერ ასწრებდა ლიხშტა და ასამოა აწევას ) ვერც წინ წასვლას და ვერც მერე უკან ზონის დაკეტვას ) კონტეს პეპე როცა ყავდა არ თამაშობდა მაგ სქემას თავიდან ) მაგრამ როცა უკვე პეპეც დაემტვრა ერთი კაციც არ ყავდა ფლანგის მოთამაშე ) ალეგრი კიდე ეხლა ცრდილობს ძველი მეთოდებით შედეგის დადებას ) მაშინ როცა უკვე გუნდში ყავთ ინსაიდები )

  2. Ratomgac mgonia ro xvalindeli matchi unda iyos ase vtqvat gardamtexi,vpiqrob dadebit shedegs mivagwevt bichebi irwmuneben sakutar dzalebs da shesadzleblobebs!
    Xval unda davbrundet tamashshi da moedanze,vfiqrob xvalindeli matchi gagvikvalavs aseve gzas seria ashi da daviwyebt gamarjvebebis serias !!!
    :forza: :forza:
    Juvee !!!!!!

  3. სტურარო ძალიან ცუდ ფორმაში შეხვდა სეზონს, იმედია გამოსწორდება ) უნდა დააყენოს სიტისთან კუადრადო, ძალიან მაგრად ჩაერთო თამაშში კიევოსთან და ფორმაშია

  4. მილანის გვერდზე გადაანაწილეს უკვე ადგილები და იუვე ჩამოწერეს. რომა იგებს სკუდეტოს, ინტერი მეორეა და ჩვენ მესამეო. იუვე კრიზისისკენ მიექანება და ცხრილის ბოლოდან ამოსვლაც გაუჭირდებათო. :lool: ამათ მართლა არ უნდა მისცე ამოსუნთქვის საშუალება, ერთი თამაში ითამაშეს და ნახე რა დღეში არიან. ოხ ალეგრი, ამათ სალაპარაკოს როგორ იხდი თავს, მალე უნდა დავბრუნდეთ ცხრილის თავში(სადაც ჩვენი ადგილია) :forza: :forza: :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.