ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი: ” “სიტისთან” თავაწეულები გავალთ “

ტურინის “იუვენტუსი” და მასთან ერთად გულშემატკივართა ურიცხვი არმია “მანჩესტერ სიტისთან” თამაშისთვის ემზადება. შეხვედრას მოუთმენლად ელის ჯიანლუიჯი ბუფონიც. წინასამატჩო კონფერენციაზე იტალიელმა კარის დარაჯმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა…

” ცხადია, დიდი ენთუზიაზმით ველით ამ შეხვედრას. ჯერ ერთი, პირველი შეხვედრაა ჩემპიონატის ამ ეტაპზე და მეორეც, “სიტი” ლიგის ერთ-ერთი ფავორიტია. კარგი შანსი გვაქვს დავამტკიცოთ, რომ ისევ კონკურენტუნარიანები ვართ ევროპაში. ”

” რჩევა ახალ ფეხბურთელებს? არანაირ რჩევას არ მივცემდი. მთავარია საკუთარი თავი იპოვო, იცოდე შენი ფასი და როგორც გუნდს, გქონდეს ერთი მიზანი, რისთვისაც იბრძვი. ”

“სიტიმ” აგუერო დაკარგა, მაგრამ მანჩესტერელთა დავდასხმა მაინც მრისხანედ გამოიყურება…

“”სიტის” ფორვარდები, შესაძლოა, ევროპის საუკეთესო ხუთეულშიც შედიოდნენ. კარგია, რომ ხუთიდან მხოლოდ სამი ითამაშებს ჩვენს წინააღმდეგ. არის თუ არა ამ მატჩისთვის შესაფერისი დრო? რაც არის, ის არის. მაწუხებს, როცა წუწუნებენ. “იუვენტუსი” ამაყია, რადგან ძლიერი და მომავალზე ორიენტირებული გუნდი ვართ. სწორედ ესაა მნიშვნელოვანი. სეზონი ათთვენახევარი გრძელდება და ეს ძალიან დიდი დროა. ამ ეტაპზე, კმაყოფილები ნამდვილად არ ვართ, მაგრამ ტირილი არ უნდა დავიწყოთ. ეს დაუშვებელია. ”

გსურთ იმ მესიჯზე საუბარი, რომელიც “კიევოსთან” შეხვედრაში ფანებს გაუგზავნეთ?

” ეს ჩემი მცდელობა იყო, დამეცვა ახალგაზრდა ახალწვეულები, თანაგუნდელები, რომლებიც პირველივე წელს სირთულეებს წააწყდნენ. “იუვეს” მაისურის ტარებას სხვა სამყაროში გადაყავხარ. იმ დროს მხოლოდ ერთიანობა გვჭირდებოდა. ეს საყვედური კი არა მოთხოვნა იყო: მოგვეცით საშუალება დავეხმაროთ “იუვეს”.”

ჩინეთში თქვით, რომ ეს წელი უფრო რთული იქნებოდა, ასეთ სირთულეებს ელოდით?

” დიახ, ყველანი უფრო მეტს ველოდით სტარტისგან. მომხდარს თავისი მიზეზები აქვს, ზოგი კი ინდივიდუალურ ფეხბურთელებს აბრალებს. ჩვენ პატიება არ გვჭირდება. პრობლემები გუნდურად უნდა წარმოვიდგინოთ, რათა უკეთ გაიაზრო, რისი გაკეთება შეგიძლია ინდივიდუალურად. ”

ეს შეხვედრა ამას ემსახურება? აჩვენოს, ვინ ხართ სინამდვილეში…

“თამაშში გამოჩნდება, მაგრამ მჯერა რომ ცოტა ხნის წინანდელ “იუვეს” ვიხილავთ. ეს იქნება გუნდი, რომელიც კიდევ ერთხელ დაამტკიცებს საკუთარ შესაძლებლობებს კარგი თამაშით, როგორც რამდენიმე თვის წინ. საბოლოო ჯამში ფეხბურთელები, მწვრთნელები, მენეჯერები ყველანი ერთ მხარეს ვართ. წინ უმნიშვნელოვანესი თვე გველოდება იმის გასარკვევად, თუ ვინ ვართ სინამდვილეში.”

ერთი კარგი მიზეზი, რომ არ შეგვეშინდეს “სიტისი”

“ალბათ “სუპერ თასის” შემდეგ დასკვნების გამოტანაში გადავამლაშეთ. ვიფიქრეთ, ყველაფერი წინა სეზონების მსგავსად მოხდებოდა. “ჩემპიონთა ლიგა” გასულ სეზონში ფანტასტიური იყო. ახლა ხელახლა ვიღებთ ამ გამოწვევას და ვეცდებით ერთიანობა და გუნდურობა ვაჩვენოთ, თუნდაც ახალწვეულების დახმარებით. რისი გაკეთებაც გვმართებს, ეს ფეხბურთის თამაშია. ” -აცხადებს ბუფონი.

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

19 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

საქმე ლაპარაკის ნაცვლად თორე უკვე 3 ტურია ტლიკინებთ მარა რეალურად 1 ქულა გვაქ :blin:

ALLENATORE
9 years ago

ჯიჯი მაგარი კაციაა ) ნუმერო უნო )) რა სამწუხაროა რო ასეთ ლეგენდას ლიგა არ აქვს მოგებული ) 2 წაგებული ფინალი სადაც მკვდარი ბურთები აიღო ) მარტო ინძაგის დარტყმულის აღება რად ღირდა ) ალბათ ვერც მოიგებს ისე წავა (((
იმედია დღეს დავანეხებთ მთელ ევროპას რო დროებითია ეგ კრიზისი ყველა კომენტატორმა და ეხსპერტმა ჩამოწერა იუვე უკვე იტალიაშიც კი )) იუვენტინოებს თუ არ ჩავთლით )

FORZA BIANCONERI , FINNO ALA FINE

vakhtang karchava
9 years ago

სიტი ისეთ ფორმაშია,რომ შარშანდელი გუნდიც რომ გვყავდეს ვერ მოვთხოვდით დღეს უეჭველ შედეგს.მთავარია უკანა ხაზმა საიმედოდ ითამაშოს დღეს,წინ კი მეტი აგრესიაა საჭირო.ვფიქრობ კუადრადო,დიბალა,მანჯუკიჩი იქნება შეტევაში.

ALLENATORE
9 years ago

შარშანდელი გუნდი იყოს თანაბარი იქნებოდა შანსები ) შარშანდელი იუვე მაგარი იუვე იყო ) სიტი კი ბატონო კარგ ფორმაშია და გოლიც არ აქვთ გაშვებული ) მაგრამ მაინც არ არის ეგ არც ბარსელონა არც რეალი და არვ ბავარიაა )

Dutch
ადმინისტრატორი
9 years ago

ძაძას არც ისე რისკავს და არც ასე :დ

vakhtang karchava
9 years ago

… და გულშემატკივრები! :forza: :forza: :forza:

LB19
9 years ago

Tavi unda dadon bichebma da kvelaperi shesadzlebeli ikneba :forza: dges mandzukici moratas dueti mgonia dybala zazas ar gariskavs gamoucdelobis pontshi :chuvak:

9 years ago
Reply to  LB19

ხო, მარა თავს ზევით ძალა არაა :lool:

juveboy-leo
9 years ago

ale midi gariske da gamoiyvane es sastavi
4-3-1-2
,,,,,,, morata-mandzukic
‘,,,,,,,,,,,,,dybala
pogba-hernanes-cuadrado
sandro-jorjo-bonu-lixshta
,,,,,,,,,,,,,,,,N’1………………..
:forza:

9 years ago

დღეს უნდა მოვიგოთ ან უარეს შემტხვევაში ფრე, თორე მართლა გამოდის რომ დარხეული გვაქვს…
უბრალოდ იუვეს შეუძლია, რომ სახლში წააგოს უდინეზესთან და გასვლა მოიგოს მანჩესტერში, ასეთი რამე არაერთხელ მომხდარა ისტორიაში :forza:

gocha gabunia
9 years ago

ალეგრიმმ ეგ რაკნა მოგების გულისტვის ტრავმმა მოუშუშებელი მარკიზიო ატამაშა. იმიტო რომმ მოუცჰირაააა. ასე მოუხდება მაროტა მაგასს დააბრალებს და გაუშვებს ჯოხი კოველტვის ტრენეზე ტკდება მოუხდება ხმა როომ არ ამოიგო. ვიდალი პირლოს ცასვლაზე. ეგე ტავის მოცონებული ერნანეში. კონტემმ რა სედეგიც დადო ნაკრებში ამას ალეგრი ვერდადებდა.

gocha gabunia
9 years ago

4-33 ან 4-4-2 ან 4-3-1-2 აკედან ერტი უნდა გადაცკვიტოს ეხლა ვერიტკვის ფეხბურტელები არმკავს ამტატიკოსო. კვარდადო სანდრო მორატა. ზედგამოცჰრილი არიან ამტაქტიკისტვის და სტურარო ატამაშოს სუფტა ცჰამშლელადდ ნახეტ რას იზავს. ფლანგზე არუნდა დააკენოს.

juveboy-leo
9 years ago

vax ra uceb movida liga,titqos gushin iyo berlinis finali
juve juve da isev juve!!!!!! :forza:
alegriii imedia 1-10-0 it ar itamasheb da burts gaugoreb sitis. . .
liderebma dagvtoves magrad chven xom numoro uno gvyvavs!!!!!!!! ra reaqcia aqvs isev is dartyma ro maxsendeba 3 metridan kievostan ra burti gamoadzro jijim
dges mgonia ar wavagebt ufro nichias vfiqrob
forza juve :forza:

LB19
9 years ago

Vangrevt citys :forza: :forza:

giorgi nefaridz
9 years ago

ჯიჯიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი :forza:

gocha gabunia
9 years ago

რტატერტი იკო ბუფონი ვინც მაროტას ცაკბინა ტრანსფერებზე და ფეხბურტრლების გაშვებაზე მაშინაც ავგნიშნე ეგ.

gocha gabunia
9 years ago

არცავაგებტ დაგოლსაც გავიტანტ, ალეგრიმ ტუ ისევ არ ცაუკიმა

jjj jjj
9 years ago

არ წავაგებთ

9 years ago

თავაწეულები კი გახვალთ, მარა მთავარია როგორ გამოხვალთ :lool:

| Newsphere by AF themes.
19
0
Would love your thoughts, please comment.x