ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”კმაყოფილი ვარ შეგირდების ასპარეზობით”

მანჩესტერ სიტიზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მაქს ალეგრიმ შეაქო საკუთარი გუნდი:“შეგირდების ასპარეზობით კმაყოფილი ვარ. უბრალოდ კარგი იქნებოდა პირველ ნახევარში მეტად აგრესიულნი ვყოფილიყავით შეტევაში. მეორე 45-ში კარგი მომენტები შევქმენით მეტოქის კართან და ცოტა რამის უფლება თუ მივეცით ინგლისელებს. საწყენია უბრალოდ გაშვებული ბურთი, რომელიც ჩვენი მხრიდან ბურთის დაკარგვას მოჰყვა. ფაქტია, რომ მეორე ნახევარში შეტევაში გაცილებით უკეთ გამოვიყურებოდით და არც კონკრეტული ანგარიშის შეგვიშნებია. 1-0-ზე იყო ეპიზოდი, როდესაც მეორე ბურთის გაშვების წინაშე ვიდექით, მაგრამ ბუფონი უნიკალურია. გარკვეულწილად ვგრძნობდით, რომ შევძლებდით წარმატების მიღწევას. კალჩოში 40-მდე დარტყმა განვახორციელეთ, მაგრამ ვერ მოვახერხეთ გამარჯვება. მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ. შეგირდების მოსამზადებლად სულ რაღაც ერთი კვირა მქონდა. ჩემპიონატში მცირე თავისუფალი ზონები გვაქვს, ევროპაში კი სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია და აუცილებელია მათი ეფექტურად გამოყენება. ერთი სიტყვით იტალიაში და მის ფარგლებს გარეთ ასპარეზობა რადიკალურად განსხვავებდა”..

“ჩემპიონთა ლიგა გამორჩეული ტურნირია, რომელიც დამატებით მოტივაციას გძენს. გამარჯვების შემთხვევაში იგი საოცარ მუხტს გძენს, ხოლო მარცხი ფსიქოლოგიურ ხარვეზებთან არის დაკავშირებული. გვსურდა რაც შეიძლება მალე დაგვეძვრინა თავი ამ ჭაობიდან და ბიჭებმა საუკეთესო კუთხით წარმოაჩინეს თავი. კუადრადოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება წინა ღამით მივიღე, რადგან ვიფიქრე კოლუმბიელი დიდ თავისტკივილს გაუჩენდა მეტოქეს ზონებს შორის. მორატაც და კუადრადოც გუნდზე თამაშობდნენ, რაც აპლოდისმენტებს იმსახურებს.

“ჩემი ემოციური გამოსვლა კუადრადოსთან დაკავშირებით? მატჩის დასრულებამდე რჩებოდა ერთი წუთი და იყო საშუალება ბურთის კუთხურის ალამთან მიტანის. ასეთი სიტუაციები უკეთ უნდა გამოვიყენოთ.

ბარძალის მოედანზე გამოსვლა? რთულია სიტის წინააღმდეგ შვიდი კაცით იცავდე თავს შტურმის დროს. ამიტომაც მივიღე ეს გადაწყვეტილება, რომელმაც შედეგის მიღწევა გაგვიადვილა”.

ჩემპიონთა ლიგა განახლდა და ალვარო მორატამაც გაიბრწყინა. სწორედ ესპანელი ფორვარდის ზუსტმა დარტყმამ მოუტანა ბიანკონერის გამარჯვება და პირველი სამი ქულა:“ასეთი ძირეული ცვლილებების შემდეგ სრულიად ბუნებრივია, რომ მცირე დრო გვესაჭიროება ერთმანეთის უკეთ გასაცნობად. სეზონი არცთუ ისე წარმატებულად დავიწყეთ, მაგრამ დღევანდელი გამარჯვება სიტუაციას რადიკალურად შეცვლის. მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ ვთამაშობთ და ვიმარჯვებთ როგორც ერთიანი მექანიზმი. ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ჩვენს გუნდს გამორჩეულს სწორედ ზემოთხსენებული სტილი ხდის. ჩვენ, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი ვართ”.

ჯანლუიჯი ბუფონის მოსაზრებით სიტის მისსავე მოედანზე დამარცხება იყო პირველი აგური, რომელიც ტურინულმა გუნდმა მიმდინარე სეზონში დადო. აღსანიშნავია თავად კაპიტანის ფანტასტიური ასპარეზობა! სწორედ მისმა გამაოგნებელმა რეაქციებმა იხსნა იუვე დიდი პრობლემებისგან:“სწორი რეაქცია დავინახეთ, რომელიც პირველ აგურად მიმაჩნია მიმდინარე სეზონში. ნამდვილად კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, რომელშიც გაერთიანებული იყო ტაქტიკური ინტელექტი, თავგანწირვა და ტექნიკური არსენალი. ყველაფერი გაგვაჩნდა, თუმცა ხუმრობა გვერდით გადავდოთ. ზუსტად ამავე კურსით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. იმედი მაქვს მოვახერხებთ, რადგან ნამდვილად ვიმსახურებთ შემადგენლობის და შრომისმოყვარულობის კუთხით. დღევანდელმა გამარჯვებამ ნათელი შეტყობინება გაუგზავნა ყველას. მე პირადად კი ახალგაზრდა მოთამაშეების გამო ვარ ბედნიერი. მათთვის ასეთ არენაზე წარმატებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სიხარული, ძალა და ადრენალინი პროგრესირებაში გეხმარება”.
წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

26 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ALLENATORE
9 years ago

გუშინ ვინც ნახა დრაქსლერი ) ალბათ დამეთანხმება ) ძაან მაგრად ითამაშა ტიპმა ) გოლი რო გაიტანა მაგიტო არ ვამბობ ) სწრაფიაა და ვოლსბურგი ზუსტად ტრეკვარტისტად ათამაშებს ) განსხვავებით შალკესგან რომელსაც ფლანგზე ყავდა ) ტიპი ძაან სწარაფად თამაშობს ხაზებს შორის ) ტექნიკაც აქვს კაი და ტვინიც ) ძაან მინდოდა ეგ მოეყვნათ ) და რეალური იყო აღარ დავიწყებ ისევ ეხლა რატო და როგორრ ) ძაან გააძლიერებდა ეგ იუვეს )

bugitto
9 years ago
Reply to  ALLENATORE

100%

bugitto
9 years ago
Reply to  Dutch

გასაგებია მაგრამ სხვა გუნდებსაც ხო ანალოგიურად ეთამაშებიან … მე ვფიქრობ დრო ჭირდებათ ბიჭებსაც და ალეგრისაც… ბრუციანს რო მოეყვანა ისეთი დონის გამთამაშებელი რასაც ალეგრი ითხოვდა დღეს ესე არ იქნებოდა საკითხი … ალეგრი ეხლა ძიებაშია და ამით ბევრი ქულა დავკარგეთ… აშკარად მოუმზადებელი შეხვდა სეზონს…

DAVID-JUVE
9 years ago
Reply to  bugitto

გეთანხმები,მარტო იმის ბრალი არ არის რო 9 კაციანი დაცვით გვეთამაშებიან, მოუმზადებლობის ბრალია და იმის,რომ აგვისტოს ბოლოს მოიყვანეს ხალხი,რომლებიც ახლა ძირითადში თამაშობენ,ფაქტია არც ისე კარგად გამოიყენა ალეგრიმ ზაფხულის მოსამზადებელი შეკრება და ახლა უწევს გუნდის შეკვრა თავიდან.

9 years ago
Reply to  DAVID-JUVE

თქვენ გგონიათ მოჯი არ ყიდულობდა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო წუთებზე ფეხბურთელებს? ამის გამო ლიპი და კაპელო მოუმზადებელი არ ხვდებოდნენ სეზონს. მარტო ერნანეში და ლემინა (რომელიც არ მოიაზრება ძირითადის ფეხბურთელად) მოიყვანეს ბოლოს. დანარჩენი ყველა ალეგრის განკარგულებაში იყო. ყოველ შემთხვევაში უდინეზეზე და კიევოზე ძლიერი სასტავი ისედაც ყავდა მწვრთნელს სულ რომ არავინ არ მოეყვანათ. ასე რომ, მადლობა ალეგრის გუშინდელი შედევრისთვის, მაგრამ ბევრი სამუშაო აქვს და მისი პასუხისმგებლობაა გუნდის თამაშის დალაგება. რაღაც დრო დაჭირდება შეთამაშებას, მაგრამ სათამაშო სქემებს ახლა არ უნდა ვალაგებდეთ და ექსპერიმენტებს არ უნდა ვატარებდეთ პადოინის ძირითადში დაყენებით და დაცვაში ჩაწოლით. გუშინ 5-3-2-ით რომ დაგვეწყო, შეიძლება დღეს არ ვყოფილიყავით ასეთ კარგ ხასიათზე.

bugitto
9 years ago
Reply to 

მოჯი რო ყიდულობდა ის ყიდულობდა სუპერ კლასს ვინც ლიპის და კაპელოს ჭირდებოდა … ლიპისთვის რომ მოეყანა ან კაპელოსთვის ერნანეში ან ლემინას დონის იგროკი ალბათ ბრუციანს სულ დააბრმავებდნენ ორივე :lool: :lool: :lool: :lool:

DAVID-JUVE
9 years ago
Reply to 

Del_Piero
კუადრადოც ბოლო დღეებში მოვიდა… მაგას + ერნანეში და ეს ის ორი კაცია,რომლის გამოც ასე ხშირად ცვლის ტაქტიკას ალეგრი და 2 კვირის მოყვანილ ფეხბურთელს მოდი და მოსთხოვე შეთამაშება გუნდთან.

bugitto
9 years ago
Reply to  DAVID-JUVE

თან მთელი ზაფხული საუბარი იყო მაღალი დონის გამთამაშებლის მოყვანა და ალბათ სხვა ტაკთიკას გეგმავდა რაც ბოლო თამაშები ითამაშა ლიგაზე… ერნანეშიც ბოლოს მოიყვანეს თან გამოჩნდა რომ კუადრადო უკეთ უბერავს და მოკლედ დომხალია ჯერ ტაქტიკურად… მაგრამ მგინია რომ ძაან დიდი პოტენციალი აქვთ ბიჭებს … მარა მაინც ძაან გული მწყდება გიოტსე ოსკარი ისკო დრექსლერიდან რო ვერცერთი მოიყვანა ბრუციანმა … ალეგრის რაც ჭირდებოდა ის ვერ გაუკეთეს…. ეხლა გამოვიდა აჰა შენ ხალხი და ათამაშეო … არადა ის უნდა მოყავდეთ ვინც მწვრთნელს ჭირდება

bugitto
9 years ago

ალეგრი უმაგრესია ჩაუტარა გუშინ პელეგრინის გაკვეთილი … იმედია ეხლა შეათამაშებს გუნდს და სტაბილურობაც მოვა… მეკარე დაცვა მშვენიერი …. თავდასხმა მანძუკა კლასნია მორატა უმაგრესი ბიჭი დიბალას ეტყობა რო ძაან მაგარია … დრო ჭირდებათ ბიჭებს … მგონია რომ თავდასხმაც დალაგდება … აი ნახევარდაცვვაში გვიჭირს ცოტა… მარა გვყავს ხალხი და იმედია შეთამაშდებიან … ყოჩაღ კუადრადო ! :forza:

ALLENATORE
9 years ago

Del alex ))) ზუტად მაგას ვწერდი ) ალეგრიმ გუშინ კარგად ათამაშა ანუ კაი სქემა იყო ) კონკრეტულად სიტისთან თამაშისთვის კარგად მოემზადაა და მაგ 4-5-1 თით გადაკეტა ფლანგები ) სანია და კოლაროვო ჩელსისთან და არამხოლოდ ზოგადადა მაგრად ერთვებიან ) სტერლინგს და ნასრის რო დავანებოთ თავი ) ამ განლაგებით ჩაკეტა საერთოდ არ ჩანდა არავინ სიტიდან ) რაც შექმნეს ისიც უაზრო ბურთის დაკარგვის მერეე რომელსაც ცენტრში ქონდა ადგილი ჩვენი მხრიდან ) სიტის პოზიციური შეტევის დროს 4-5-1 იყო მორატა მარცხენა ფლანგზე და მანჯუ იყო წინ მარტო ) და ადრეც ვწერდი მანჯუკიჩი ძააან მუშაა პრესინგს ვგულისხმობ ) უბრალოდ უნდა გამოიყენო მისი თვისებები კლასნი ცენტრია და… Read more »

gocha gabunia
9 years ago

კარგი მოგება მარა 5 ნახევარმცველი ნამეტანია. სინჯე რაა 4-4-2-ან 4-3-3. როგორც კველა ცამკვანი გუნდები. ამის ფეხბურტელები გვკავს და უფრო გაიხსნებიან ტავისუფალ ზონებში

ALLENATORE
9 years ago
Reply to  gocha gabunia

კონკრეტულად სიტისთან თამაშისთვის ეს იდელაური მოდელი იყო ) ეხლა სულ ის ნუ მოგვინდება ინგლიშში აქტიური შეტევა ვითამაშოდ ბარსელონა კი არ ვართ არც მესი გვყავს არც სუარესი, ნეიმარი )
ერნანესით და სტურაროთ გინდა შენ სიტის ეთამაშო ისე რო დომინანტი იყო და შეტევით დაახიო ბურთი ? )) მთავარი რაც იყო უმნიშვნელოვანესი გამარჯვება დავდეთ რომელიც მაგრად დაეხმარება გუნდს ფსიქოლოგიურ ასპექტში )

9 years ago
Reply to  gocha gabunia

სულ უკმაყოფილო როგორ ხარ? :)

vakhtang karchava
9 years ago

ჯიჯის ლიგა ააწევინეთ ბიჭებო :forza: :forza: :forza:

jjj jjj
9 years ago

კაია რომ ვარირების საშუალება აქვს მწვრთნელს და ისეთი ფეხბურთელები გყავს სხოდუ რომ ცვლის ტაქტიკას. ერთი კაი ჩამშლელი გვინდა

jjj jjj
9 years ago

Alenatore
მგონი ალეგრიმ მიაგნო საუკეთესო მოდელს? ეგრე რო არ ექნა, სტერლინგი და ნასრი ბევრ მომენტს შექმნიდნენ მართალი ხარ. მანძუკა კიდე დაცვას აპრესინგებდა და საერთოდაც იუვეს უფრო დალაგებული ფეხბურთი ქონდა გუშინ, ცოტა ცოტა დასახვეწია. ჯიჯის ჩემ წლებს მივცემდი რომ შემეძლოს

Samtrediel90
9 years ago

ვაა გილოცავთ ყველას წუხანდელ მოგებას ვერ ვუყურე ეხლა ვნახე ანგარიში და გადარევას ვარ სიხარულით… ჩაუტარეს მასტერკლასი ფულის მეშოკებს ბიჭებმა საღოლ… ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა პირველ რიგში ფსიქოლოგიური კუთხით, წაადგებათ ბიჭებს და აზრზე მოვლენ… ალბათ სერია ა-საც აიხვეტავენ აწი
მორატას რა შეუსრულებია :wow:
:forza: :forza: :forza:

jjj jjj
9 years ago

კვადრატას პასი ნახეთ? რა ქვია დამავიწყდა ეგეთ პასს ან გოლს:-(

jjj jjj
9 years ago

გუშინ 4-3-3 იყო თუ 4-5-1 ვეღარ გავიგე

ALLENATORE
9 years ago
Reply to  jjj jjj

4-5-1 )) ნუ სიტის პოზიციური შეტევის დროს სუფთა 4-5-1 იდგნენ ) მორატა მარცხნივ კუარდადო მარჯვნივ მაგრამ ეხმარებოდნენ მცველებსს ) ნასრი და სტერლინგი გააქრეს ფაქტიურად ) სიტიმ პოზიციური შეტევისგან ვერაფერი შექმნა ) ეგ ისეთი სქემა თავს როცა იცავ 4-5-1 ხოლო უტევ უკვე 4-3-3 ზე შეგიძლია გაშლა )

gag100
9 years ago

ისე ბუფონს ძეგლი უნდა დაუდგან სტადიონზე ნუ დელპიეროსაც მაგრამ ასე ვერ ავუთ :juvee: ავდებით აი ბუფონი მსოფლიოში საუკეთესოა და ამიტომ ყველაზე მეტად ეკუთვნის დელ პიერო კი იუვესთვის არის საუკეთესო

juveboy-leo
9 years ago

alee she magaro bicho!
kargi iyavi gushin mara kuadradoze cota araswori. . .ras daamcire bichi amxela sazogadoebashi kacma suli da guli chado wuxel. .
ara kuadroc ro ar aichra da gimilit gautara egiyo magari. . .
forza juve!!!!!!!
msoflios sauketeso gunds vgulshematkivrobt romelmac sitis chautara wuxel!!!

jjj jjj
9 years ago

კვადრატა კაი მასტია)) 25 ლიმონად შეგვიძლია ხომ გამოვისყიდოთ?

| Newsphere by AF themes.
26
0
Would love your thoughts, please comment.x