ბუფონი:”ზუსტად ასეთ სტილში უნდა განვაგრძოთ”
ჯანლუიჯი ბუფონის მოსაზრებით სიტის მისსავე მოედანზე დამარცხება იყო პირველი აგური, რომელიც ტურინულმა გუნდმა მიმდინარე სეზონში დადო. აღსანიშნავია თავად კაპიტანის ფანტასტიური ასპარეზობა! სწორედ მისმა გამაოგნებელმა რეაქციებმა იხსნა იუვე დიდი პრობლემებისგან:“სწორი რეაქცია დავინახეთ, რომელიც პირველ აგურად მიმაჩნია მიმდინარე სეზონში. ნამდვილად კარგი შეხვედრა ჩავატარეთ, რომელშიც გაერთიანებული იყო ტაქტიკური ინტელექტი, თავგანწირვა და ტექნიკური არსენალი. ყველაფერი გაგვაჩნდა, თუმცა ხუმრობა გვერდით გადავდოთ. ზუსტად ამავე კურსით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. იმედი მაქვს მოვახერხებთ, რადგან ნამდვილად ვიმსახურებთ შემადგენლობის და შრომისმოყვარულობის კუთხით. დღევანდელმა გამარჯვებამ ნათელი შეტყობინება გაუგზავნა ყველას. მე პირადად კი ახალგაზრდა მოთამაშეების გამო ვარ ბედნიერი. მათთვის ასეთ არენაზე წარმატებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სიხარული, ძალა და ადრენალინი პროგრესირებაში გეხმარება”.
წყარო: Football Italia
გუსჰინ ჯიჯიმ გადაწყვიტა ბევრი რამე.. ერთ-ერთი საუკეტესო მატჩი მისი შესრულებით
წუხანდელმა იუვემ წინა წლის იუვე გამახსენა ძალიან გუნდური თამაში ვაჩვენეთ და ბუფონი კიდე განაგრძობს სასწაულ სეივებს.ის სულელური შეცდომა რო არა მსაჯის მხრიდან მშრალად მოუმთავრებდით.ძალიან დიდი მოთმინების უნარი გამოიჩინა იუვემ და ეგეთი გუნდები თითქმის ყოველთვის გამარჯვებულები გამოდიან.გახსოვთ სელტიკმა რო წაგვაყარა პირველ ტაიმში? და ბოლოს კარგად რო ამოუდეთ 1 2 შორეული პასები როგორც წუხელ და ვსიო ეგაა იტალიური გუნდები.თუმდაც ადრინდელი მილანი ბოლო 10 წუთში რო მოუტრიალებდნენ ხოლმე.ძალიან საინტერესო თამაში გველის ჯენოასთან, მოწონთ გახსნილი თამაში და კაი ბათქი გვექნება.
ბუოფონიშე ლეგენდიშე ! N1