პოგბამ გუშინდელი ვარჯიში გამოტოვა
პოლ პოგბამ გუშინდელი ვარჯიში მცირე გაციების გამო გამოტოვა. 22 წლის ფეხბურთელმა საკმაოდ ნაყოფიერი მატჩი გამართა სიტის წინააღმდეგ და სწორედ მის ანგარიშზეა საგოლე გადაცემა, რომელიც საბოლოოდ მარიო მანჯუკიჩმა დააგვირგვინა. ინფორმაცია ვარჯიშის გაცდენასთან დაკავშირებით ბიანკონერის ოფიციალურმა ვებ გვერდმაც დაადასტურა. ჯერჯერობით გაურკვეველია რამდენად მოახერხებს იგი ჯენოასთან მატჩში მონაწილეობის მიღებას.
წყარო: football-italia
მალე დაბრუნდება ალბად
es gvindoda exla.ise midis saqme ro kide padoini unda iyos sastavshi
Gენუელ მერდებთან აუცილებლად დაგვჭირდება პოგბინიო
