ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კასერესი:”გენუელებთან მეტად რთული მატჩი გველის”

იუვეს ურუგვაელი მცველის მარტინ კასერესის მოსაზრებით მის გუნდს გაცილებით მეტად გაუჭირდება ჯენოასთან მატჩში ვიდრე ეს ინგლისში იყო:“ბუნებრივია კარგად გვაქვს გათვიცნობიერებული თუ რაოდენ ძლიერი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ სიტისთან თამაშისას მეტოქე მეტად ტოვებდა ცარიელ ზონებს, ხოლო ჯენოა მინდორზე გაცილებით კომპტაქტურად იასპარეზებს. რადიკალურად განსხვავებული სცენარი გველის. მაქსიმალურად ვეცდებით საუკეთესო მახასიათებლების დემონსტრირებას, რადგან რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ჯერ კიდევ არ მოგვიპოვებია გამარჯვება შინაურ სარბიელზე. გასახდელში არსებული სიტუაცია? დიახ, 10 ახალი მოთამაშე გარკვეულ ადაპტაციას მოითხოვს კლუბთან, მაგრამ არ მინდა ყველაფერი ამ ფაქტს დავაბრალო. ფაქტია, გაცილებით უკეთ შეგვიძლია თამაში და ამის ჩვენებას უკვე მომდევნო მატჩიდან დავიწყებთ”.

სამხრეთ ამერიკელი მცველის მოსაზრებით, ქალაქელებთან გამარჯვება იყო უმნიშვნელოვანესი ფსიქოლოგიური კუთხით:

“რათქმაუნდა უდიდესი სიამოვნება მივიღეთ. საკვანძო მატჩი იყო და თან გაითვალისწინეთ საუბარი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას ეხება. მოხარულნი ვართ, მაგრამ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ რადგან ჯერ კიდევ არაფერი მოგვიგია და საერთოდაც ახალი პროექტის საწყის ეტაპზე ვიმყოფებით”.

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Del Piero.Teves
9 years ago

რას ერჩი ამ მცველს სატადარიგოზე განსაკუთრებით გამსოადეგია

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

Nეტა შენ მენახე აქედან წასული და მეტი არაფერი მინდა :blin:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x