კუადრადო:”როდესაც რეალურად ვთამაშობთ, მაშინ ჩვენი შეჩერება შეუძლებელია”
სიტის დამარცხების შემდეგ ხუან კუადრადოს თქმით ბიანკონერიმ უნდა ირწმუნოს საკუთარ ძალებში:“ბრწყინვალე შეხვედრა გავმართეთ, როგორც ერთ მუშტად შეკრულმა გუნდმა. პოზიტიური იყო ის მომენტი, როდესაც მოედანზე კონკრეტული შედეგის მისაღწევად გავედით. როდესაც სრულად ვაჩვენებთ რა შეგვიძლია, მაშინ ჩვენი შეჩერება წარმოუდგენელია. გათვიცნობიერებული გვქონდა სიტისთან დაპირისპირების მნიშვნელობა და მოტივაციის მხრივ არანაირი პრობლემა არ გვქონია. არცერთი წამით არ უნდა დავკარგოთ კონცენტრაცია და გვწამდეს, რადგან რეალურად ძლიერები ვართ და ეს ჰაერზე ნასროლი სიტყვები არ არის. დამუხტულნი ვართ სწორი ენერგიით და უკვე მომდევნო შეხვედრაში შევეცდებით მის დემონსტრირებას. მაქსიმუმი უნდა გავიღოთ ზედიზედ მეხუთე სკუდეტოსთვის. ტონუსში ვართ და ყოველი მატჩი ფინალის ტოლფასია”.
მასიმილიანო ალეგრიმ შეაქო მატჩის შემდეგ კუადრადო, თუმცა მანამდე სერიოზული ემოციური საყვედური მიიღო:
“სწორი მიდგომა იყო, რადგან მატჩის მსვლელობისას შესაძლოა გარკვეულ ეპიზოდებს არ მიაქციო ყურადღება და ასეთი მიდგომა გაფხიზლებს. შემდეგში აუცილებლად გავითვალისწინებ მის რჩევებს”.
წყარო: Football Italia
კაი ბიჭი ხარ შენ ….ასე გააგრძელე..
ისე კლუბის ბომბარდირებში მარკიზიო რატოა ვერ ვხვდები
არ არი ეგ კაცი მეგოლე არანაირად სეზონში 4-5 გოლი ზენიტია მაგის გოლების და მაგიტო ბომბარდირების სიაში მისი გვარი არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება 
ეს იყოს იტალიელიი რა ხოტბას შეასხამდნენ აქ
კვადრატა
magrad uberaვს,კონტეს ძაან უნდოდა ეს ფეხბურთელი და არც შემცდარა,მაგარი მოძრავია,ტექნიკური და პასიც იცის და დარტყმაც
სასიამოვნოდ გაოცდბული ვარ შენით ხუან