იუვე ბერარდის დამატებას უკვე იანვარიშივე შეეცდება
ტურინელები სერიოზულად განიხილავენ დომენიკო ბერარდის უკვე იანვარიშვე დამატებას. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც მაროტას მიმდინარე სეზონის ბოლოს 18 მილიონად შეეძლება ნიჭიერი აპენინელი ფორვარდის ყიდვა. თუმცა, ბოლო ხანებში მისი კანდიდატურის მიმართ ბარსელონა დაინტერესდა, რომელიც მზად არის დომენიკოს გამო დიდი თანხა გაიღოს. სწორედ ამ საშიშროებიდან გამომდინარე აჩქარდნენ გალილეო ფერარის ქუჩაზე მდებარე ოფისის ბინადრები და 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეცდებიან ბერარდის დაბევებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში. ჯერჯერობით სასუოლოს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის ცნობილი.
წყარო: tuttosport
ბერარდი უეჭველი უნდა მოვიდეს და დაუმარცხებელი იქნება იუვე…..

zaza unda gayidon da berardi moiyvanon
10+ძაძა მიუგდეთ სოფლელებს და დაგვთანხმდებიან