ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”რამდენიმე ასპექტი გასაუმჯობესებელია”

სიტის დამარცხების შემდეგ ტურინელებმა შინაურ ასპარეზზეც მიაღწიეს გამარჯვებას. ლამანას ავტოგოლის და პოგბას ზუსტი 11-იანის შედეგად ბიანკონერიმ რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს მიმდინარე სეზონში სერია ა-ში პირველ გამარჯვებას მიაღწია:“სიტისთან მატჩის შემდეგ გუნდს მცირედი დასვენება და გონზე მოსვლა ესაჭიროებოდა. იყო იმის შიში, რომ ინგლისში მიღწეული წარმატება ნეგატიურად აისახებოდა. საბედნიეროდ ფეხბურთელებისგან სწორი მიდგომა დავინახე. გენუაში მოპოვებული გამარჯვება მომდევნო აგურია და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ მივუახლოვდეთ სამეულს”..

“გარკვეულ ეპიზოდებში ბევრს ვცოდავდით და ეს განსაკუთრებით იმ ეპიზოდებზე ითქმის, რომელიც წითელი ბარათის შემდეგ შეიქმნა. აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ რამდენიმე ასპექტი და ამისთვის მუხლჩაურელად ვიშრომებთ.

მორატა? სამწუხაროდ მან ტრავმის გამო ვერ შეძლო ასპარეზობა. ისე კი საკმაოდ უცნაურ პოზიციაზე მიიღო დაზიანება. იმედი ვიქონიოთ ისევე როგორც მანჯუკიჩის მდგომარეობა ესპანელისიც არ იქნება საგანგაშო. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში შემადგენლობაში მყავს ისეთი ტიპის მოთამაშეები, რომლებიც სათანადო დონეზე შეცვლიან ერთმანეთს. ძაძა და დიბალა რა თქმა უნდა ასეთ კატეგორიაში შედიან.

სკუდეტო? სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ნერიაძური მთავარი პრეტენდენტია. მათ ქულათა მაქსიმუმს მოუყარეს თავი და ჩვენ არ გვაქვს უფლება მათ შესაძლებლობებში ეჭვი შევიტანოთ. მიუხედავად ამისა, მხოლოდ ოთხი ტურის შემდეგ რაიმეს ჯილდოს მოპოვებაზე საუბარი ნაადრევია. გარსია გასულ სეზონთან შედარებით სხვაგვარად საუბრობს? მას კარგად ესმის, რომ ინტერი ნომერ პირველი ფავორიტია და საკუთარი თავიც სიახლოეს მიჰყავს. მიუხედავად ყველაფრისა არ იფიქროთ, რომ იუვენტუსი გვერდით არის გასული. ჩვენ იოლად არავის არაფერს დავუთმობთ.

თავდაპირველად საჭირო იყო ქვედა საფეხურს მოვშორებოდით და საწყის ეტაპზე ეს მიზანი მიღწეულია. ეხლა კი უკვე ეტაპობრივად სატურნირო ცხრილის ზედა საფეხურებისთვისაც ნაბიჯებს გადავდგავთ. პოგბა? ისე იასპარეზა როგორც მას ეკადრება, ხოლო ლემინაზე აქცენტის გაკეთება ფიზიკური კონდიციების კუთხით გაკეთდა. ჰერნანეშმა დიდი ენერგია დახარჯა კიევოსთან და სიტისთან დაპირისპირებისას. ძაძა? ის ერთ-ერთი ახალწვეულთაგანია და მას მცირე ადაპტაცია ესაჭიროება. სიმონე აუცილებლად მიიღებს შესაბამის სათამაშო დროს”.

დღეს მასიმილიანო ალეგრის გუნდმა “სერია ა” -ს ფარგლებში 2015-2016 წლების სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ტურინელებმა რამდენიმე დღის წინ ჯერ “მანჩესტერ სიტის” სძლიეს გასვლაზე, დღეს კი მოგებათა გზას იტალიურ პირველობაზეც დაუბრუნდენ. ჯიორჯიო კიელინის აზრით, ეს უბრალო დამთხვევა არ ყოფილა, რადგან “ჩემპიონთა ლიგაზე” მოგებამ გუნდში გარდატეხა შეიტანა: ” “მანჩესტერ სიტისთან” შეხვედრამ ნაპერწკალი გააჩინა. დღეს განსხვავებული “იუვე” ვიხილეთ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ცნობილია თავისი აგრესიულობითა და საოცარი ატმოსფეროთი სტადიონზე. წინ უნდა გავაგრძელოთ სვლა საკუთარი ძალების რწმენით, შედეგებს კი მხოლოდ დასასრულს შევაჯამებთ. ” -განუცხადა “იუვენტუსის” მცველმა Mediaset Premium -ს.

“ჯენოასთან” შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლ პოგბამ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ფრანგმა ნახევარმცველმა მნიშნელოვანი წვლილი შეიტანა ტურინელთა გამარჯვებაში, მიიღო რა მონაწილეობა ორივე გოლში და აჩვენა სოლიდური თამაში “გალილეო ფერარისზე”: “ჯერჯერობით არაფერი გაგვიკეთებია. ეს მხოლოდ პირველი გამარჯვებაა. ჩაწოდება? წარმოდგენა არ მაქვს, როგორ ავაცილე კარს, მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა, რომ საბოლოოდ გოლი მაინც გავიდა. ვიცი, რომ 10 ნომერი ძალიან მნიშნელოვანია, მას პლატინი ატარებდა და მოედანზე უნდა დავამტკიცო, რომ მისი ღირსი ვარ. საკუთარი შესაძლებლობების 100% უნდა ვაჩვენო ხოლმე. გუნდს ჩემი სჯერა და იმედებს არ გავუცრუებ. სატურნირო ცხრილი? უბრალოდ ჩვენზე იფიქრეთ, ჩვენ “იუვე” ვართ. ჩემპიონატი მაისში მთავრდება, წინ კიდევ ბევრი შეხვედრა გველის. ” -აცხადებს პოგბა.

წყარო: football-italia

12 thoughts on “ალეგრი:”რამდენიმე ასპექტი გასაუმჯობესებელია”

  1. რა გოლი შეაგდო ძმა რას ამბობ ყველა ფეხბურთელი რომ იდგა? :mrgreen: ყვითლებზე და ტუფტა გოლზე რა ხდება აქ და წარმოიდგინე მართლა რომ ეღირსოს ერთი გოლი რა მოხდება აქ? :achuu:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.