“იუვენტუსი” კალჰანოღლუს დააკვირდება
როგორც იტალიური გამოცემები იუწყებიან, “იუვენტუსი” “ლევერკუზენის” ვარსკვლავ ტრეკუარტისტას ჰაკან კალჰანოღლუს აკვირდება. კრეატიული ნახევარმცველი, რომელიც თავდამსხმელების უკან თამაშობს, ახალ სეზონშიც აგრძელებს შთამბეჭდავი თამაშის ჩვენებას.”ჩემპიონთა ლიგის” შესარჩევ შეხვედრაში “ლაციოსთან” 3-0 გამანადგურებელ გამარჯვებაში კალჰანოღლუს წვლილი დიდი იყო, თურქმა ფეხბურთელმა გასულ ტურში “ბუნდესლიგაშიც” შეძლო თავის გამოჩენა. Tuttosport -ის ინფორმაციით, “ლევერკუზენის” დღევანდელ შეხვედრას დორტმუნდის “ბორუსიასთან” “იუვენტუსის” სკაუტები დააკვირდებიან ტრიბუნებიდან, რომლებიც უკვე ჩაფრინდნენ გერმანიაში. კალჰანოღლუ ჯერ მხოლოდ 21 წლისაა, მის სატრანსფერო ღრებულებად კი – მიუხედავად იმისა, რომ ეს თანხა ყოველდღიურად იზრდება – 20 მილიონი ევრო სახელდება.
დააკვირდით, დააკვირდით სხვა როგორ წაიყვანს…
დუბალა მყარად ზის სკამზე ))) ასეც ვიცოდი.. ძალიან სუსტი სტარტი ქონდა მიუხედავად ორი გოლისა
ამასობაში მერდებს 12 ქულა აქვთ 4 ტამაშში
ლინკებს არ დადებთ?
წარმატებები ბრატცი

როგორც იქნა ლემინას ვნახავთ დღეს საქმეში.ბონუჩისაც სჭირდება დასვენება,რუგანიც რომ გამოეყვანა კარგი იქნებოდა.
მერდამ კიდე მოიგო მოკლედ დღეს ყველა ვარიანტში უნდა მოვიგოთ!
4-4-2 დიბალა, სანდრო, ბონუჩი და ჰერნანესი სკამზე დასვა.
Kომანი უკვე დაკარგულია ბავარიას გამოსყიდვის უფლება აქ ჰაკანა კარგი შენაძენი იქნება
უდიდესი სურვილი მაქ რომ ზამთარშივე გადმოვიდეს სავარაუდოდ რომა გააგდებს ლევერკუზენსდა ლიგაზეც შეეძლება დახმარება უდიდესი ტალანტია
კარგი ფეხბურთელია მაგრამ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს ჩვენც, ბევრი გავუშვთ და დაბრუნდებიან არამგონია საჭირო იყოს, კუარდადოზე უნდა იფიქრონ რომ იყიდონ და კომანიც არ უნდა დავკარგოთ