ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტრავმირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

გენუასთან მატჩი გამარჯვების გარდა ნეგატიური ეპიზოდებითაც იყო სავსე. კერძოდ მატჩის მიმდინარეობისას მუცლის არეში ტკივილის გამო მინდორი ალვარო მორატამ დატოვა. ჯერჯერობით სრული სამედიცინო შემოწმება ესპანელს არ გაუვლია, მაგრამ აპენინელი ჟურნალისტების მტკიცებით ესპანელი ფორვარდი 2-3 კვირამდე გამოტოვებს. ტრავმით დატოვა მოედანი მარიო მანჯუკიჩმაც, რომელსაც ბარძაყის კუნთი დაეჭიმა. მისი მდგომარეობა ნაკლებად პრობლემატურია, მაგრამ ფროსინონესთან მატჩს იგიც გამოტოვებს. პოზიტიური ინფორმაციაა მარიო ლემინასთან დაკავშირებით, რომელსაც მცირეოდენი დაზიანება ჰქონდა და მისი ასპარეზობა მომდევნო ტურში არ დგას საფრთხის წინაშე.

წყარო: football-italia

5 thoughts on “ტრავმირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.