ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პერეირა: ” გუშინ დავამტკიცე რომ ძირითადი შემადგენლობის ღირსი ვარ “

“მანჩესტერ სიტისა” და “ჯენოასთან” მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ, “იუვენტუსის” გულშემატკივარს კიდევ ერთი წარმატებული სეზონის იმედი დაუბრუნდა. მიუხედავად იმისა, რომ ლიდერთან ჩამორჩენა ამ წუთისათვის 8 ქულას შეადგენს, “იუვენტუსის” არგენტინელ ნახევარმცველს რობერტო პერეირას საკუთარი გუნდის შესაძლებლობების ბოლომდე სჯერა: ვფიქრობ, “ინტერი” ძალიან კარგად ასრულებს სამუშაოს, მილანელები არიან კიდეც ამიტომ პირველ ადგილზე. “რომაც” კარგად წარმოაჩენს საკუთარ თავს. ასეა თუ ისე, ჩემპიონატი ჯერ მხოლოდ დაიწყო და მათი დაწევის დრო კიდევ არის. რაც შეეხება წინა თამაშს, შეხვედრის დაწყებამდე ისე განვეწყობი ხოლმე, თითქოს ძირითად შემადგენლობაში ვიყო, შემდეგ ყველაფერს მწვრთნელი წყვეტს, ეს ნორმალურია. “ჯენოასთან” თამაშმა მომიწია და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მწვრთნელმა მთხოვა გამეგრძელებინა ის საქმე, რასაც მორატა მოედნის დატოვებამდე აკეთებდა და აკეთებდა ძალიან კარგად. გუშინ დავამტკიცე, რომ ისეთივე შესაძლებლობები მაქვს, როგორც მათ, რომლებიც სასტარტო შემადგენლობაში არიან ხოლმე. ეს ახალი პროექტია და მისი რწმენა უნდა გვქონდეს, პროგრესისათვის მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. რა მითხრა ალეგრიმ თამაშამდე? ალეგრი რჩევებს ყოველთვის მაძლევს ხოლმე. ” -აცხადებს პერეირა.

წყარო: La Gazzetta

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
R24
R24
9 years ago

ამან როგორც დორტმუნდთან ითმაშა განმეორებითი, ის თამაში რომ აჩვენოს სტაბილურად ნაღდად გაიჩითება სასტავში. თუ გააგრძელებს პროგრესს ნამდვილად ძლიერ მოთამაშეს მივიღებთ ამ ბიჭისგან :forza: :forza:

jjj jjj
9 years ago

ახალგაზრდა ბიჭია და პერსპექტიული! შეუძლია უკეთაც განვითარდეს და მინდა იუვეში მიაღწიოს წარმატებას… :love:

lasha naxucrishvili
9 years ago

ამას მეტს ვერც მოთხოვ კიდე კარგად თამაშობს ძირითადში რო ვერ ხვდება ხშირად დიდი კონკურენციის გამო.საკმარისია ფეხბურთელმა 2 ან მეტი თამაში გამოტოვოს ფორმის პიკს კარგავს სრაზუ ყველა მწვრთნელი ამას ამბობს, გამონაკლისი შეიძლება იყოს დიდი დიდი 4 5 ფეხბურთელი ვინცკი არსებობს დედამიწაზე.ისე მეც ვთვლი რო ცოტა მეტ შანს იმსახურებს ეს ფეხბურთელი.

d a v i d
9 years ago

ისე რო გადავხედოთ ჩვენს სასტავს ნამეტარი ბევრი შემტევი გვყავს:

1) ძაძა 2) მანჟუკიჩი 3 დიბალა 4) მორატა 5) ჰერნანეში 6) პერეირა 7) კუადრადო და მოდი ამოარჩიე აქედან ეხლა ზირიტადის სასტავი :chuvak: ხელმძღვანელობამ მგონი საბითუმო ვაწრობა აწარმოა :lool:
ჩემი აზრით ამდენი შემტევის ყოლა არ იყო საჭირო და კიც გამოჩნდა რო ალეგრის უჭირს ჯერ ძირითადი ბირთვის შეკრა

lasha naxucrishvili
9 years ago
Reply to  d a v i d

არ ვიცი რამდენად დამეთანხმები მარა მგონი ამ გუნდისთვის 4 4 2 არის ზედგამოჭრილი :) 2 ცენტრფორვარდი წინ 2 შემტევი ნახევარმცველი ფერეირა კუადრადო და 2 ჩამშლელი ბევრად უფრო დაბალანსებულია შეტევაც და ნახევარდაცვაში ბურთის კონტროლი 50/50ზე ნაწილდება ასე რო ვთქვათ :) და იმ შემთხვევაში თუ მაინც გაგვიჭირდება გოლის გატანა 4 3 3ზე გადაწყობა მოხდება სრულიად უპრობლემოდ.ჩემი აზრით 3 5 2 საერთოდ უნდა დაივიწყონ.

d a v i d
9 years ago

ამბუცია კაი აქვს :chuvak: იმედია ესე გააგრძელებს…

gocha gabunia
9 years ago

იტკვის აბა რაა ეს ბოლომდე იხარდჯება. და ამაზე ცუდები არიან დზირიტადში. კლასიტაც და მონდომებიტაც. ეგ არარი ცუდი ფეხბურტელი. მაგრამ არც სასცაულია

Di Francesco # 1
9 years ago

Es sakutari tavis maqebrebi rit ver mevicilet iuvedan :lool:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

სტაბილურობა გაკლია და ცოტა კლასი ძან მოძრავი ხარ მეტი კლასი რო გქონდეს სასწაული იგროკი იქნებოდი აუ დი მარია რა მაგრად უბერავს პესეჟეში რა :chuvak:

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x