ტურინელთა სავარაუდო შემადგენლობა “ფროსინონეს” წინააღმდეგ
წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე მასიმილიანო ალეგრის განცხადებით ბუფონი მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს. გამომდინარე იქიდან, რომ კლუბს ყოველ მესამე დღეს უწევს მინდორზე გასვლა გამორიცხული არ არის ფროსინონესთან ერთბაშად რამდენიმე ცვლილება განხორციელდეს. არის მოსაზრება, რომ ალეგრი 4-3-3- ის შემდეგ 4-3-1-2 -ს დაუბრუნდება. კიელინის ნაცვლად ძირითადში ბონუჩი მოიაზრება, რომელიც ბარძალისთან შექმნის დაცვის ცენტრალურ დუეტს. შესაძლოა სეზონში მეორე სასტარტო მატჩი გამოუვიდეს ალექს სანდროს. იგი ბუნებრივია პატრის ევრას ჩაანაცვლებს დაცვის მარცხენა ფლანგზე. თავდასხმაში ტრავმირებული მორატას და მანჯუკიჩის გამო დიდი შანსია სიმონე ძაძა და პაულო დიბალა ვიხილოთ. ყველა ზონაში ასე თუ ისე გასაგებია სიტუაცია, მაგრამ ნახევარდაცვაში ჯერჯერობით კითხვის ნიშნებია. ჰერნანეში და პოგბა ყველაზე მოსალოდნელი შუახაზელები და აი დანარჩენებზე ჯერჯერობით ხმამაღლა ვერავინ ვერაფერს იტყვის. გთავაზობთ ერთ-ერთი ვერსიის სავარაუდო შემადგენლობას:
ნეტო, ლიხტშტაინერი, ბარძალი, ბონუჩი, ალექს სანდრო, ლემინა, პოგბა, ჰერნანეში, პერეირა, დიბალა, ძაძა.
მადლობა ცხრილისტვის
udinem 5 dan erti moigo da isic chventan turinshi. . .:-(
ცხრილი დადეტ ხომ სეიდზლება?
http://forzajuve.ge/?page_id=68
ვახ უდინეზე თამაშს რო შემოგიტრიალებს თან 0:3 ის მერე გუნდი აღარ გქვია შენ
გაუთანაბრეთ მაგ მერდეეებს 
მილანი
