ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მასიმილიანო ალეგრის წინასამატჩო პრესკონფერენცია

ჩემპიონატის პირველი გამარჯვება მოპოვებულია, თუმცა მასიმილიანო ალეგრის გუნდს წინ კიდევ არაერთი გამოწვევა ელოდება. წარმატებული სეზონის მშენებლობის საქმეში შემდეგი აგურის დადების საშუალება “იუვენტუსს” ხვალ მიეცემა, როცა მოქმედი ჩემპიონები “სერია ა”-ს დებიუტანტ “ფროსინონეს” დაუპირისპირდებიან. “ვინოვოზე” გამართულ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე “ბებერი ქალბატონის” დამრიგებელმა ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა…

ახლა სახლში გამარჯვებების მოპოვებაც უნდა დავიწყოთ და კიდევ უფრო წინ წავიწიოთ სატურნირო ცხრილში. ჩემპიონატი გრძელია და ნელ-ნელა უნდა გავიუმჯობესოთ ჩვენი პოზიციები. “სერია ა” განსხვავებული პირველობაა, მთავარია ტემპს ავყვეთ და შეუპოვრად მივუყვეთ აღებულ გეზს, რათა მარტში ყველა ფრონტზე ვიბრძოდეთ, სეზონის ბედი ბოლო შეხვედრებში წყდება.

“ხვალ კარში ბუფონის მაგივრად ნეტო იდგება, კასერესიც დაისვენებს, რადგან წინა წელს ცოტა ითამაშა, ამ სეზონში კი რთული სტარტი ჰქონდა გუნდშიც და ეროვნულ ნაკრებშიც. რაც შეეხება მორატას, სერიოზული არაფერია, ხვალ ან შაბათს მაინც, უკვე მწყობრში იქნება. ლემინა კარგი ძალაა მოედნის ცენტრში, “ჯენოასთან კარგად წარმოაჩინა საკუთარი თავი. რაც შეეხება ასამოას, ის მუშაობას აგრძელებს და მალე ჩემს განკარგულებაში იქნება.”

” “ჩემპიონთა ლიგა?” მანჩესტერში ერთი აგური დავდეთ, მაგრამ მშენებლობა უნდა გავაგრძელოთ. “ჩემპიონთა ლიგის”; ჯგუფური ეტაპის დაძლევა სეზონის პირველი ამოცანაა. ”

” ჩვენი სეზონი “სუპერ თასით” დაიწყო, რომლის მოპოვებაც მიღწევაა ჩვენთვის. “სერია ა”-ს დაწყების შემდეგ ახალი იდეებით შევუდექით საქმეს. ნაბიჯ-ნაბიჯ ვიზრდებით, “ჯენოასთან” სულაც არ ყოფილა მარტივი შეხვედრა, ფიზიკურად უაღრესად დატვირთული მატჩი ჩავატარეთ, როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე გასპერინის გუნდებთან. მაგალითად, წინა წელს დავმარცხდით კიდეც მათთან. კვირას კარის ჩარჩოში დარტყმის საშუალებაც არ მივეცით მეტოქეებს და დამსახურებულად მოვიპოვეთ სამი ქულა. მანძუკიჩი? თამაშის მსვლელობისას ტკივილი არ უგრძვნია, ტრავმა კუნთის გადაღლამ გამოიწვია.”

“რეცეპტი წინსვლის გაგრძელებისთვის? დავიბრუნოთ ტრავმირებული ფეხბურთელები და გავზარდოთ თამაშის ხარისხი, რომელიც, პარადოქსია, მაგრამ სახლის თამაშებში უფრო მაღალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ პირველივე დარტყმული გავუშვით. თამაშის კონტროლის თვალსაზრისით უნდა გავუმჯობესდეთ, რადგან ამის გარეშე ევროპაში დიდ გუნდებთან ვერ ითამაშებ. ასევე უნდა ვისწავლოთ კარგი ფეხბურთის თამაში დამოუკიდებლად იმისა, თუ ვინ გადის მოედანზე კონკრეტულ შეხვედრაში. ”

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი; football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
9 years ago

Leali mandamainc zazam unda imsxverplos? :chuvak: jobda manjoka yofiloyo am ert tamashshi

gocha gabunia
9 years ago

მტავარია ბურტზე კონტროლი ისცავლონ.სანდრო მინდა სასტავში და დიბალა. აბა ზაზა ვნახოტ რას იზავ.

Di Francesco # 1
9 years ago

Arada cems quchaze stolbebi ukve wlebia dauglelad dganan

jek17
9 years ago

ეხლა ვნახავთ საქმეში ძაძას,ასეთ სუსტ გუნდთან რო მოუწია კარგია,იმედია ათამაშდება

soni 10
9 years ago

Bonuchi rugani duetis naxva saintereso iqneba daayenebs albat. Dibals dublia xvas.saintereso iqbeba dzadzas tamashic.xo kide padoini dabrundeba kide. (3-0, an 2-1) sheidzleba gautanon kedec shesadzlebelia 1 burti. Aset sust gundebtan matris kai iyo mara saintereso iqneba axali pegburtelebis naxva. Taqtikazec imushavebs gundi upro gaxsnilad itamasheben

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x