რაიოლა:”ფერგიუსონმა პოგბასთან დაკავშირებით დიდი შეცდომა დაუშვა”
ფერგიუსონის განცხადებას რაიოლასთან დაკავშირებით უმალვე გამოეხმაურა პოპულარული საფეხბურთო აგენტი:“მას არ მოვწონვარ? ეს დიდი კომპლიმენტია, რადგან გამოდის საქმეს შესანიშნავად ვუძღვები. პირველ რიგში ვფიქრობ საკუთარ კლიენტზე და არა მწვრთნელზე, კლუბზე და მის პერსონალზე. მთავარი ჩემთვის არის მოთამაშემ იგრძნოს თავი კომფორტულად. სერ ალექსი როგორც ჩანს არ იცნობდა და არ სწამდა პოგბასი რასაც ვერ ვიტყვი იუვეს მესვეურებზე. დიახ, შოტლანდიელი დიდებული თავკაცია, მაგრამ დიდი პროფესიონალებიც ცდებიან”.
წყარო: football-italia
რაიოლამ საკადრისი პასუხი გასცა და ალბათ მართალიცაა