ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვეს” კონკურენტები ჩემპიონთა ლიგაზე

იტალიის ჩემპიონატში ორი ქულის დაკარგვის შემდეგ ტურინის “იუვენტუსს” ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, ჯერ სტუმრად ნეაპოლში, შემდეგ კი საკუთარ მოედანზე, “სევილიასთან”, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში.15 სექტემბრის შემდეგ ბიანკონერების ევროპულმა კონკურენტებმა ორ-ორი დაპირისპირება გამართეს, გთავაზობთ ამ შეხვედრების მოკლე მიმოხილვას.მანჩესტერ “სიტით” დავიწყოთ, რომელმაც შიდა ჩემპიონატში პირველი შეხვედრა წააგო, თანაც საკუთარ მოედანზე, ქალაქელები “ვესტ ჰემთან” პირველ ტაიმში 0-2 მარცხდებოდნენ, თამაშის გადარჩენა კი ვერ მოახერხეს.ჩაქუჩებთან მარცხის შემდეგ თასზე პელეგრინის გუნდი “სანდერლენდს” გადაეყარა და 1-4 გაანადგურა, აგუერომ, დე ბრუინმა და სტერლინგმა თითოჯერ გაიტანეს, ერთიც მასპინძლებმა საკუთარ კარში შეაგდეს.შემდეგ მატჩს “სიტი” შაბათს, ლონდონურ “ტოტენჰემთან” გამართავს გასვლაზე.

შავ დღეშია “სევილია”, რომელსაც აგერ უკვე ხუთი ტურია, გამარჯვება არ მოუპოვებია.თბილისური სუპერ მატჩის შემდეგ ანდალუსიელები საშინელ ფორმაში არიან და რომ არა ლიგაზე “გლადბახის” დამარცხება, უნაი ემერის ახალი სამსახურის ძებნა მოუწევდა.ფერნანდო ლიორენტეს გუნდი პრიმერა დივიზიონში უკანასკნელ, მეოცე პოზიციაზე იმყოფება და ხუთი მატჩის შემდეგ 2 ქულა აქვთ, უკანასკნელი შეხვედრა სევილიელებმა წუხელ, ლას პალმასთან წააგეს 0-2.ტურინში სტუმრობამდე ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები, “რაიო ვალეკანოს” უმასპინძლებენ და ხასიათის გამოსწორებას ეცდებიან.

დიდად არც მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” ულხინს, თუმცა გუშინდელმა გამარჯვებამ ანდრე შუბერტს მომავლის იმედი ჩაუსახა.ბუნდესლიგაში გამართული ექვსი ტურის შემდეგ გლადბახელები მე-16 პოზიციას იკავებენ და მხოლოდ წუხელ მოპოვებული სამი ქულა აქვთ, გუშინ მათ “აუგსბურგი” დაამარცხეს, 4-2.იქამდე კი ჯერ “ჰამბურგთან” განადგურდნენ, შემდეგ “კიოლნთან” დამარცხდნენ ბრძოლაში.აქვე გეტყვით, რომ “იუვესთან” პირველი დაპირისპირება გერმანულ კლუბს 21 ოქტომბერს ელის ტურინში, საპასუხო მატჩი კი ზუსტად ორი კვირის თავზე, ბორუსია-პარკზე გაიმართება.

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Dutch
ადმინისტრატორი
8 years ago

gia888

ვეცდებით :up:

gia888
8 years ago

ადმინ, თუ შეიძლება სრული მატჩი დადეთ გუშინდელი, მადლობა წინასწარ :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

besiki777
8 years ago

ამ დიბალას რაღას ერეჩის ვეღარ გავიგე რა ათამაშე ძირითადში ვის უნახავ ბლიად. ვფიქრობ მოტივაციის ნაკლებობაცაა მოთამაშეებში. რით ავხსნა ის ფაქტი რომ ჩადის გუნდი მანჩესტერში და უგებს კარგ ფორმაში მყოფ სიტის და ვერ უგებს ფროსინონეს კიევოს და და კაროჩე რააა გახდა ინტერი ჩემპიონი და ეგაა.

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x