მაროტა მორატასთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს
თავდასხმაში არსებული საკადრო პრობლემების გამო ალვარო მორატას ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველასათვის საინტერესოა. ვინოვოზე არსებული ცნობების მიხედვით ნათელი ხდება, რომ ესპანელი ფორვარდი ორ უახლოეს სამწვრთნელო სესიაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი შეძლებს თუ არა იგი მოედანზე გასვლას. ტკივილები შემსუბუქდა და თუ უახლოეს ხანებში ისევ არ იჩინა თავი მაშინ ალეგრის ნეაპოლიტანელების წინააღმდეგ მისი იმედი უნდა ჰქონდეს. პარალელურ რეჟიმში არ წყდება საუბარი ალვაროს მადრიდში დაბრუნების თაობაზე, რის საპასუხოდაც ჯუზეპე მაროტა ახალ გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს ახალგაზრდა თავდამსხმელს. რეალს აქვს უფლება, თუმცა თუ მოთამაშემ უარი თქვა მაშინ იგი კარიერას იუვეში განაგრძობს. ბიანკონერის ახალი კონტრაქტი გათვალისწინებული იქნება 2020 წლამდე და წლიური 3.5 მილიონი ევროს ანაზღაურებით, რაც ამჟამინდელზე გაცილებით უკეთესია.
წყარო: tuttosport
არა ეს იუვეს არ დატოვებს
კანტერანო დარჩი
imedia darchebi 7-8 weli mainc,
