ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მოჯი:”იუვე აგონიაშია”

ბიანკონერი 5 საწყის ტურში აგრობენ 5 ქულას და იმყოფებიან მე-13 პოზიციაზე. ლუჩიანო მოჯი ამ ფაქტს კრიტიკულ შეფასებას აძლევს:“ფროსინონესთან დაპირისპირებაში ის გუნდი ვიხილეთ, რომელიც ჩემპიონატის სტარტიდან მოყოლებულ სრულ აგონიაში იმყოფება. მოედნის ცენტრი არის ადგილი, სადაც ფეხბურთელები გაურკვეველ მოქმედებებს ასრულებენ. ფაქტია, რომ ტრავმების თემას გუნდი სრულიად მოუმზადებელი შეხვდა. დიახ, ტევესის ქარიზმა თავდასხმაში გაქრა, პირლოს მოედნის ხედვა გადაუჭრელი ამოცანაა, ხოლო ცენტრში არავინ ომობს ისე როგორც ვიდალი.. ასეთ დროს საკუთარი სიტყვა მარკიზიოს უნდა ეთქვა, რომელიც დიდი ძალაა და ცუდ დროს დაშავდა. ჯერჯერობით მოწოდების სიმაღლეზე დაცვის ხაზი გამოიყურება. გარკვეული პრეტენზიები მაქვს მეკარესთან, რომელმაც ხაზზე თამაშის დროს შეცდომა დაუშვა. მატჩის უკანასკნელ ეპიზოდში გაცილებით აგრესიული თამაში საჭიროა”.

წყარო: tuttojuve

15 thoughts on “მოჯი:”იუვე აგონიაშია”

  1. წელს ისე გამოდის რომ სერია ა-ს ჩემპიონობა ძალიან გაგვიჭირდება, სამეულში კი შევალთ ულაპარაკოდ. ლიგაზე უფრო მაქვს იმედი. ამდენმა და გაუთავებელმა ტრამვებმა გაგვაწამეს მართლა, თუმცა იმ ხალხის გარეშე ჯგუფიდან გასვლას მოვახერხებთ. აი ჯგუფური ეტაპის მერე სულ სხვა სიტუაცია იქნება, დაბრუნებული და უკვ მოხოდილი ხედირა-მარკიზიო, პლიუს ამას ზამთარში აუცილებლად დავიმატებთ ვინმე ისეთს ვინც გაგვაძლიერებს და ცოტა იღბალიც თუ გვექნება წელსაც შეიძლება ფინალში გასვლა. აი სერია ა-ს კი ალბათ ვეღარ ვუშველით და ამ დღეში ჩავარდნის მიზეზი უიღბლობაა(ორი ისეთი კაცი გვაკლია ცენტრში, რომლებიც უეჭველი ძირითადში იქნებოდნენ და პლიუს ამას ყოველი თამაშის შემდეგ ერთი-ორ კაცს ვკარგავთ სტაბილურად) და როგორ გინდა ახლა ასეთ მდგომარეობაში პრობლემები არ შეგექმნას. მაინც ყველაფერი წინ გვაქვს, გამოსწორდება სიტუაცია იმედია და უფრო ძლიერ იუვეს ვნახავთ მალე ვიდრე შარშან იყო :forza: :forza:

    1. ფროსინონესტან ვინც არ უნდა გაკლდეს, მაინც უნდა მოიგო ტურინში… მაგრამ ტრავმა კიარაა მაგის მიზეზი მხოლოდ, ხალხი დაასვენა ხალხი და ხალხი დაასვენა სექტემბერში, სეზონის პირველ თვეს, მაშინ როცა გუნდი და ბიჭები ფორმაშია შესასვლელი, ეს ასვენებს პირიქით… კაი მესმის ნახევარდაცვას ეძებს, მარა ნეტო რა ჯანდაბად უნდოდა, ან ბუფონს რა დასვენება სჭირდება?
      ანუ რომც ყოფილიყო მარკიზიო ხედირა ფორმაში მაინც დაასვენებდა ალეგრი ფროსინონესთან და შესაბამისად შედეგი იგივე იქნებოდა…
      ყველა სახლში წაგებული და თუ ვერ მოგებული თამაში ალეგრის სინდისზეა…
      სერია ა-ს ბედი წყდება არა გრანდების ურთიერთშეხვედრაში, არამედ აუტსაიდერებთან ქულების არ დაკარგვაში…

  2. მოჯი შე დზველო. მაგარი კაციხარ. სხვარომ კოფილიკო ამატ ნაგავს გაატანდა. მაგრამ შენ ზომიერად საკვედურობ. კაციხარ კაცური კველაფერი გესმის და გეხერხება.

  3. ისე მეც 100% ით მეკარეს ვაბრალებ გოლს, ჯიჯი უბრალოდ გამოვიდოდა და ხელებში დაიჭერდა. ტიპს თავისი საჯარიმოდან დაურტყეს და კარის ხაზზე იდგა :|

  4. რასაა მოჯი რომ ამბობ, კველაფერი მაგრადაა. ეს დროებიტია. გუნდი გუნდს ვარ გავს ეს დროებიტია. ალეგრი ლიგის მოგებაზე და კოსმონავტობაზე ოცნებობს. და ხასიატი არ გაუფუცჰო

  5. ტოპ მწვრთნელი,ტოპ ტრანსფერები,და ტოპ ხელფასებია საჭირო,და ეს არ ესმით ხელმძღვანელობას.როცა ტოპ კლუბი ხარ ჟმოტობა და წუწუნი უადგილოა,არაფერი არ უნდა დაინანო პირველობაზე როცა გაქვს პრეტენზია.ყველა ტოპ კლუბი შვილივით უფრთხილდება თავიანთ მოთამაშეებს და ყველანაირ პირობას უქმნიან რო არსად წავიდნენ,ესენი კიდე პირიქით,ყველაფერს აკეთებენ რო ფეხბურთელები გაიქცნენ იუვედან.გასაგებია რო ყველა ჯიჯი და ალექსა ვერ იქნება და გუნდს ვერ გადაყვება სერია ბეში მაგრამ როცა ტოპ კლუბი გქვია და პრეტენზია გაქვს რომ ტოპი ხარ შესაბამისად ტოპ სვლები უნდა განახორციელო.არ ვამბობ რომ ტრანსფერები ცუდია მაგრამ არც გადასარევი,ორადორი ფეხბურთელი გამიხარდა მხოლოდ დიბალა და სანდრო,და დანარჩენში რაც ფული დაიხარჯა იმ ფულით 2 ტოპ ტრანსფერს გაჩარხავდნენ ესენი,ვინც წავიდა განსაკუთრებით პირლო ტევესი და ვიდალი მათი შემცვლელებია საჭირო და მინიმუმ ისეთი ტრანსფერებია დასადები რომ მათი წასვლა გუნდს არ დაეტყოს.იმედია ზამთარში მაგ კუთხით რაღაცას იზავენ.ნუ სკუდეტო წელს ძალიან საეჭვოა სამწუხაროდ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.