ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

ტრადიციულ წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე მასიმილიანო ალეგრის განცხადებით მის გუნდს მართლაც აქვს კრიზისი, თუმცა არა უშუალოდ თამაშის ხარისხის, არამედ შედეგის.. მას შემდეგ რაც იუვემ 5 მატჩში 5 ქულა დააგროვა, ხვალინდელ დაპირისპირებას ნეაპოლიტანელთა წინააღმდეგ დიდი მნიშვნელობა მიენიჭა..

“დიახ, არის რაღაც რაც ისე არ მუშაობს, როგორც საჭიროა. თუმცა, არ ღირს ფსიქოლოგიური ზეწოლა და აგრესია საფინალო სასტვენის შემდეგ. იუვე კრიზისშია, რომელიც გამოიხატება შედეგის არ ჰქონით და არა თამაშის ხარისხით. ჯერ კიდევ გვაქვს დრო სატურნირო ცხრილში მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ სიტუაცია. ჩემპიონთა ლიგაზე სევილიას წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩი სატურნირო მდგომარეობით არის გადამწყვეტი, რასაც ვერ ვიტყოდი ნეაპოლიტანელებთან ხვალიდენ დაპირისპირებაზე. მიუხედავად ამისა ეს საკმაოდ საპასუხისმგებლო კვირაა. სიმართლე ითქვას, ოთხ-ხუთ ქულაზე მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი ისევ ჩვენს ხელთაა. მახსოვს როგორ სკეპტიკურად შეხვდნენ ჩემს ტურინში დანიშვნას, თუმცა მნიშვნელოვანი არის მოედანზე ნაჩვენები თამაში და მიღწეული შედეგი.

რთულ ეპიზოდებში მნიშვნელოვანია მოქმედება და არა სიტყვები. ამიტომ უმჯობესია საქმეს მივხედოთ და ამ რთული სიტუაციიდან თავი დავიძვრინოთ. კრიტიკა? ეს ჩემი პროფესიის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ყველაზე უკეთ ვიცი თუ რა შეუძლია და როგორ ძალას ფლობს ჩემი გუნდი. იანვარში გეტყვით თუ რომელ პოზიციაზე დაასრულებს იუვე ჩემპიონატს. მერწმუნეთ ზამთრის არდადეგებისთვის ჩვენი პოზიცია რადიკალურად განსხვავებული იქნება.

კასერესი ოთხშაბათიდან შემოგვიერთდება, ხოლო ხედირა შაბათიდან. მარკიზიოს დაბრუნება სანაკრებო პაუზის შემდეგ მოხდება. მორატა ისევე როგორც ხედირა შაბათიდან იქნება მწყობრში. ნეაპოლიტანელთა წინააღმდეგ მარჯვენა ფლანგზე შესაძლოა პადოინი ვიხილოთ, რომელიც ყოველთვის კარგად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს. რაც შეეხება ფროსინონესთან მატჩს დიბალა-ძაძას დუეტმა თავი პროდუქტიულად წარმოაჩინა. ბუნებრივია დაფიქსირებულმა შედეგმა ყოველ ჩვენთაგანში დიდი იმედგაცრუება გამოიწვია.

სანაკრებო პაუზის შემდეგ ჩემს განკარგულებაში პრაქტიკულად მთელი გუნდი იქნება, რაც მოედანზე მეტ გამოცდილებას შეგვმატებს. თუმცა, ამით გუნდის ფასეულობას არაფერი ემუქრება. რა უნდა ითქვას ჩვენს მომავალ მეტოქეზე.. ნაპოლის შემტევი გუნდი ჰყავს და სარის ხელი მალევე დაეტყოთ. მწვრთნელმა დიდი სამუშაო გასწია და ნეაპოლიტანელები დიდი მიზნებისთვის იბრძოლებენ. ჩვენის მხრივ უკეთ მოგვიწევს დაცვაში ასპარეზობა. მეტი კონცენტრაცია არის საჭირო, რადგან ამ ასპექტის გამო ჩემპიონატში ქარს საკმაო ქულები გავატანეთ. შარშანდელი სეზონი? არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ წლევანდელი გუნდი რადიკალურად განსხვავებულია”.

წყარო: Football Italia

41 thoughts on “ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

  1. ერთი ვერ გავიგე,რატომ გგონიათ ხელმძღვანელობას აწყობდეს უარესი გუნდი ყავდეს? კარგ გუნდს მოაქვს შედეგი,შედეგს მოაქვს ფინანსები.

    1. ჟმოტები რო არ იყვვნენ 2 უხარისხო ფეხბურთელის მაგივრად 1 და ნორმალური უნდა მოყავდეთ.ხო რავი აბა რატო აწყობთ უარესი გუნდი ყავდეთ ? მეც მაინტერესებს.ჟმოტები რო არ იყვნენ მაინც იგივე აზრზე ვიქნები არ მოიყვანენ მწვრთნელს რომელიც სანამ გუნდში მოვა უკვე ფეხბურთელს რო ითხოვენ მოურინიო ანეჩელოტები და ასე შემდეგ, მათ მოთხოვნებს ვერ ან არ შეასრულებენ და მაგიტო.

  2. იანვარში გეტყვით თუ რომელ პოზიციაზე დაასრულებს იუვე ჩემპიონატს.
    :lool: :lool: ნათელმხილველი თუ ხარ ერთი ეგეც გვითხარი ორიანში წამოვა ნაპოლი იუვე ? :lool: :lool: :lool:

  3. ალეგრის შეცვლა თუ დაჭირდათ დარწმუნებული ვარ პრანდელის მოიყვანენ.ამათაც აწყობთ არ მოთხოვს ეს სასწაულ ტრანსფებს ალეგრიც მაგიტო მოვიდა იუვეში აბა რა გგონიათ.უნდა შევეგუოთ ასეთი პოლიტიკა აქვთ ამათ.

  4. გროსო არ არი ჯერ მზად საერთოდ გროსო იქნება ფერარა დვა უარესი შედეგით გროსო კიდე კაკ მინიმუმ 5 წელი არ მოვა იუვეში თუ საერთოდ მოვიდა მონტელა არ მინდა მონტელას ფილოსოფია არ უხდება იუვეს დი ფრანჩესკო კიდე არცერთ სერიოზულ გუნდში არ უმუშავია ერთია სასუოლოს წვრთნიდე და ზეწოლა არ გქონდეს მეორეა იუვეს წვრთნიდე ბევრი მწვრთნელის მაგალითის ჩამოთვლა შეილება ალეგრი თუ გაუშვეს ექსპერიმენტების დრო არ არი ისეთ ფაქიზ ადგილზე როგორიც მენეჯერია დარწმუნებული ვარ ვინმე წონიანს შესთავაზებენ ადგილს
    პრანდელი
    კარლო
    კაპელო
    სპალეტი
    ამათ შესთავაზებენ :chuvak:

  5. მაინტერესებს, ამ სტარტის მერე, მაროტა კულუარულად მაინც ეძებს თუ არა ალეგრის შემცვლელს?
    თქვენი აზრით?

    1. ისეთი დიდი გუნდები როგორიც იუვენტუსი ბაიერნი რეალი ბარსელონა და დანარჩენები არიან ყოველთვის ყავთ ვარიანტი რო თუ სიტყვაზე ეს წავა ვინ მოვა რო დრო არ დაკარგონ დაბალი ეშალონის გუნდებში ხდება როცა ასისტენტი რჩება ხშირად ეს მაღალი რანგის კლუბშიც მომხდარა მარა ძან იშვიათად დარწმუნებული ვარ თუ ალეგრი წავა მაქსიმუმ 1 კვირაში მოვა ახალი მენეჯერი

  6. ერთადერთი ვარიანტი არის კარლიტო, რომელსაც სახელიც აქვს და გამოცდილებაც და ყველაფერი და რაც მთავარია მოთხოვნებს დააყენებს სერიოზულს… ამიტომ არ მოიყვანენ პაპა კარლოს და სხვა თავმოყვარე საქვეყნოდ ცნობილი მწვრთნელი არ მოვა, იმ სატრანსფერი პოლიტიკიტ, რასაც იუვე ეწევა… შესაბამისად კარლო თავს აქ არ გაიბანძებს და არ მოვა უგარანტიებოდ, გარანტიები კი ტოპ ფეხბურთელების შეძენა იქნება და არა მხოლოდ მაღალი ხელფასი…
    ალეგრი კი მილანშიც და აქაც მუშაობს წყანარად, ვისაც გაუყიდიან ეგუება, არ მოიყვანენ არავის მაინც ეგუება და არის ასე მშვიდად… დაუნგრევენ გუინდს და მანამ აგრძელებს მუშაობას, ვიდრე მასაც არ გაყიდიან :lool: მაროტას ნაირი მენეჯერისთვის ზედგამოჭრილია ალეგრისნაირი ბუნჩულა მწვრთნელი, მაგრამ ალეგრი მაროტამ მილანის შემდგომი წუმპედან ამოიყვანა და ვალშია მასთან

  7. რანიერი მინდა რა აი ძან მინდა ეგ დაალაგებდა გუნდს + რეალურ ტალანტებსაც მოიყვანდა თუ ბევრ ფულს არ დახარჯავდა კლუბი კაი ტიპია რანიერი არ მინდა პრანდელი რატომღაც მგონია რო პრანდელი ვერ იქნება წარმატებული იუვეში

  8. პაპა კარლოს ნომერი იცით ვინმემ ან რანიერი მოიყვანონ მგონია ეხლა რანიერი მაგრად დაალაგებდა გუნდს თან მაგან ფეხბურთელების არჩევა იცის ჩელსშიც მაგან მიიყვანა ფრენკი და ჯო და ბევრს თუ არ ხარჯავენ ტალანტებს მაინც იყიდის :loool:

  9. ჰერნანეს ვის უნახავ ? ერთადერთი ფეხბურთელი რომელსაც ჯარიმების შესრულება შეუძლია ყველაზე კარგად კარშიც საკაიფოდ ურტყავს და ეს უნდა იყოს სკამზე :no ოღონ პირლოს ადგილას ნუ დააყენებ თორე ხალხს მართლა მაგ პოზიციის ფეხბურთელი გონია :D ნეტა ალექს სანდროც დააყენოს სასტავში რა და ევრა კიდე ლიგაზე.აბა შენ იცი დიბალა შეინახე სერვანდში კვირაში ერთხელ გაწმინდე ხოლმე მტვერი არ დაედოს.

  10. ეს უკვე გვეღადავება… იანვარში გვეტყვის ვინ გახდება ჩემპიონი? :-) პროგნოზისთვის კიარ ხარ დანიშნული :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.