ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ელკანი:”მეტი ყურადღებაა საჭირო”

ჯონ ელკანი კლუბის ბოლოდროინდელ შედეგებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელებს ისეთივე შემართებით მართებთ ასპარეზობა, როგორც მანჩესტერში იყო:“ინგლისში ყოფნისას მათ დაამტკიცეს თუ რაოდენ ძლიერები არიან. თუმცა, გუნდმა უნდა განაგრძოს იმავე კურსით სიარული და ფროსინონესთან მატჩში აუცილებელი იყო სწორედ ასეთი მიდგომით ასპარეზობა. მეტოქე გაორმაგებული ენერგიით გამოდის ჩვენს წინააღმდეგ და ამისთვის შესაბამისი ნაბიჯებია საჭირო”. ელკანის მკაფიო შეტყობინება გუნდისადმი საჭირო დროს გაკეთდა, რადგან იუვემ 7 შეხვედრიდან მხოლოდ 3-ში იმარჯვა.

წყარო: Football italia

67 thoughts on “ელკანი:”მეტი ყურადღებაა საჭირო”

  1. pintu-ricchio : წელს ლიგას ვიგებთ,იტალიაში მეორეზე გავალთ,ბოლო-ბოლო ეღირსოს სხვასაც ეს სკუდეტო :D პ.ს. იმედია სასუოლო მოიგებს თუ იუვე ვერა :D :D

  2. მშვენიერი სტატიები დამიწერია, გადავხედე კიდევ ეხლა, გავიხსენე ანიელების დინასტია… :lool:

    ეს სტატიები იმ პერიოდისაა, კალჩიოპოლის მერე რომ ვბრუნდებოდით და ვიბრძოდით და თან საიტი იქოქებოდა და იუვეს გულშემატკივარი რამდენიმე კაცი რომ ვიყავით ალბათ თბილისის მასშტაბით დარჩენილები :lool:

        1. მე ვიქნები შენი მოტივატორი,მიუხედავად იმისა,რომ კონტესთან მწყრალად ვარ ეს ბოლო პერიოდია :lool: :lool: ,აქ ერთი ბავშვი წერდა ხოლმე კიდევ სტატიებს,უფრო სწორად იტალიურიდან თარგმნიდა,13 წლის პიერო(ახლა ალბათ 14-საა ან 15-ის),მაგრამ საერთოდ აღარ ჩანს,შეიძლება გააქციეს,სულ შეცდომებს უსწორებდნენ,უმნიშვნელოს :D :D :D

          1. ისე მიდის საქმე ამ ბოლოს, ალბათ დაჭირდება გულშემატკივარს სტატიები და გამხნევება… იმედია საჭირო არ იქნება :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.