ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მასიმილიანო ალეგრი:”რთული პერიოდია, რომელიც ერთად უნდა გადავიტანოთ”

ჩემპიონატის ეს მონაკვეთი შარშანდელისას, რომ შევადაროთ ადვილად ვნახავთ რომ ტურინელებს 13 ქულაზე და 7 გოლზე ნაკლები და 5 გაშვებულ ბურთზე მეტი აქვთ დაგროვებული. საერთო ჯამში გასულ წელს ბიანკონერიმ სამი მარცხი იწვნია მთელი გათამაშების მანძილზე, ხოლო წელს უკვე საწყის ექვს მატჩშია სამი მარცხი..

“თუ არ ვცდები ნეაპოლიტანელები კონტრიერიშებზე მშვენივრად ასპარეზობენ. სამწუხაროა, მაგრამ ბურთს საკმაო სიხშირით ვკარგავდით და ერთ-ერთი ბურთი სრულიად გაუაზრებელი მანევრირების შედეგად მივიღეთ. ჩემმა შეგირდებმა მაქსიმუმი გააკეთეს. შექმნეს რამდენიმე ეპიზოდი, თუმცა იღბალი არ იყო ჩვენს მხარეს. დღეისათვის, მძიმე პერიოდი გვიდგას, ამას არავინ უარყოს, მაგრამ ჩემპიონატი გრძელი და დამღლელი მარათონია. მითუმეტეს მალე სანაკრებო პაუზა დაიწყება და ჩემს განკარგულებაში მაქსიმალურად ბევრი ფეხბურთელი მოიყრის თავს. საკმაოდ ბევრს ვშორმობთ რადგან ისინი საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებში იყვნენ.

სან პაოლოზე ჰერნანეში რეჯისტას პოზიციაზე წარსდგა, როდესაც აქამდე უშუალოდ პლეიმეიკერის პოზიციაზე ასპარეზობდა:

“ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ლემინას მარჯვენა ნახევარმცველის ამპლუაში მაღალი ტემპის შენარჩუნება შეუძლია, ხოლო ჰერნანეში გუნდს მეტ ეფექტურობას შეძენდა. მან ბევრი კარგი რამ გააკეთა, თუმცა მისი ქმედებიდან ნაკლებად ეფექტური მანევრირებაც იყო. ჯერჯერობით ჩემს ხელთ არსებული რესურსი ამ ფეხბურთელებით შემოიფარგლება და გადაწყვეტილებაც შესაბამისი არჩევანიდან გამომდინარე მივიღე.

ნეაპოლიტანელები აგესიულად მოქმედებდნენ და მეტოქის ნახევარზე ბურთი 14-ჯერ მოიპოვეს, ხოლო იუვემ მხოლოდ 2-ჯერ:

“ვფიქრობ, დღეს ყველაფერი ნორმალურად იყო ინტენსიურობის კუთხითაც. პერეირას, დიბალას და ძაძას მახასიათებლებიდან გამომდინარე აქცენტი მათ ტემპზე და არა ფიზიკურ კონდიციებზე გაკთდა. ევროპაში ყველაფერი მეტად განსხვავებულია ვიდრე კალჩოში. მესმის, რომ არსებობს რაღაც სტატისტიკა, მაგრამ ჩემს გუნდს ცუდად არ უთამაშია. ნაპოლის მაღალი ხარისხი აქვს და ბუნებრივია, როცა დავუშვით შეცდომებით მათ ეს ნაყოფიერად გამოიყენეს”.

მას შემდეგ რაც ექვს მატჩში 5 ქულა გაქვს, სკუდეტო ალბათ ოცნებად დარჩება?

“თავისუფლად შემიძლია იმის წარმოდგენა, რომ უახლოეს პერიოდში გუნდი სატურნირო ცხრილის სათავეს დაუბრუნდება. არ ვიცი ზუსტად მოვიგებთ თუ არა სკუდეტოს, მაგრამ ცდა არ უნდა დავაკლოთ. უნდა ვაღიაროთ, რომ გამარჯვებული მხოლოდ ერთია. სამწუხაროდ, არის ისეთი პერიოდიც როდესაც ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის. უნდა შეცვალო კუთხე, მაგრამ არ უნდა ჩამოშალო ის რაც უკვე მიღწეულია”.

“იუვენტუსის” ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე გუნდის ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი პატრის ევრა საუბრობს. ფრანგი ფეხბურთელის თქმით, გუნდი გასახდელში სიმშვიდეს ინარჩუნებს და ახლა მხოლოდ “სევილიასთან” შეხვედრაზე ფიქრობს…

” მე ის ფეხბურთელია არ ვარ, რომელსაც თავის გამართლება უყვარს. ეს ახაალგაზრდა გუნდია, მაგრამ ჩვენ უნდა შევქმნათ ის გარემო, რომელშიც ისინი კარგ ფეხბურთს ითამაშებენ. მეოცნებე არ ვარ, მაგრამ ამ მარცხის შემდეგ, გუნდში პანიკა სულაც არაა. ეს მარცხი ნაკლებ ტკივილს გვაყენებს, ვიდრე “ფროსინონესთან” ფრე. კრიტიკა უნდა მივიღოთ და მუშაობა გავაგრძელოთ, რათა ოთხშაბათს სხვა ტურნირზე გავიმარჯვოთ. ”

” არ მომწონს, როცა ხალხი ამბობს, თითქოს “ჩემპიონთა ლიგაზე” უფრო ძლიერები ვიყოთ. ბევრი უბრალოდ ვერ აფასებს “სერია ა” -ს დონეს, დღესდღეობით ყველა ძალიან ორგანიზებულია და “იუვენტუსთან” გამარჯვებისთვის იბრძვის. მათ, ვისაც ასეთი ზეწოლის გაძლება არ შეუძლიათ, ვერც ითამაშებენ “იუვენტუსში”. მივაპყროთ ჩვენი ყურადღება ოთხშაბათის შეხვედრას: “იუვენტუსმა” გოლები უნდა დაიბრუნოს. ეს გამარჯვება პირველი იქნება სახლში, სასაცილოა, მაგრამ ასეა. ”

” მე აწმყოში ვცხოვრობ და არა წარსულში და არც მომავალზე ვსაუბრობ, რადგან ამ წუთისთვის ყველა ღელავს 5 ქულის გამო. ყოველთვის პოზიტიური ვრჩები, გასახდელში არც გუნდია დაძაბული: ჩვენ, უფროსებმა ჩვენი სამუშაო უნდა შევასრულოთ და ახალგაზრდებს დავეხმაროთ. მართალია, ბევრი ფეხბურთელი შეიცვალა, მაგრამ ეს გამართლება არაა. ახლა დავმარცხდით, და დამწუხრებული ვართ. მაგრამ როცა გავიმარჯვებთ, ყველაფერი შეიცვლება. ” -ვინც იცნობს ევრას, მან იცის, რომ ამისთვის სულ რამდენიმე დღეში ის ყველაფერს გააკეთებს: ოთხშაბათი, 30 სექტემბერი, “იუვენტუსი” – “სევილია”.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

28 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lexo doreuli
8 years ago

ვინ არ ლანძღავს ძაძას? თამაშს არ უყურეთ, თუ თვალებს იბრმავებთ? საერთოდ რაზეა საუბარი, ბურთის მიღება არ იცის! მეორე ტაიმში საერთოდ გაქრა და პირველი ტაიმის ბოლოს გვაჩვენა, რომ მაგისგან ვიერი კი არა, სალამურიც არ გამოითლება. არაფერი ღირებული არ გაუკეთებია მთელი თამაში, იმას თუ არ მივიღებთ მხედველობაში, რომ 4 ჯერ ბურთი ვერ გააჩერა.

gela kulikovi
8 years ago

არ ვიცი სხვისი აზრი მაგრამ ერტი რამ რაც ახლა გუნდს დზალიან მოუხდება ჰვენი ვიცე დელპიეროს მალე დაბრუნება პოგბა გუნდში არ უნდა იყოს ლიდერი

| Newsphere by AF themes.
28
0
Would love your thoughts, please comment.x