ბუფონი:”მორატას აქვს პოტენციალი მსოფლიოში საუკეთესო გახდეს”
ჯანლუიჯი ბუფონის მოსაზრებით ალვარო მორატას ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი გახდეს:“ჩემი აზრით ესპანელს ყველა ის თვისება გააჩნია რითაც 3-4 მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელს შორის უახლოეს პერიოდშივე შევა. ფიზიკურად ძლიერია, შეუძლია გუნდის გამო ყველაფერი გაიღოს და მზად არის მწვრთნელის თითოეული გადაწყვეტილება გაიზიაროს. ნამდვილი თავდამსხმელია. განსხვავება კარგსა და დიდებულ ფეხბურთელს შორის მენტალიტეტშია. ვფიქრობ, ყველაფერი მასსზე და მის აზრებზეა დამოკიდებული”..
“სევილია კარგი და ჭკვიანი გუნდია, რომელიც პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს იღებს. შესაძლოა ზაფხულში რამდენიმე საკვანძო ფიგურა დაკარგეს, თუმცა შევსებაც იმობილეს და ლორენტეს სახით არანაკლები მიიღეს. პატივისცემით უნდა მოვეპყრათ მათთან დაგეგმილ დაპირისპირებას.
ძირეულად შეიცვალა ჩემი გუნდიც და ეხლა ისევ მოგვიწევს სწორი ბალანსის მოძიება. გარკვეული ფეხბურთელების ჩანაცვლება ურთულესი რამ არის, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდებით და უახლოეს 2-3 თვეში საჭირო შედეგს უნდა მივაღწიოთ და ადგილი სატურნირო ცხრილის ზედა საფეხურებზე დავიკავოთ.
კარგი იქნებოდა პრემიერ ლიგაში გამოცდილების დაგროვება. ჩემი საიდუმლო მდგომარეობაში იმაში, რომ პროგრესირებას ვახდენდი ისეთივე ნაბიჯებით როგორც ამას ფეხბურთი ახდენდა. ვგრძნობ, რომ გავიზარდე და მიზიდავს კონკურენცია, რომელიც ჩემი სამუშაოს განუყოფელი ნაწილია. ადრეულ წლებში სანამ საბოლოოდ ჩამოვყალიბდებოდი პოზიციის საკითხში ნახევარმცველის პოზიციაზე ვირჯებოდი. ვფიქრობ, დღევანდელ დღეს მეკარემ თანაბრად კარგად უნდა ითამაშოს როგორც ხელით ასევე ფეხითაც”.
წყარო: Football Italia
რა გასაკვირია ეხა პრემიერლიგაში თუ უნდა თამაში ყველა ფეხბურთელი ოცნებობს ითამაშოს ისეთ ტურნირზე როგორიც პრემიერლიგა არი ვერაფერი ცუდი ვერ ვნახე მე
Ise arvici tu daukvirdit da cudad ibazra jijim premier ligao da ragac sisuleleebi
martla magari kacia morata
იმედია რეალი არ წაგვართმევს შენ თავს უნიათო ბრუციანი და მისი ჯანით
ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ჭირდებათ ყველაზე ცოტა გადაბმულად 3 მატჩში სასტავში მოხვედრა რო შეთამაშდნენ.შეუთამაშებლობა ნაწილობრივ მწვრთნელის ბრალია ხან ვის სვავს სკამზე ხან ვის, აგრეთვე ტაქტიკებს ცვლის ხშირად და რაღაც პროცენტით ხელმძღვანელობისაც იმიტო რო დაუგვიანეს ფეხბურთელების მოყვანა.ჩემი აზრით მაგ გამოკითხვაში სწორი პასუხი არ არსებობს, ყველა რაღაც პროცენტით არის დამნაშავე.დღეს და ხვალ საკმაოდ რთული თამაშებია კარგად დავფიქრდი რაზე დამედო და 2 ბილეთიც შევაგდე
