ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”ჩვენი დავალება ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაა”

წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე მასიმილიანო ალეგრი-მ პრაქტიკულად მთელი სასტარტო შემადგენლობა დაასახელა. მწვრთნელს თავდაპირველად საუბარი დაშავებულ მოთამაშეებზე მოუხდა, რომლებიც ვერ დაეხმარებიან კლუბს ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტურის მატჩში:

“სამწუხაროა, რომ შვეიცარიელი ვერ შესძლებს ჩვენს დახმარებას, რადგან ექიმებს დამატებითი ტესტების გატარება მოუნდათ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. კასერესთან დაკავშირებით თემას არ გავავრცობ უბრალოდ ვიტყვი, რომ მან აღიარა შეცდომა და არასწორი საქციელი. მოედანზე ანდრეა ბარძალისთან ერთად გავალთ და იქნება ეს ტაქტიკური მოდული სამი მცველით თუ ოთხით ჯერ ვერ გადავწყვიტე. სასიხარულოა სემი ხედირას დაბრუნება, რომელიც მსოფლიო დონის მოთამაშეა. მას დიდი ხანია არ უასპარეზია, თუმცა მატჩს აუცილებლად სასტარტოდან დაიწყებს. მის გარდა მინდორზე ბუფონს, ევრას, ბარძალის, ბონუჩის, კიელინის, კუადრადოს, ხედირას, მორატას და დიბალას ვიხილავთ. მოდით ერთ ნახევარმცველს საიდუმლოდ შევინახავ.

კუადრადოს არ შეუძლია ყოველ მომდევნო მატჩში 95 წუთით იასპარეზოს, რადგან ერთ მშვენიერ დღეს ნახევარ ტაიმსაც ვეღარ მიაღწევს. იგივე ეხება ლემინას, რომელიც მცირედით გადაიღალა. ჩვენთვის ეხლა მთავარია გარკვეული ტაქტიკური მანევრირებების უკეთ შესწავლა. როტაციისთვის მთავარია გვქონდეს ორი ტაქტიკური სქემა, რომელიც უმტკივნეულოდ გადაგვატანინებს გარკვეული ფეხბურთელების არყოფნას. ჯერჯერობით მნიშვნელოვანი პრობლემა მარჯვენა მცველის პოზიციაზე მაქვს და მომიწევს შესაბამისი რეაგირების მოხდენა”.

სევილიელები ისევე როგორც იუვე წარუმატებლად ასპარეზობს შიდა გათამაშებაში..

“დიახ, ამ მხრივ გარკვეული მსგავსებაა. მოედანზე გასვლისას მაქსიმალური კონცენტრაცია და თავგანწირვა იქნება საჭირო. ჩემპიონთა ლიგის მოგება შესაძლოა ოცნება იყოს, მაგრამ ფინალში გასვლა არის დავალება. აუცილებლად უნდა გავინაღდოთ 1/8 ფინალში ასპარეზობის უფლება. ევროპული ფეხბურთი სწრაფად პროგრესირებს და იმისთვის, რომ ყოველ მომდევნო სეზონში შედარებით იოლი მეტოქეები შეგვხდნენ უნდა ვიმარჯვებდეთ ქვე ჯგუფებში”.

მწვრთნელს ჰერნანეშის ცუდ თამაშზეც მოუხდა პასუხის გაცემა:

“მან კარგად წარმოაჩინა თავი სიტისთან შეხვედრაშიც. საერთოდაც, ბრაზილიელი შესანიშნავი ტექნიკის პატრონია, უბრალოდ ნეაპოლიტანელთა წინააღმდეგ ასპარეზობისას რითმიდან ამოვარდა. 3-5-2 არ არის ამ გუნდისთვის ერთადერთი ტაქტიკური მოდული. ახალ სქემებს დრო ესაჭიროება, რადგან მაქსიმალური სარგებელი ვიხილოთ. გუნდში 10 ახალი ფეხბურთელია და მათ ყველაფერი 0-იდან უნდა ავუხსნათ”.

 

მასიმილიანო ალეგრისთან ერთად პრესსკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე ჯანლუიჯი ბუფონი-ც წარსდგა. კაპიტანის სიტყვებით თუ გუნდი კონცენტრირებულია მაშინ ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ შეუძლია მაღალ დონეზე ასპარეზობა:

 

“როდესაც არ გიმართლებს და ამის გამო ნეგატიურ შეფასებებს იღებ აუცილებელია ადეკვატური რეაგირება და პასუხის სათანადო დონეზე გაცემა. როგორ? იდეალური ასპარეზობით, რომელიც გამოიხატება ემოციურ და ინტენსიურ სტილში მთელი 90 წუთის მანძილზე. სწორი ბალანსის მოძიება მოგვიწევს, რომელიც საბოლოო ჯამში წარმატების მთავარი გარანტი გახდება”.

ტურინელები საშინლად ასპარეზობენ კალჩოში, მაგრამ ევროპული თავგადასავალი გამარჯვებით დაიწყეს:

“გამარჯვება ჩვენს ქვე ჯგუფში ერთპიროვნულ გალიდერებას ნიშნავს. რიგ ეპიზოდებში წარსულში დაშვებული შეცდომები გამარჯვებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. თუ აგრესიულები, ხისტები და ემოციურად სავსენი ვართ, მაშინ იუვენტუსის შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთმანეთს მხარში უნდა ამოვუდგეთ და დადებით შედეგს სტაბილური სახე მივცეთ”.

პარადოქსია, მაგრამ ევროპა ლიგის ფინალში როდესაც იგი იუვე არენაზე იმართებოდა სწორედ სევილიამ მოიპოვა.. მაშინ ტურინელები ამ გათამაშებას ნახევარფინალიდან გამოეთიშნენ:

“თუ ჩვენ ვერ შევძელით მათთან ფინალში ასაპრეზობა, გამოდის რომ არ ვიმსახურებდით”.

კაპიტანმა ასევე გააკეთა კომენტარი მარტინ კასერესის თავს შექნილ მდგომარეობაზე..

“მარტინს გუნდისგან სრული ნდობა აქვს. კასერესი უდაოდ გამორჩეული პროფესიონალია, რომელმაც პირველმა გააცნობიერა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე”.

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

16 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jjj jjj
8 years ago

არ გეგონოთ რომ სტურარო დავივიწყე :yes: ჩემი “ლიუბიმჩიკი” ახალგაზრდა იტალიელი ნახევარმცველია, მაგრამ ეტყობა არ იმყოფება კარგ ფიზიკურ კონდიციებში და ჯობია მოძლიერდეს და იმუშაოს თავის თავზე.

jjj jjj
8 years ago

3-5-2 იქნება ალბათ და ამ ეტაპზე კაია, მარჯვენა მცველის არ ყოლას თუ გავითვალისწინებთ. კი კუადრადოს შეუძლია მანდ ასპარეზობა მაგრამ… ჯიჯი, ბონუჩი. ბარძალი და კიელინი დაცვა. პოგბა მარცხნივ (ცენტრში), ხედირა მარჯვნივ და ლემინა დაცვის წინ(მარკიზა კაი იქნებოდა). პერეირა ზონებს შორის თავდასხმას და ნახევარდაცვას შორის. ფლანგებზე მარცხნივ ევრა აუცილებლად და მარჯვნივ კვადრატა. ჩემი აზრით თავდასხმა მორატა დიბალა უნდა იყოს და მორატა მერე ძაძათი შეცვალოს თუ მანძუკია არაა ფორმაში.

gocha gabunia
8 years ago

ეგ სანაკრებო პაუზა მეორე შანსია ალეგრის პირველი უარესად გამოიკენა, ბედი ცკალობს ვნახოტ ამას როგორ გამოიკენებს, ეგ სიმბალა. შანსი აქ მერე ტუნამუსის ნატამალი დარცჰება ტვიტონ უნდა ცავიდეს

8 years ago
Reply to  Dutch

10 კუშია დაახლოებით ეგ

gocha gabunia
8 years ago

ალეგრის ხელში მგონია რომ კველა გაფუცჰდება 2-3 ტამაში არცერტ ფეხბურტელს არმიცა რომ ნერვიულობა და ადაპტაცია გადაელახა. ასე ვერცერტ ფეხბურტელს შეაფასებ დზნელია. გუშინ რაპენალი არდაუდეს ცჰელსის მაგის იკსორმა გამიფუცჰა. დინამო კიევის 2 ზენიტის კი ოლიმპიაკოსის გოლის გატანა და ბაიერნის მეტი მედო 25 ლარში. რაცმე იმ სუდიას ვაგინე ცუხელ ერტი არაცდეს. ამაზე მეტი რაუნდა მოხდეს რომ პენალი დადოს

soni 10
8 years ago

Sul tranvebi rogoraa to ra jandabaa su problemashia gundi

Di Francesco # 1
8 years ago

Memgoni marto me mixaria sanakrebo pauzebi :chuvak:

8 years ago

სანაკრებო პაუზა სულზე მოგვიწევს და კაია ამ ეტაპზე… არადა ვერ ვიტან ამ სანაკრებო პაუზებს ხოლმე…

gocha gabunia
8 years ago

ცადი სადმე ატალანტა. პერუჯა ემპოლში. და იქ იოცნებე.. კვარდადო როგორ უნდა გადაიგალოს ან სხვა 1-ან 2 ტამაშიტ ასეტი რამ არსად ხდება 2 ტამაშის მერე ფეხბურტელი გადაიგალოს. უბრალოდ შენ ვერ ცჰამოკალიბდი სასტავზე. ერნანეშშ როგორაქებ რა შეასრულა ერტ მანახე სად მოახდინა ტექნიკს დემონსტრირება, ამან სირცხვილის გრდზნობა სულ დაკარგა. ხან რას ხან ვის აბრალებს, ეხლა კიდე რატკვას აგარ იცის. ცადი ბუჯო ცადი ვაა, ტან ცაიკოლე ერნანეში მანდზუკია ზაზა. სანდროს რატო არ ატამაშებ რას ერცჰი, რომელი ტამაში ცჰააგდო. რუგანი ხომ გააფუცჰე შედამპალო უტამაშებელი. ვინც შენ მცვრტნელობა დაგაბრალა?

Di Francesco # 1
8 years ago

Xo Mara es ufro gamiznulad natqvams gavs, ukandasaxevi gza moiwra alegrim, axla ro etqva meotxedfinalia mizanio fanebi magrad sheutevdnen

juveboy-leo
8 years ago

tqveni arvici mara am dibalasi armjera ra jerjerobit
magas jobia morata marcxniv gadawios rogorc sitistan da centrshi zaza daayenos,marjvniv kuadro shesabamisad

mgoni bardzalim unda gaqachos flangze saswaul sichqareebit andaluzielebi ar mamoirchevian
kanopliankebs da reiesebs andrea mixedavs!
:forza:

juveboy-leo
8 years ago

eg ertic hernanesi iqneba albat

. . . dybala-morata-cuadrado
. . . pogba-hernanes-khedira
evra-chiellini-bonucci-bardzagli
. . . . . . . . . . buffon

Di Francesco # 1
8 years ago

Skolashi sashinao davaleba ro AR gqondat dawerili RAs ambobdit? Me dawerili mqonda, ubralod rveuli damcha saxlshitqva :chuvak: sainteresoa alegri RAs ityvis davalebis AR shesrulebis shemtxvevashi, tumca bolomde vuqomageb ro sheasrulos, bufons liga wirdeba

8 years ago

რას იტყვის, დააბრალებს ახალგაზრდებს, ახალი გუნდიაო და დრო გვჭირდებაო და პლიუს ტრავმებს… იმიტომ რომ ალეგრის გუნდში, იშვიათობაა მგონია რომ ყველა მწყობრში იყოს… ერთი დაბრუნდებდება მეორე დაიმტრვევა და მიზეზი სულ ექნება თავის გამართლების…

მაგრამ მაინც კარგია რომ მიზანი შეიცვალა და აღარ ამბობებ რომ 1/8 ან 1/4 ფინალია მიზანიო… თან ფინალი სან სიროზეა…

8 years ago

კარგია თუ დავალება ეგაა…

| Newsphere by AF themes.
16
0
Would love your thoughts, please comment.x