ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი:”როდესაც ემოციურად მაქსიმალურად ვართ დამუხტულნი, ჩვენ ვერავინ შეგვაჩერებს”

მასიმილიანო ალეგრისთან ერთად პრესსკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე ჯანლუიჯი ბუფონიც წარსდგა. კაპიტანის სიტყვებით თუ გუნდი კონცენტრირებულია მაშინ ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ შეუძლია მაღალ დონეზე ასპარეზობა:

“როდესაც არ გიმართლებს და ამის გამო ნეგატიურ შეფასებებს იღებ აუცილებელია ადეკვატური რეაგირება და პასუხის სათანადო დონეზე გაცემა. როგორ? იდეალური ასპარეზობით, რომელიც გამოიხატება ემოციურ და ინტენსიურ სტილში მთელი 90 წუთის მანძილზე. სწორი ბალანსის მოძიება მოგვიწევს, რომელიც საბოლოო ჯამში წარმატების მთავარი გარანტი გახდება”.

ტურინელები საშინლად ასპარეზობენ კალჩოში, მაგრამ ევროპული თავგადასავალი გამარჯვებით დაიწყეს:

“გამარჯვება ჩვენს ქვე ჯგუფში ერთპიროვნულ გალიდერებას ნიშნავს. რიგ ეპიზოდებში წარსულში დაშვებული შეცდომები გამარჯვებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. თუ აგრესიულები, ხისტები და ემოციურად სავსენი ვართ, მაშინ იუვენტუსის შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთმანეთს მხარში უნდა ამოვუდგეთ და დადებით შედეგს სტაბილური სახე მივცეთ”.

პარადოქსია, მაგრამ ევროპა ლიგის ფინალში როდესაც იგი იუვე არენაზე იმართებოდა სწორედ სევილიამ მოიპოვა.. მაშინ ტურინელები ამ გათამაშებას ნახევარფინალიდან გამოეთიშნენ:

“თუ ჩვენ ვერ შევძელით მათთან ფინალში ასაპრეზობა, გამოდის რომ არ ვიმსახურებდით”.

კაპიტანმა ასევე გააკეთა კომენტარი მარტინ კასერესის თავს შექნილ მდგომარეობაზე..

“მარტინს გუნდისგან სრული ნდობა აქვს. კასერესი უდაოდ გამორჩეული პროფესიონალია, რომელმაც პირველმა გააცნობიერა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე”.

წყარო: Football Italia

36 thoughts on “ბუფონი:”როდესაც ემოციურად მაქსიმალურად ვართ დამუხტულნი, ჩვენ ვერავინ შეგვაჩერებს”

  1. ახლა გოლებზე დავდე :lool:
    Aტლეტიკოს გოლი
    Iუვენტუსის გოლი
    Gლადბახი სიტი გოლი 2ივე ტაიმში
    Mალმო რეალი გოლი 2ივე ტაიმში
    შAხტარი პესეჟე გოლი 2ივე ტაიმში
    ცსკა პსვ გოლი 2 ივე ტაიმში
    30 გელა ეს ბილეთი დავდე იმედია გუშინდელ წაგებულს ამომიღებს რაც მე არსენალს და ვენგერს ვაგინე გუშინ დღეს რო გავედი თავისუფლებაზე არსენალის ფანები მერიდებოდნენ ნაცნობები თითქმის ყველასს დავურეკე და ვაგინე არსენალს იმდენად ნერვებზე ამთხარე ს :lool: :lool: :lool:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.