ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი:”როდესაც ემოციურად მაქსიმალურად ვართ დამუხტულნი, ჩვენ ვერავინ შეგვაჩერებს”

მასიმილიანო ალეგრისთან ერთად პრესსკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე ჯანლუიჯი ბუფონიც წარსდგა. კაპიტანის სიტყვებით თუ გუნდი კონცენტრირებულია მაშინ ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ შეუძლია მაღალ დონეზე ასპარეზობა:

“როდესაც არ გიმართლებს და ამის გამო ნეგატიურ შეფასებებს იღებ აუცილებელია ადეკვატური რეაგირება და პასუხის სათანადო დონეზე გაცემა. როგორ? იდეალური ასპარეზობით, რომელიც გამოიხატება ემოციურ და ინტენსიურ სტილში მთელი 90 წუთის მანძილზე. სწორი ბალანსის მოძიება მოგვიწევს, რომელიც საბოლოო ჯამში წარმატების მთავარი გარანტი გახდება”.

ტურინელები საშინლად ასპარეზობენ კალჩოში, მაგრამ ევროპული თავგადასავალი გამარჯვებით დაიწყეს:

“გამარჯვება ჩვენს ქვე ჯგუფში ერთპიროვნულ გალიდერებას ნიშნავს. რიგ ეპიზოდებში წარსულში დაშვებული შეცდომები გამარჯვებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. თუ აგრესიულები, ხისტები და ემოციურად სავსენი ვართ, მაშინ იუვენტუსის შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთმანეთს მხარში უნდა ამოვუდგეთ და დადებით შედეგს სტაბილური სახე მივცეთ”.

პარადოქსია, მაგრამ ევროპა ლიგის ფინალში როდესაც იგი იუვე არენაზე იმართებოდა სწორედ სევილიამ მოიპოვა.. მაშინ ტურინელები ამ გათამაშებას ნახევარფინალიდან გამოეთიშნენ:

“თუ ჩვენ ვერ შევძელით მათთან ფინალში ასაპრეზობა, გამოდის რომ არ ვიმსახურებდით”.

კაპიტანმა ასევე გააკეთა კომენტარი მარტინ კასერესის თავს შექნილ მდგომარეობაზე..

“მარტინს გუნდისგან სრული ნდობა აქვს. კასერესი უდაოდ გამორჩეული პროფესიონალია, რომელმაც პირველმა გააცნობიერა ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე”.

წყარო: Football Italia

36 thoughts on “ბუფონი:”როდესაც ემოციურად მაქსიმალურად ვართ დამუხტულნი, ჩვენ ვერავინ შეგვაჩერებს”

  1. წუხელ ერთ ვიდეოს ვუყურე ალეგრიმ სასტავი ჩამოგვიმწკრივა გახსნა კარტები ბიჭმა :lool: აბა რას ვშვებით დღეს? ტოტალიზატორო მოემზადე შტურმისთვის :lool: დარწმუნებული ვარ დღესაც უცნაურად წამოვა ანგარიშები.

  2. Aტლეტიკოს გოლი
    Iუვენტუსის გოლი
    Gლადბახი სიტი გოლი 2ივე ტაიმში
    Mალმო რეალი გოლი 2ივე ტაიმში
    შAხტარი პესეჟე გოლი 2ივე ტაიმში
    ცსკა პსვ გოლი 2 ივე ტაიმში
    30 გელა
    არ დაჯდება ეს? გუშინ არსენალმა რაც წამაგებინა ამოვიღო მინდა :loool: :lool:

  3. ჩემიიი ჯიიიჯიიი , ჩემი კაპიტანი , საუკეთესო , აიიი ვოცნებობ რომ შენ ლიგის თასი აღმართო , ყველაზე მეტად შენ იმსახურებ ჩემპიონობას და წარსულში პაველი … მინდაა ჩემმმა იუვემ როგორც შარშან ისე ითამაშოს მაგრამ ფინალში აუცილებლად უნდა მოიგოს <3 :forza: :forza: :juvee: :juvee:

  4. დღეს იუვემ აუცილებლად ჭირდება ტორე მართლა შარშივართ.პოგბასგან მეტს ველი დღეს ვერ უნდა დააკაონ :forza: :forza: ამ კასერესს რაღა უნდა ვეღარ უნდა ისწავლოს ჭკუა გადაიჯვა რა.

  5. Aტლეტიკოს გოლი
    Iუვენტუსის გოლი
    Gლადბახი სიტი გოლი 2ივე ტაიმში
    Mალმო რეალი გოლი 2ივე ტაიმში
    შAხტარი პესეჟე გოლი 2ივე ტაიმში
    ცსკა პსვ გოლი 2 ივე ტაიმში
    30 გელა ბევრს არ იგებს მარა იმედია გუშინდელს ამოვიგებ არსენალის :blin:

  6. თუ ნდობა აქვს აბა რა იყო ეს მარაზმი და გარიცხვა ძირიტადი გუნდიდან? შიბლებია მთელი ხელმძღვანელობა და ვინც ეგ გადაწყვიტა…
    აი როგორი შეფასება უნდა გააკეთოს სწორად მოაზროვნემ და არა ისეთი რაც გუნდმა გააკეთა…

  7. ჯიჯი ისე როგორ უნდა ცახვიდე ლიგის ტასი არაციო. ამ კასერას რასერცჰოდნენ შეუმტხვეველი არავინააა.მაგიტ ამტკიცებ? ალეგრი რომმ მაგარიხარ? კველა მცვრტნელი ტუ ხელმდზგვანელობა ცდილობს რომ ტავის გუნდი და ფეხბურტელები დაიცვან. ესენი კიდე ნააბაროტ, აბა მიზეზი ხომუნდა კონდეტ რომ გაკიდონ. ტავად სასუელოდან ტუ გააკეტებენ ტრანსფერს ან ინატხოვრებენ და კიდე ტავისუფალ ფეხბურტელებს ტუ მოიკვანენ. გული ნაკლებად მტკივა იმიტო რომ ვიცოდი ასე იკნებოდა, და ხშირადაც ვცერდი, მაგრამ გმერტი არ გაგვცირავს კიდევ გვედზლევა შანსი ამ სანაკრებო პაუზიტ და ვნახოტ.

  8. 1
    გლადბახი – მანჩესტერ სიტი
    ორივე გაიტანს კი
    1.70

    2
    მანჩესტერი – ვოლფსბურგი
    ორივე გაიტანს კი
    1.80

    3
    ატლეტიკო მ. – ბენფიკა
    ორმაგი შედეგი 1X
    1.13

    4
    შახტარი დ. – პსჟ
    ორმაგი შედეგი X2
    1.25

    5
    ფკ ასტანა – გალათასარაი
    ორმაგი შედეგი X2
    1.40

    6
    იუვენტუსი – სევილია
    ორმაგი შედეგი 1X
    1.24

    7
    ცსკა მ. – პსვ
    ორივე გაიტანს კი
    1.80

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.