ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

განგაში მარჯვენა ფლანგზე!

ბიანკონერის უკვე სექტემბერშივე შეექმნა საკადრო პრობლემები.. განსაკუთრებით გამწვავდა მდგომარეობა მარჯვენა ფლანგზე, სადაც მარტინ კასერესი ხან ტრავმირებულია და ხან ავტოავარიის მსხვერპლია.. საბოლოო ჯამში ხელმძღვანელობამ იგი ძირითადი გუნდიდან ოფიციალურად გარიცხა. ლიხტშტაინერს კი მოულოდნელად გულზე შეექმნა პრობლემა.. შვეიცარიელს ტახიკარდიის ნიშნები აქვს და ექიმები არ რთავენ მოთამაშეს ასპარეზობის უფლებას. გამომდინარე აქედან მაროტას სწრაფი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს და იანვრისთვის შესაბამისი კადრით გაძლიერება. ნომერ პირველ კანდიდატად სასუოლოს ხორვატი განაპირა მცველი სიმე ვრსალკო განიხილება, რომლითაც იუვე აქამდეც ინტერესდებოდა.

წყარო: Football italia

5 thoughts on “განგაში მარჯვენა ფლანგზე!

  1. გადაიხადონ 20-25 ლიმონი და ფლორენცი მოიყვანონ მინიმუმ ამ ფლანგზე პრობლემა 5-6 წელი აღარ გვექნება ასევე ძალიან მომწონს დე შილიო
    გუშინდელი მატჩის მერე სანდრო რამირესი მომეწონა შეიძლება მაგ მოთამაშეზე ფსონის დადება ასევე კარგი მოთამაშეა ბარსელონელი რაფინიაც ერთხელ ხომ შეიძლება ჩვენ რომ ვიყიდოთ რეალის, ბარსას, ჩელსის, სიტის, პსჟს, ბაიერნის მოთამაშეები სულ უდინეზეს და სასუოლოს იმედზე ხომ არ უნდა ვიყოთ
    გარისკე და გამოყავი ზამთრის ტრანსფერებისთვის 100-120 ლიმონი და მოიყვანე სერიოზული 3-4 კაცი
    მაგალითად
    ფლორენცი, პასტორე, ერიკსენი, ისკო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.