ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” 2-0 “სევილია” ( ფეხბურთელების შეფასებები )

გთავაზობთ “სევილიასთან” გამართულ მატჩში მონაწილე ფეხბურთელების შეფასებებს.

ბუფონი 6 – 90 წუთის მანძილზე პირდაპირ ეთერში თვალს ადევნებდა შეხვედრას, თანაც, პრივილეგირებული ადგილიდან.შეხვედრაში ერთადერთხელ ჩაერთო და ისიც პირველი ტაიმის ბოლოს, კონოპლიანკას დარტყმის შემდეგ.

ბარძალი 7 – ბარძალი-სტაილს უკვე მივეჩვიეთ, დამაჯერებელი და მშვიდი ანდრეა, თუმცა გუშინ მისი შესრულებით საგოლე პასი და შესანიშნავი გარბენიც ვიხილეთ.

ბონუჩი 6,5 – ოთხკუთხედის ფორმის მქონე ციხე-სიმაგრის ცენტრალური ბურჯი.შესანიშნავად კეტავს გამეიროს და გამჭოლი პასით ერთი-ერთზე გაჰყავს დიბალა.

კიელინი 6,5 – იბორას მოედანზე გამოსვლის შემდეგ ჯორჯო დასწრებაზე თამაშობს და ესპანელს ანეიტრალებს.გუშინდელი იუვეს ნამდვილი სახე, ეფექტურობა – ცოტა, რისკი – ნოლი.

ხედირა 7 – დაბრუნებაც ამას ჰქვია, მატჩის დასაწყისში საკუთარ საჯარიმოში აკეთებს ულამაზეს ვარდნას, შემდეგ თამაშობს მის პოზიციაზე, მშვიდად, გონივრულად.

ერნანეში 6 – ბრაზილიელმა გუშინ ჩაჭრებში კიელინის აჯობა, უცნაურია.პირველ ტაიმში რამდენჯერმე დაარტყა კარის მიმართულებით, თუმცა მეტი სივრცე ჰქონდა და შეეძლო უფრო აგრესიულად ეთამაშა.მეტს მოველოდით.

პოგბა 6 – ცოტათი ზიდანს ჰგავს, ცოტათი კარატისტს.საუკეთესო მატჩი არ ჩაუტარებია, ერთი მომენტი ჰქონდა, თუმცა ვერ გაიტანა.

ევრა 6,5 – პატრისმა გუშინ ანდალუსიელების ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მოთამაშე, ევგენი კონოპლიანკა გაანეიტრალა და მეტიც, ხუთჯერ ჩააწოდა მეტოქის საჯარიმოში.

კუადრადო 7 ( მატჩის საუკეთესო მოთამაშე ) – ეს ადამიანი არ იღლება, თამაშობს მარჯვენა ფლანგზე, დაცვაშიც, ცენტრშიც, შეტევაშიც.ერთადერთი დარტყმა კარის მიმართულებით, თუმცა მთავარი ფანტაზიაა, რაც იუვეს ასე სჭირდება.

დიბალა 7 – ცუდად დაიწყო, თუმცა სიტუაცია გამოასწორა.ჯერ ულამაზესი გოლის გატანა შეეძლო, შემდეგ ჯარიმიდან აუღო მეკარემ, ერთი-ერთზეც რიკომ აჯობა, საერთო ჯამში, არგენტინელი უმარტებს.

მორატა 7 – ტრეზეგე გაგვახსენდა, შეარჩია პოზიცია და დაარტყა იქ, სადაც მეკარე ბურთს ვერ მიწვდებოდა.ჩვეულებრივ შეხვედრაში უმნიშვნელოვანესი გოლის ავტორი გახდა.

ალექს სანდრო 6 – ალეგრი ბრაზილიელს თხოვს, ნახევარი საათით ცენტრალური ნახევარმცველი გახდეს.

ძაძა 7 – მის მიერ ჩატარებულ ათ წუთზე წიგნი შეიძლება დაიწეროს.შემოდის შეცვლაზე და აკეთებს იმას, რაც აქამდე არასდროს არ გაუკეთებია, სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე.აი რას ნიშნავს შეცვლიდან შემოსვლა..

რუგანი – შეფასების გარეშე – ისტორიული წუთები მისთვის, დებიუტი იუვენტუსის მაისურით.

ალეგრი 7 – შესანიშნავად შეარჩია სქემა, ფეხბურთელები, ცვლილებები და მოკლედ, სევილია Mute რეჟიმში გადაიყვანა.იდეალურია, მაქს !

წყარო : La Stampa

46 thoughts on ““იუვენტუსი” 2-0 “სევილია” ( ფეხბურთელების შეფასებები )

  1. 4-3-3shi morata marcxniv dgeba, marjvniv kvadrado, centrshi kide zazas konkurentad manjuka rcheba Da ettyoba jera ro manjukas mougebs konkurencias, vnaxot wlis bolos ramdeni tamashi Da ramdeni goli daugrovdeba 30 tamashi Da 15 goli liga + seria es minimum Kai shedegi iqneba, zaza samomavlo kacia, manjukasgan gansxvavebit dges AR mitxoven bombardirobas

    1. მშვენივრად მოერგება, თუ პასს მიცემ შეაგდებს… იგივე ჭირდება ძაძასაც… ყველა ცენტრ ფორვადს პასი უნდა მიცე რომ შეაგდოს ან რაღაც ზე ნიჭიერი უნდა იყოს რომ პახოდუ თვითონაც ხშირად იქმნიდეს…

  2. Fasze marto Shen Da kide 1-2 Kaci laparakobs, umetesoba ubralod lanzgsvs imis gamo ro sasuolodan movida Da italieli roa, uazro agresia aqvt am saitze italielebis mimart, memgoni martla Chiles ufro gulit ubalechikes kopa amerikas vidre nakrebs balechikoben, nakrebis mimart agdebuli Da damcinavi damokidebuleba aqvt.

    1. ნაკრებისთვისაც ცუდია დღეს ძაძას იუვეში თამაში მე-3 ფორვარდად… იმიტომ რომ მანძუკიჩის და მორატას ტრავმების იმედად უნდა იყოს ძაძა და წინ ევროპის ჩემპიონატია და ევროპაზე სკამზე ჯდომიტ არავინ მიიწვევს… კონტემაც გააკეთა შესაბამისი განცხადება რომ მეტი პრაქტიკა უნდა ძაძასო და თუ ალეგრიმ არ ათამაშა, კონტეც დატოვებს…
      სწორედ ამაშია საქმე, ძაძა ფაქტიურად მოიყვანეს ზამენისთვის და მაგით უფრო ცუდი საქმე გაუკეტეს ვიდრე კაი ნნაკრებს

  3. 1juve

    ძაძაზე საუბარია ფასზე, თორე პიროვნულად არავინ ერჩის, მარა სანჩესში 22 ნაცვლად 18 შესთავაზო თან ბარსას და 19 მილიონი გადაიხადო ძაძაში ამაშია საქმე, თორე რომ მოსულიყო თავისუფალ აგენტად ბაზარი არაა, დალოდებოდენ ცოტა და მოვიდოდა ეგ დროც და ძაძა ისედაც მოვიდოდა იუვეში, უფრო გამოცდილი და თანაც უფასოდ… რა საჭირო იყო მე-4 ცენტრ ფორვარდში 19 მილიონის გადახდა წელს? ამაშია საქმე…
    შენ კი ბრმად აქებ, იმიტომ რომ იტალიელია… ეგ რომ არ იყოს იტალიელი და 19 მილიონი გადაეხად, მერე პირიქიტ დაწერდი ყველაფერს… და მანძუკიჩზე მაგარია ძაძაო იძახი და რაღა უნდა მოგწეროთ მაგის მერე… მანძუკიჩის კლასის და გამოცდილების თავდამსხმელი დღეს იუვეშია არაა…

  4. Ise zazas ro gadaayolet Sul afsaitshi idgao, gushinwin moratac 3jer moxvedrila afsaitshi Da rato AR ambobt arafers?
    napolistan iuve 4jer moxvda afsaitshi, seviliastan 5 jer.
    ise saidan daiwyet zazas lanzgva Da sadamde midulit :lool:
    realur mizezs ro ver naxulobt mainc s gasalanzgat can imas izaxit burtis gachereba AR iciso Da xan imas afsaitshi xvdeba xshirado, useriozulesi argumentebia forvardis sicudis warmosachenad :lool:
    aq kide shemova vigaca Da ityvis rava Sul zazas aqebo, vinc Sul zazas lanzgavda imaattvis getqva jer rato lanzgavo Da me mere mitxari rato aqebo, Mara mlanzgavs ver ertyodit imitoro tqven yvela ertxmad lanzgavdit mag kacs, vinc AR lanzgavda 1-2 Kaci is arasdros AR metyvis zazas rato aqebo. Yvelaferi kargad chans vin vinaa, moedanzec Da tribunazec

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.