ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”კმაყოფილი ვარ შეგირდების ასპარეზობით”

ყოველთვის სასიამოვნოა კომენტარის გაკეთება, მაშინ როდესაც შენი კლუბი დამაჯარებელ გამარჯვებას მოიპოვებს. საბედნიეროდ სევილიელებთან გამართული მატჩის შემდეგ მასიმილიანო ალეგრი-ს ზუსტად ასეთი განწყობა ჰქონდა. მეორეს მხრივ კი კლუბი სრულიად განსხვავებულ შედეგს აჩვენებს კალჩოში, რაც ჟურნალისტების მხრიდან დამატებით კითხვებს იწვევს:“ფაქტია, რომ სერია ა-ში ექვს შეხვედრაში 5 ქულა გვაქვს, ხოლო ლიგაზე 2-იდან ექვსი.. მეტად მნიშვნელოვანი დაპირისპირება კვირას გვიწევს, როდესაც ბოლონიელები გვესტუმრებიან. ჩვენი მიზანი ამ მატჩში ნათელია.. გამარჯვება ნებისმიერ ფასად. ტექნიკური თვალსაზრისით დღეს კარგად წარმოვაჩინეთ თავი, რასაც ვერ ვიტყოდი ნეაპოლიტანთა წინააღმდეგ.. ფეხბურთში როდესაც ცუდად ასპარეზობ, შეიძლება მთელს მინდორზე დამუხტული გადაადგილდებოდე, თუმცა მთავარია ბურთს როგორ ეპყორბი და ამ კუთხით ნაპოლისთან მოვიკოჭლებდით. ნამდვილად კმაყოფილი ვარ შეგირდების ასპარეზობით, უბრალოდ 4 წუთიანი ჩავარდნა გვქონდა როდესაც ოდნავ შევანელეთ იერიშები და ნაკლებად ეფექტურად ვმანევრირებდით. მეორე ნახევარში 1-0 ზე ტემპი დავაგდეთ და სასურველ სტილში გადავიყვანეთ, რადგან მოთამაშეებს ინტენსიური ქმედებების შემდეგ ოდნავ ამოესუნთქათ. ხედირა? ექსტრა კლასის ფეხბურთელია, რომელმაც საუკეთესო კუთხით წარმოაჩინა თავი. მისით აღფრთოვანებული ვარ”..

“ჩემპიონთა ლიგა ფანტასტიური გათამაშებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს შიდა პირველობაზე 5 ქულით დაკმაყოფილებას. იმედს გამოვთქვამ ევროპაში მოპოვებული ქულები მომდევნო ეტაპის კვალიფიკაციის განაღდებას შეუწყობს ხელს. მატჩი დასრულდა და უმჯობესია თუ მას მალევე დავივიწყებთ და სრულ კონცენტრირებას ბოლონიელებთან თამაშზე მოვახდენთ”.

“მორატათი რეალი ინტერესდება? ის იუვენტუსის ფეხბურთელია და ფუნდამენტალურ როლს თამაშობს წინა ხაზის პროდუქტიულ ქმედებებში. მოხარული ვარ მისი გოლებით, რომელიც ლიგის გათამაშებაში ზედიზედ მეხუთე აღმოჩნდა”.

“არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას თითქოს კალჩოში სულ სხვა განწყობით ვასპარეზობით. ნეაპოლიტანელთა წინააღმდეგ საწყისი 20 წუთი მაღალ დონეზე ჩავატარეთ, მაგრამ სამი ოთხი ისეთი ბურთი დავკარგეთ, რომელმაც ბოლო მოგვიღო. საერთოდაც, სერია ა-ში ჩვენი შეტევის ნახევარი რომ დასრულდეს სასურველი კუთხით, მაშინ ეხლა სულ სხვა თემაზე ვისაუბრებდით”.

დღევანდელი შემადგენლობა გასულზე ძლიერია? ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა გუნდში დიდი პოტენციალის მქონე ახალგაზრდები მოვიდნენ. დღეს, იყო ის მატჩი როდესაც მათ თავი კარგად წარმოაჩინეს. პირველი ნაბიჯია, მაგრამ იქნება მეორე, მესამე და ასე შემდეგ. მათ უნდა განაგრძონ პროგრესირება. ფსიქოლოგიურად რთულია ყოველ მესამე დღეს ასპარეზობა და მზადება გამარჯვებისთვის. ამიტომაც მიმაჩნია მართებულად გუნდში გამოცდილი მოთამაშეების ჰყოლა, რომლებიც პროგრესირებას ხელს უწყობენ”.

ალვარო მორატა კმაყოფილია გუნდის მიერ მიღწეული წარმატებით და ასევე პირადი რეკორდით. გაიტანა რა 5 მატჩში 5 გოლი, ესპანელი ფორვარდი ბიანკონერის მაისურით ალესანდრო დელ პიეროს გაუტოლდა:“კმაყოფილი ვარ გატანილი გოლით, მაგრამ პირველ რიგში გუნდის მიერ მიღწეული გამარჯვებაა სასიხარულო. დიბალას გვერდით უკვე დიდი ხანია არ მითამაშია, მაგრამ ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს და ერთმანეთის გვერდით დიდ დროს ვატარებთ. დღეს, გარკვეული მოდელები დავტესტეთ და ვფიქრობ, მალე სასურველ ზონას მივაგნებთ და ყველაფერი იდეალურად განვითარდება”.

სპეციალისტების მოსაზრებით ეს იყო პაოლო დიბალა-ს საუკეთესო მატჩი იუვეს მაისურით. არგენტინელს მეორე გოლის ეპიზოდზე მოუხდა კომენტარის გაკეთება:“როდესაც ძაძა მეტოქის კარისკენ მირბოდა უკვე ვიგრძენი, რომ გაიტანდა. მითუმეტეს მეორე გოლი ჩვენს გამარჯვებას გაცილებით რეალურს გახდიდა. ჯერ კიდევ დიდი სამუშაო მელის წინ, რადგან ეს გუნდი მინდორზე მხოლოდ მოსაგებად გადის. აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ მსგავს სტილში გავმართოთ თითოეული დაპირისპირება. ჩვენი მიზანი ნათელია.. გვსურს იუვე გამორჩეულ საფეხურზე ავიყვანოთ და ეს ყველაფერ შთამბეჭდავ სტილში წარმოვადგინოთ”.

 

სევილიალთა დასამარებას წერტილი მეორე გატანილი ბურთით სიმონე ძაძა-მ დაუსვა. მატჩის შემდეგ იგი ჟურნალისტების გარემოცვაში აღმოჩნდა და რამდენიმე კითხვაზე მოუხდა პასუხის გაცემა:

~

ადვილი სათქმელია:”მთავარია გუნდი”- თუმცა ასეთი მატჩები ადვილად არ ავიწყდებათ. რა აზრები ამოგიტივტივდა თავში როდესაც მეტოქის კარისკენ მირბოდი?

“რამდენიმე წამის გამოსული ვიყავი მინდორზე და მსურდა თამაში მომენტალურად ჩავრთულიყავი. კარგად გვესმოდა, რომ მატჩის მიწურულს თავისუფალი ზონები გაჩნდებოდა. საბედნიეროდ ეს ასეც მოხდა და მიხარია, რომ პროდუქტიულად გამოვიყენეთ. ჩემს მიერ გატანილ გოლში კი დიდი წვლილი დიბალას და მორატას მიუძღვით, რომლებმაც მაქსიმალურად დაღალეს მთელი ამ ხნის მანძილზე მეტოქის მცველები”.

რა ხდება თქვენს თავს ლიგაზე და რატომ გაქვთ პრობლემები შინაურ ასპარეზზე?

“ჩემი პირველი მატჩია ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, თუმცა ფაქტია აქამდე ნიავი სასურველი მიმართულებით არ უბერავდა. ტურინში გამარჯვებას მიჩვეულნი, რომ არიან ამას პირველივე წამიდან მივხვდი. კვირას, მნიშვნელოვანი დაპირისპირება გველის იუვე არენაზე.. რატომ? ჩემპიონატი ჯერ არ დასრულებულა.. პირიქით, ეს ეხლა დაიწყო! როგორც დავკარგეთ ქულები, ზუსტად ისევე დავიბრუნებთ”.

წყარო: Football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
soni 10
8 years ago

Rato ar iqnebit gmayopilebi to :forza:

jek17
8 years ago

1 წელი უნდა დარჩენილიყვნენ პირლო და ტევესი,დიბალა ბევრს ისწავლიდა ტევესისგან და აუცილებლად უნდა მოიყვანონ ვერატი,რა ფასიც არ უნდა დაჯდეს,პოგბას გაყიდვაც რო მდაუჯდეთ უნდა მოიყვანონ,პოგბას შემცვლელს ნახავენ და ვერატისნაირი ფეხბურთელები ჭირს ძალიან

8 years ago

დაგვირგვინება აკლიათ ბიჭებს )) დიბალას 1-2 უნდა შეეგდო გუშინ, და ისედაც სერია ა შიც ბევრს მაზავენ. ფროსინონესთან მარტო 15 გოლი უნდა გაეტანათ :D 3-0 4-0 ზე ის 1 გოლი არაფერი იქნებოდა )) მარა 1-1 დამთავრდა. კარლოსა რო დარჩენილიყო 6 თვე მაინც :mrgreen: და ბიჭებისთვის ესწავლებინა კვადრატში აყვანა არ იქნებოდა ცუდი :დ 1-2 თვე და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება ჩემი აზრით :P

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x