ლიპი:”ფიფას მორიგი სულელური გადაწყვეტილება”
2015 ოქროს ბურთის მომპოვებელთა სიაში მოხვდნენ ჯორჯო კიელინი და ანდრეა პირლო, თუმცა ყველასათვის გასაკვირად არ არის ჯანლუიჯი ბუფონი. ცერემონია 11 იანვარს გაიმართება და მას 50 კანდიდატიდან ერთ-ერთი მოიპოვებს. იტალიური გვარდიის წარმომადგენლები მხოლოდ კიელინი და პირლო არიან, რომელთაც ზურგს ჩემპიონთა ლიგის სერიოზული თავგადასავალი უმაგრებს. ბუფონის გაფართოებულ სიაში არ ყოფნა კი აპენინებზე ნეგატიურად იქნა მიღებული. Gazzetta dello Sport-ის დღევანდელ ნომერში ამ თემაზე გამორჩეული ადგილი დაუთმეს და ნომერი შემდეგი სათაურით გამოაქვეყნეს:”Buffoonery” (ბუფონადა, კლოუნადა). იგივე აზრზეა გენიალური მარჩელო ლიპი:“არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ როდესაც ჯიჯის 59 კაციან სიაში არ შეიყვანა ბუნებრივია საქმე კლოუნადასთან გვაქვს. არ ვიცნობ ფიფას და მათ კრიტერიუმებს, მაგრამ როდესაც იქ არ არის ბუფონი.. ამის ახსნა ტექნიკური თვალსაზრისითაც კი გამიჭირდება. მთელმა მსოფლიომ იცის 2015 წელს თუ როგორი ფანტასტიური სეზონი ჩაატარა”.
წყარო: Football Italia
რეალურადაც დღეს მერი და რონალდო ყველას ჯობია მოგვწონს თუ არა
ბუფონი არაა და რამდენი ახტუნგი იქნება მაგ სიაში წარმომიდგენია
მაგ 59-ში დასახელებას რა აზრი აქვს? მაინც მესის ან რონალდოს მიცემდნენ…