ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

“კარგ თამაშს” ითხოვს საკუთარი გუნდისგან მასიმილიანო ალეგრი-“შედეგი, სწორედ წარმატებულ ასპარეზობას ერთვის”. მის სიტყვებს ამყარებს სევილისთან პრაქტიკულად იდეალურად გამართული შეხვედრა:“გარდამტეხი ეპიზოდების არ მწამს.. მეტად მომწონს მომენტები, როდესაც თამაშს ალაგებ და შედეგს აღწევ. ოთხშაბათს ესპანელებმა, მხოლოდ ერთხელ დაგვირტყეს პირველ ტაიმში და ეს ფაქტი მნიშვნელოვანია. თუმცა, ჩემპიონთა ლიგა სრულიად განსხვავებული სამყაროა და შინაურ ასპარეზზე ბოლონიელებთან მატჩს ისე უნდა შევხვდეთ თითქოს იგი გადამწყვეტია. სწრაფი და ტექნიკური შეხვედრა უნდა გავმართოთ, რომელშიდაც კვლავ ინტენსიურ იუვეს ვიხილავთ. შემდგომ სანაკრებო პაუზა გველის და ამიტომაც ვთხოვე შეგირდებს გამარჯვების მიღწევა.. ეს იქნება ყველასათვის პოზიტიური გზავნილი”.

ამისთვის იუვეს კონცენტრირებულად ყოფნა მოუწევს, რადგან მიუხედავად ცუდი სტარტისა ბოლონია მაინც უხერხულ მეტოქედ რჩება:

“ფლორენციელებისგან გოლი მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე მიიღეს, ხოლო უდინეზესთან იმის ნაცვლად რომ 2-0 წაეყვანათ ბოლო წუთებზე დამარცხდნენ. მათ რიგებში ტექნიკური მოთამაშეები ირიცხებიან ბრიენცას, დესტროს და მუნიეს სახით. პატივი უნდა ვცეთ მეტოქეს რადგან შესაძლოა მატჩამდე ყველა გამარჯვებული იყოს, თუმცა მინდორი რიგ ეპიზოდებში სავსეა მოულოდნელობებით”.

მოახლოებულ დაპირისპირებაში ალეგრის პერეირას იმედი არ უნდა ჰქონდეს:

“სამაგიეროდ კარგად გრძნობს თავს ასამოა და ჩემს განკარგულებაშია პადოინი.. მარკიზიოს ჯერ არ აღუდგენია ფორმა ისევე როგორც მანჯუკიჩს და სტურაროს. თუმცა.. ეს იქნება ბოლო შეხვედრა სადაც გუნდს ამდენი ტრავმირებული ეყოლება. შესვენების შემდეგ ჩემს განკარგულებაში მაქსიმალურად ბევრი ფეხბურთელი მოიყრის თავს. შემადგენლობა? ოთხშაბათის ანალოგიური იქნება”.

ბოლოს ალეგრი ბუფონის თემასაც შეეხო:

“სიმართლე გითხრათ ეს იყო საკმაოდ მოულოდნელი. საერთოდ პრედენტები სახელდებიან კლუბში მიღწეული შედეგით. შარშანდელ სეზონში იუვემ ფანტასტიური სეზონი გამართა, ხოლო ბუფონი ამ ოცნების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო. ბუნებრივია იგი იმსახურებდა მათ გვერდით ყოფნას”

წყარო: Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli28
8 years ago

რას შვება ეს კაცი ვარჯიშებზე ესეთს დამანახა, რო გაყწვტა ფეხბურთელები

Di Francesco # 1
8 years ago

Pelle xatavs premierligashi

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x