ლიხტშტაინერს ოპერაცია გაუკეთეს
იუვენტუსი – ფროსინონეს შეხვედრისას სტეფან ლიხტშტაინერმა თავი ცუდად იგრძნო და ვერ შეძლო მატჩის გაგრძელება. სხვადასხვა სამედიცინო ტესტებმა დაადგინეს, რომ შვეიცარიელ ფეხბურთელს გულის კეთილთვისებიანი არითმია აქვს. ექიმების და ექსპერტების თათბირის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქირურგიული ჩარევის თაობაზე. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ფეხბურთელი დაახლოებით 30 დღეში დაუბრუნდება მინდორს.
წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი
იმდენს დარბის ტიპი რა იქნებოდა აბა
ეგი გვინდოდა ახლა ჩვენ?! მალე დაბრუნდი ლომო