ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”დადებითი შედეგისთვის სტაბილურობას უნდა მივაღწიოთ”

“ჯერ კიდევ განვითარებას ვსაჭიროებთ, რომელიც გამოიხატება ფეხბურთის მშვიდ ტემპში თამაშით. მეტოქეს მცირეოდენი მიზეზიც კი უნდა ჩავუსახოთ, რომ მათ ჩვენი დამარცხება ხელემწიფებათ. თითოეული მოთამაშის წვლილი ფუნდამენტალურ როლს თამაშობს”– მასიმილიანო ალეგრი კონკრეტულ მითითებს აძლევს კლუბს, რომელმაც შინაურ ასპარეზზე ბოლონიას დამარცხება მოახერხა:“მიუხედავად იმისა, რომ საწყის წუთებში ორი შეცდომა დავუშვით დაცვის ხაზში გუნდმა კარგი ფეხბურთი აჩვენა. საერთოდაც, პირველ წუთზე მორატას მეტი აგრესია და ცივსისხლიანობა უნდა გამოეჩინა, რომელიც დაწინაურების საშუალებას მოგვცემდა. შინაურ ასპარეზზე გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ფსიქოლოგიური სტაბილურობა სწორედ ასეთი ხერხით არის მიღწევადი”.

“სტაბილურობა ჯერ კიდევ მოსაპოვებელი გვაქვს, რადგან ამ კუთხით თავი მხოლოდ რამდენიმეჯერ წარმოვაჩინეთ. პირველ ნახევარში იყო ეპიზოდები, როდესაც ზონებს შორის საკმაო სიცარიელეს ვტოვებთ.. ამის ნაცვლად კი მეტი სისწრაფე, ცივსისხლიანობა და აგრესია უნდა შევიძინოთ ბურთის ფლობისას. არ უნდა ვჩქარობდეთ და მეტოქის კარს თავქუდ მოგლეჯილი არ უნდა ვაწყდებოდეთ”.

სანაკრებო პაუზა იდეალურ დროს დაემთხვა, რადგან ოქტომბერში კლუბს მძიმე გრაფიკი აქვს და ძალების აღდგენის თვალსაზრისით მცირე შესვენებას იდეალურად გამოიყენებენ:

“ძალები უნდა აღვიდგინოთ და ფეხბურთელების გამოჯანმრთელებას დაველოდოთ. საბედნიეროდ ჩემპიონთა ლიგის საწყის ორ მატჩში გამარჯვება მოვიპოვეთ და ამიტომაც სრული კონცენტრირება შინაურ ასპარეზზე უნდა მოხდეს. სტაბილურობას უნდა მივაღწიოთ მინდორზე, რაც კალჩოში პოზიციების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. ჩვენთვის სეზონი 10 სექტემბერს დაიწყო, როდესაც კლუბში თითოეულმა ფეხურთელმა თავი მოიყარა. შედეგად მოთმინებაა საჭირო მათი საბოლოო შეთამაშებისთვის. ვითარება ოდნავ დასტაბილურდა, მაგრამ პროგრესირება კიდევ გვესაჭიროება.. ამასთან ერთად ნუ დავივიწყებთ საკმაოდ ახალგაზრდულ შემტევ ხაზს..”

“ხედირა? თავდაპირველად მცირე დისკომფორტს განიცდიდა სათამაშო ტემპთან დაკავშირებით, მაგრამ მცირე დრო დასჭირდა ადაპტირებასთან. იგი ნამდვილი ჩემპიონია და საკუთარი საქმის დიდი პროფესიონალი. დარწმუნებული ვარ სემი კიდევ უფრო მოუმატებს”.

წყარო: Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jjj jjj
8 years ago

ხედირა დაბალი დონე კი არა შუშისაა და ვიდალი პირადად მე ბევრად მირჩევნია – :forza: ყველაფრით… თორე უკლასო, მსოფლიო ჩემპიონი ვერ ხდება :yes:

Gio Darja
8 years ago

სად არის ის ხალხი ხედირას რო დაბალი დონის ფეხბურთელს უწოდებდნენ და არაფრად აგდებდნენ ? ტიპი დაბრუნდა და ნახევარდაცვა რაღაცას დაემსგავსა, მარკიზიოს დაბრუნების შემდეგ მეტად ძლიერები გავხდებით, მანჯუკიჩიც დაგვემატება, ძაძა მკვლელია ზამენიდან

vaxo turqadze
8 years ago
Reply to  Gio Darja

არ ვიცი ძმაო,საიდან დაასკვნეს რომ ხედირა დაბალი დონეა ჩემამდე არ დადის,ფეხბურთს არ უნდა უყურო ხედო რომ ჭ კლასი გგონია საერთოდ :blin: :blin: :blin: ,მარტო გერმანია-ბრაზილია უნდა ჩაურთო მაგ ხალხს და აყურებინო რას წარმოადგენს სამი :love:

პიერო 10
8 years ago

საღოლ ალეგრი ეგრე გააგრძელე :forza:

vakhtangi
8 years ago

ცაეთრიე ალეგრი რა აქედანნ

8 years ago

ხედირამ მემგონი დაალაგა ნახევარდაცვა, ბიჭებიც უფრო შეეჩვივნენ ერთამენეტს… მარკიზიო დაბრუნდება და პოგბა მარკიზიო ხედირა, ცჰაკეტავს ყველაფერს ნახევარდაცვაში…

jek17
8 years ago

მორატა და კვაგრადო აუცილებლად უნდა შეგვრჩეს,ძაან მრავალფეროვანია შეტევაში კვადრადოც და მორატაც,სერიოზული ძალაა.ძაძაც როგორ კარგად თამაშობს,ჩემი აზრით დაახლოებით სეზონის მეორე ნახევარში სერიოზული გუნდი გვეყოლება. :juvee:

jek17
8 years ago

ნელნელა შედის ალეგრი ფორმაში,მე ყოველთვის მეჯერა ამ მწრთნელის,კონტესგან განსხვავებით ეს ძაან თავდაჯერებულია,ამის სიმაგრე იმაშია რო სხვა მწვრთნელებისგან განსხვავებით ვისაც მოუყვანენ იმასთანაც შეუძლია წარმატებას მიაღწიოს,კონტე კიდე გაიქცა ამის გამო და ალეგრიმ იმ გუნDით თითქმის ყველაფერი მოიგო :forza: ,ბრავო მაქს.კონტეს სტილი კიდე საერთოდ არ მომწონდა თამაშის,ძაან შEშინებულ თამაშს თამაშობდა და ეგ იუვეს არ შეეფერება.ჩემი აზრი მაინც ყოველთვის ასეთი იქნება,კონტე არის ის მწვრთნელი რომელიც დაშლილ,გაუბედურებულ გუნდს შეათამაშებს და მერე უკვე აღარ იცის რა ქნას

პიერო 10
8 years ago
Reply to  jek17

მეც მევასება ალეგრი …. კონტე მართლაც ჩმორი იყო

jjj jjj
8 years ago

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე დაცვა ძალიან არ მომეწონა!!! კუადრადო რამდენადაც კაია შეტევაში, იმდენად ცუდია დაცვაში, რაც გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა… ვერ ეხმარებოდა დაცვას და ზონებში დირები რჩებოდა, ეს ბებერი ბარძალი რამდენს შეიძლებს არ ვიცი)) არ ვადარებ, მაგრამ ლიხტა უფრო აბალანსებს ფლანგს ვიდრე კვადრატა, მასტს შეტევაც ერთ დონეზე შეუძლია და დაცვაც. ასე რომ თუ გვინდა კვადრადოს შემტევი და ლიხტას დაცვითი პოტენციალი ბოლომდე ავითვისოთ სათამაშო სქემა უნდა შეიცვალოს და 4-5-1 ინსაიდებზე უნდა გადაეწყოს გუნდი. მარცხენა ინსაიდია ცოტა საპრობლემო, მორატა არ მინდა შეეწიროს მაგას… არადა როგორ მევასება მორო და რა მრავალმხრივი თავდამსხმელია :love:

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x