ბიანკონერები ეროვნულ ნაკრებებში მიიწვიეს
ტურინის “იუვენტუსის” შემადგენლობიდან ეროვნულ ნაკრებებში ერთბაშად 15 ფეხბურთელს უხმეს.განსაკუთრებით აღსანიშნავია, პაულო დიბალას სადებიუტო მიწვევა არგენტინის ეროვნულ გუნდში და ალვარო მორატას დაბრუნება ფურია როხაში.იტალიის ეროვნული გუნდი, რომლის შემადგენლობაშიც ჯიჯი ბუფონი, ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი, ანდრეა ბარძალი და სიმონე ძაძა იასპარეზებენ, 10 ოქტომბერს აზერბაიჯანს დაუპირისპირდება ბაქოში, 13 ოქტომბერს კი ნორვეგიას, რომში.U21 ნაკრების წევრი დანიელე რუგანი კი ჯერ სლოვენიის ახალგაზრდებს, შემდეგ კი ირლანდიის დუბლ შემადგენლობას გაეჯიბრება.ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ მოახლოვებული ევროპის ჩემპიონატის მასპინძლები, ფრანგები სომხებსა და დანიელებს დაუპირისპირდებიან.მარტინ კასერესი 8 ოქტომბერს ბოლივიას შეერკინება, 14 ოქტომბერს კი ხუან კუადრადოს კოლუმბიის ნაკრებს, მანამდე, “ჩელსის” ექს-ფლანგელი, პერუსთან გამართავს მნიშვნელოვან შეხვედრას.
პაულო დიბალასა და რობერტო პერეირას არგენტინის ნაკრები ბუენოს აირესში 9 ოქტომბერს ეკვადორს უმასპინძლებს, 14 ოქტომბერს კი პარაგვაის ქალაქ ასუნსიონს ესტუმრება.ნაკრებში დაბრუნებულ ალვარო მორატას ლუქსემბურგთან და უკრაინასთან მოუწევს ძალების მოსინჯვა, მარიო ლემინა გაბონის ნაკრებთან ერთად ჯერ ტუნისს, შემდეგ კონგოს გაეჯიბრება.დაგვრჩა მხოლოდ მარიო მანჯუკიჩი, რომელმაც სულ ახლახან მოიშუშა ტრავმა, თუმცა ამის მიუხედავად ნაკრებში მაინც უხმეს.ხორვატია 10 ოქტომბერს ზაგრებში ბულგარეთს უმასპინძლებს, 13 – ში კი მალტას ესტუმრება.
გარდა ამ 15 ფეხბურთელისა, ვინოვოს ბაზაზე რჩებიან ის მოთამაშეებიც, რომლებსაც აუცილებლად მიიწვევდნენ ნაკრებში რომ არა ტრავმები.ამის კარგი მაგალითი კლაუდიო მარკიზიოა, რომლისთვისაც კონტეს ნაკრების კარი მუდამ ღიაა, მსგავსი სიტუაციაა მწვანე მინდორზე ახლახან დაბრუნებულ სამი ხედირასთან, განელები კვადვო ასამოას უფრთხილდებიან, შვეიცარიელები კი მოუთმენლად ელიან შტეფან ლიხტშტაინერის გამოჯანმრთელებას.სელესაოს სიაში ველოდით ნეტუსაც, თუმცა დუნგამ მის გარეშე გადაწყვიტა ასპარეზობა, მანვე არ გამოიძახა არც ალექს სანდრო.
არანაირი სურვილი არ მაქვს მორატა ნაკრების ძირითადში რიო დააყენონ (ცუდია რო დიეგო კოსტას აღარ იძახებენ) … მორატამ თუ აკრიფა – ფურია როხას გაჩერება ძალიან ძნელი იქნება და ალბათ შეუძლებელი
ფიფამ შესანიშნავი ტურნირი – კონფედერაციის ტასი შეკვეცა და ლამის გააუქმა .. სანაცვლოდ მარათონული შესარჩევი ციკლი შემოიღო … ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა/ რომ ბლატერი და მისი ხროვა ნაგავი იყო
ძალიან უაზრო სისტემაა შემორებული ლათინურ ამერიკაში – რად უნდათ 18 ტურიანი შესარჩევი ციკლი ? დაყონ 10 გუნდი 5-5 იან ჯგუფებად … ან წარა მარა ერთამენთში რო ატარებენ ამხანაგურებს არ ჯობია ამერიკაში ან ევროპაში შეხვდნენ ევრო გრანდებს … კომერციულადაც უფრო მომგებიანი იქნება და მიმზიდველი
ვაა დიბალა მიიწვიეს არგენტინაში ვაფასებ დიბალას იმის გამო რო კონტეს ცივი უარი უთხრა იტალიის ნაკრებში თამაშზე კონკურენციას რო არ შეუშინდა არგენტინაში ეს უკვე მომწონს მესისთან აგუეროსთან ათამაშოს იქნებ ხანდახან ისწავლოს იქ მაინც რამე აბა აქ ბრუცომ არავინ და არაფერი დაუტოვა მასწავლებლად და
პრემიერ ლიგა სანახაობრივად არი კარგი. ტორე ტაქტიკურად ახლოსაც ვერ მივა სერია ასტან ლა ლიგაც დაზაბულია. ანუ მე ვიდზახი რომ იკ ბევრი გოლები და ბურტი არ ცჰერდება და იმიტოა ტიტკოს კარგი. მაგიტო არააკ ინგლისის ნაკრებს შედეგი. ეხლა არვიცი და ადრე იტალიაში სკუდეტოს მოგებას მეტი მნიშვნელობა კონდა ვიდრე ლიგას. სკუდეტოს მოგებაა იკო კოველტვის დზნელი. იმიტორომ ტაქტიკურ და აზროვან ფეხბურტს ტამაშობენ. ხოლო ინგლისშ გაიგდე ბურტი და მიდიიიიი. 4-1 5-2 6-1 4-3 და ესეტი ანგარიშებია. ამიტო არააკ ნაკრებს შედეგი.