ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიპი:”ფლორენციელთა სათავეში ყოფნა არ არის შემთხვევითი”

მარჩელო ლიპი კალჩოში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრობს:“აღფრთოვანებული ვარ ფლორენციელების ასპარეზობით. მათ ძლიერი, ახალგაზრდული გუნდი ჰყავთ, რომელსაც სათავეში პაულო სოუზა უდგას. ცალკე აღნიშვნის ღირსია ხელმძღვანელობა, რომელიც მზად არის ყველაფერი გაიღოს კლუბის კეთილდღეობისთვის. სოუზა? მას ჯერ კიდევ ტურინიდან ვიცნობ და ჩვენ ხშირად გვისაუბრია სხვადასხვა საკითხზე. მისი შეხედულებების მოსმენისას კი ნათელი ხდებოდა თუ რაოდენ პროგრესული ხედვა გააჩნდა. მას ყველა ის რესურსი აქვს, რომლითაც წარმატებას მიღწევს. აქვე მსურს მონტელას ხსენებაც, რომელის სამ წლიანი მუშაობა წყალში არ ჩაყრილა. სწორედ მის ხელში ისწავლა ფიორემ ბურთის საიმედო კონტროლი. დანარჩენ კლუბებზე რა უნდა ითქვას.. რომა და იუვე ბრუნდებიან, ხოლო ინტერი ჯერჯერობით ისევ სათავეში იმყოფება.. ლამაზ ფეხბურთს გვაჩვენებს სარის ნაპოლი.. მილანი? მიჰაელოვიჩი ძლიერი სპეციალისტია, რომელსაც არაფერი აშინებს, მაგრამ უშუალოდ მილანს გარკვეული შიში აქვს მინდორზე. მათ ეხლა უფრო მეტად ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ ვიდრე ტაქტიკური”.

წყარო: football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

4 გუნდში უნდა მოხვდნენ ცენტრი ერთერთი საუკეთესო ყავთ იტალიაშია იუვეს და რომას მერე საუკეთესოც შეილება ინტერთან ერთად ვალერო სუარესი ფერნანდეში ილიჩიჩი რომელსაც შემტევი ნახევარდაცვაც და ფორვარდიც შეულია და კაი გუნდია რა :chuvak:

lasha naxucrishvili
8 years ago

დროებითი კია

პიერო 10
8 years ago

სეზონის ბოლოს იქნებია 5-8 ადგილეზე

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x