ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ხედირა:”იუვეს საუკეთესო გულშემატკივრები ჰყავს”

“მთავარია გამარჯვება, მითყუმეტეს ამდენი იმედგაცრუების შემდეგ შინაურ არენაზე მოპოვებულ წარმატებას ოქროს ფასი აქვს. გულახდილად გეტყვით იუვეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ერთგული ტიფოზერია ჰყავს, რომელიც უსაზღვროდ დიდ მოტივაციას გვძენს. გაშვებულ ბურთს აგრესიულ სტილში ვუპასუხეთ.. ინტენსიური და შემტევი ტაქტიკა დავუპირისპირეთ, რამაც შედეგი მალევე გამოიღო. განსაკუთრებით მეორე 45 წუთში ისეთ ტემპში ვდომინირებდით, რომელმაც ბოლონიას არანაირი შანსი არ დაუტოვა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ეს იყო ჩემი პირველი მატჩი სერია ა-ში საშინაო სტადიონზე და მისი გამარჯვებით დაწყება ორმაგად სასიამოვნოა. თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ. გუნდის სამედიცინო შტაბი ნამდვილი პროფესიონალებისგან არის შემდგარი, რადგან 4 დღეში ორ შეხვედრაში მივიღე მონაწილეობა, რაც შთამბეჭდავი შედეგია. ეხლა კი მომიწევს ორ კვირიანი უთამაშებლობა და ინტენსიური წვრთნები, რადგან გუნდს მეტად გამოვადგე”– განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სამი ხედირამ.

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
la bella signora
8 years ago

აბა რა ხედირინიო ჩვენ საუკეთესო გულშემატკივრები ვართ <3 ნებისმიერ შემთხვევაში იუვე გვიყვარს <3 ასე რომ კარგი ბიჭი ხარ შენ ეს რომ აღნიშნე <3 :forza: :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee:

lasha naxucrishvili
8 years ago

შეიძლება ბრაუზერმა ბევრი არასაჭირო ფაილი დააგროვა და მაგიტო. Ccleaner-ი მოხსნის მაგ პრობლემას ან FLASH PLAYER და ბრაუზერის ხელახლა ჩაწერა.

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

მე არ მაქ მსგავსი პრობლემა ნამდვილად :no

svani
8 years ago

ისე ადმინების გასაგონად მინდა ვთქვა: ძალიან ცუდად იტვირთება პირველი შემოსვლის დროს საიტი. მარტო ჩემთან ჭედავსავით თუ სხვასთანაც ეგრეა ? ეს პრობლემა დაიწყო რაც თავში მოძრავი ნიუსები რომ დაამატეთ. ჩემი აზრით სრულიად ზედმეტია და ამავდროულად არაესთეტიური. ჯობია საერთოდ გაუქმდეს.

ნუ ეს ჩემი აზრია და ვისაც იგივე პრობლემა აქვს ალბათ დამეთანხმება

jjj jjj
8 years ago

შეფასებები დადეთ რა :roll:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ჯერ იყო შვაინას დავუჩოქეთ ახლა ეს ნახეთ მემგოონი უბრუნდება მსოფლიო მის მმართველებს :chuvak: :lool: ისე ყველა ომი ამათი დაწყებული როგორაა ან სუ მცირედი წაქეზებული რომის დანგრევიდან დაწყებული მეორე მსოფლიო ომის ჩათვლით :chuvak:

http://m.bbc.com/sport/football/3
4454474

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ლინკი მთლიანად დააკოპირეთ და ნახავთ ვიდეოს :chuvak:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ისე ხედოს გოლით ჩემმა მეგობარმა მოიგო 500 ლარი გამაზული ქონდათ რო ხედო იუვეში კარიერის მანძილზე გოლს ვერ გაიტანდა ამანაც გაიტანსო რა იცი რა ხდებაო და :chuvak: :lool:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

აი რას ნიშნავს იყო პროფესიონალი :chuvak:

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x