ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” 3-1 “ბოლონია” ( ფეხბურთელების შეფასებები )

გთავაზობთ “ბოლონიასთან” შეხვედრაში მონაწილე ფეხბურთელების შეფასებებს.

ბუფონი 5,5 – გაშვებული გოლის ეპიზოდში მაინცდამაინც დამაჯერებელი არ იყო, ამ მომენტის შემდეგ კი უბრალოდ თვალყურს ადევნებდა მატჩს.

ბარძალი 6 – ასპარეზობს როგორც ცენტრალური მცველის, ისე მარჯვენა ტერცინოს პოზიციაზეც.სწავლა არასდროსაა გვიანი.

ბონუჩი 6 – გაანეიტრალა დესტრო, იტალიელ ფორვარდს მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთი მომენტიც არ ჰქონია.ლეომ ბოლონიელებთან შეხვედრაში თავი უფრო მეტად არბიტრთან საუბრით დაგვამახსოვრა.

კიელინი 6 – მუნიეს გოლი სწორედ მის სინდისზეა, მაგრამ სხვა ეპიზოდებში დამაჯერებელია.საუკეთესოა ბიანკონერებს შორის ჩაჭრების მხრივ, ჯორჯომ ცხრაჯერ შეაფერხა მეტოქის შეტევები.

კუადრადო 6,5 – ალეგრის არასტანდარტული იარაღი, სწრაფი, ტექნიკური ფლანგელი.სიზუსტის მხრივ აშკარად მოსამატებელი აქვს.

ხედირა 7 – გამოცდილი და მაღალი დონის რვიანი საიმედოდ და ჭკვიანურად მოქმედებს.

ასამოა – შეფასების გარეშე.

ერნანეში 6 – საყრდენად ბრაზილიელს ნამდვილად არაუშავს, გამთამაშებლის პოზიცია კი ვერაფრით აითვისა.

ლემინა 6 – გაფრთხილება და კიდევ ერთი ფოლი, გაძევებას გადაურჩა.მოედანზე მხოლოდ 26 წუთი გაატარა და აქტიურიც იყო, იბრძოლა, მაგრამ ხისტად თამაშობდა.

პოგბა 6 – დამაკმაყოფილებელი შეფასება მიიღო, თამაშობს ტექნიკურად, ელეგანტურად, მიჯრით სცდება რამდენიმე მეტოქეს.ფრანგისგან უფრო გუნდურ ასპარეზობას ველით.

ევრა 6 – თამაშობს ხან ვინგერის, ხანაც მარცხენა მცველის პოზიციაზე.გაშვებული გოლის მომენტში მეტად ყურადღებით უნდა ყოფილიყო, სხვა შემთხვევაში დამაჯერებელია.

დიბალა 6,5 – პოგბას მსგავსად ისიც ელეგანტური, ტექნიკური და მაღალი კლასის მოთამაშეა.შესანიშნავად შეეწყვილა როგორც მორატას, ისე კუადრადოს.იუვეში მას დიდი მომავალი ელის.

მორატა 7 – მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი რომ გახდა, ამას ზედმეტი საუბარი არ სჭირდება.მონაწილეობა მიიღო სამივე გოლში, 7,5 ან 8 დაიმსახურებდა, ორი უეჭველი მომენტი რომ გამოეყენებინა.თუმცა, საჭირო დროს ალვარომ მაინც გაისროლა.

ძაძა – შეფასების გარეშე.

ალეგრი 6,5 – ისევ 3-5-2 და 4-3-3 ტაქტიკების ნაზავით ასპარეზობს.აკონტროლებს მთლიან შეხვედრას, საჭირო დროს იყენებს ცვლილებებს.

წყარო : La Stampa

 

15 thoughts on ““იუვენტუსი” 3-1 “ბოლონია” ( ფეხბურთელების შეფასებები )

  1. აი რა შორს უნდა იყო ფეხბურთისგან და რა სუბიექტური უნდა იყო პახოდუ რო ყველა სტატიაზე ძაძა ძაძას გაიძახდე, ამდენი უაზრობა არცერთ საიტზე არ იწერება, ჩვენთან ნამდვილი ბაჯაღლო მარგალიტები ეძრობა

  2. დიბალა და მორატა :love: სადაც ლემინამ მიიღო 6, იქ ძაძასაც ეკუთვნოდა 5 :mrgreen: დიბალა არაა ცენტრფორვარდი, რით ვერ გაიგო ალეგრიმ? დრიბლინგი, პასი და დარტყმა)) ფიზიკაში უსუსტესია, მაგრამ პოზიციას ირჩევს :up:

  3. ეს გაძეტას შეფასებებია. ლასტამპა უფრო უკეთეს, რეალურ და ობიექტურ შეფასებებს დებს ხოლმე. ეს მილანური გაზეთის შეფასებები ხანდახან ისეთია, გეგონება ავტორს თამაშისთვის საერთოდ არ უყურებიაო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.