ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” 3-1 “ბოლონია” ( ფეხბურთელების შეფასებები )

გთავაზობთ “ბოლონიასთან” შეხვედრაში მონაწილე ფეხბურთელების შეფასებებს.

ბუფონი 5,5 – გაშვებული გოლის ეპიზოდში მაინცდამაინც დამაჯერებელი არ იყო, ამ მომენტის შემდეგ კი უბრალოდ თვალყურს ადევნებდა მატჩს.

ბარძალი 6 – ასპარეზობს როგორც ცენტრალური მცველის, ისე მარჯვენა ტერცინოს პოზიციაზეც.სწავლა არასდროსაა გვიანი.

ბონუჩი 6 – გაანეიტრალა დესტრო, იტალიელ ფორვარდს მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთი მომენტიც არ ჰქონია.ლეომ ბოლონიელებთან შეხვედრაში თავი უფრო მეტად არბიტრთან საუბრით დაგვამახსოვრა.

კიელინი 6 – მუნიეს გოლი სწორედ მის სინდისზეა, მაგრამ სხვა ეპიზოდებში დამაჯერებელია.საუკეთესოა ბიანკონერებს შორის ჩაჭრების მხრივ, ჯორჯომ ცხრაჯერ შეაფერხა მეტოქის შეტევები.

კუადრადო 6,5 – ალეგრის არასტანდარტული იარაღი, სწრაფი, ტექნიკური ფლანგელი.სიზუსტის მხრივ აშკარად მოსამატებელი აქვს.

ხედირა 7 – გამოცდილი და მაღალი დონის რვიანი საიმედოდ და ჭკვიანურად მოქმედებს.

ასამოა – შეფასების გარეშე.

ერნანეში 6 – საყრდენად ბრაზილიელს ნამდვილად არაუშავს, გამთამაშებლის პოზიცია კი ვერაფრით აითვისა.

ლემინა 6 – გაფრთხილება და კიდევ ერთი ფოლი, გაძევებას გადაურჩა.მოედანზე მხოლოდ 26 წუთი გაატარა და აქტიურიც იყო, იბრძოლა, მაგრამ ხისტად თამაშობდა.

პოგბა 6 – დამაკმაყოფილებელი შეფასება მიიღო, თამაშობს ტექნიკურად, ელეგანტურად, მიჯრით სცდება რამდენიმე მეტოქეს.ფრანგისგან უფრო გუნდურ ასპარეზობას ველით.

ევრა 6 – თამაშობს ხან ვინგერის, ხანაც მარცხენა მცველის პოზიციაზე.გაშვებული გოლის მომენტში მეტად ყურადღებით უნდა ყოფილიყო, სხვა შემთხვევაში დამაჯერებელია.

დიბალა 6,5 – პოგბას მსგავსად ისიც ელეგანტური, ტექნიკური და მაღალი კლასის მოთამაშეა.შესანიშნავად შეეწყვილა როგორც მორატას, ისე კუადრადოს.იუვეში მას დიდი მომავალი ელის.

მორატა 7 – მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი რომ გახდა, ამას ზედმეტი საუბარი არ სჭირდება.მონაწილეობა მიიღო სამივე გოლში, 7,5 ან 8 დაიმსახურებდა, ორი უეჭველი მომენტი რომ გამოეყენებინა.თუმცა, საჭირო დროს ალვარომ მაინც გაისროლა.

ძაძა – შეფასების გარეშე.

ალეგრი 6,5 – ისევ 3-5-2 და 4-3-3 ტაქტიკების ნაზავით ასპარეზობს.აკონტროლებს მთლიან შეხვედრას, საჭირო დროს იყენებს ცვლილებებს.

წყარო : La Stampa

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

15 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
10 years ago
Reply to  Gio Darja

:lool:

jjj jjj
10 years ago
Reply to  Gio Darja

:up: :yes: :mrgreen:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane
Reply to  jjj jjj

მეეჭვება დედამისი ქომაგობდეს ასე ძაძას :no :lool:

jjj jjj
10 years ago

დიბალა და მორატა :love: სადაც ლემინამ მიიღო 6, იქ ძაძასაც ეკუთვნოდა 5 :mrgreen: დიბალა არაა ცენტრფორვარდი, რით ვერ გაიგო ალეგრიმ? დრიბლინგი, პასი და დარტყმა)) ფიზიკაში უსუსტესია, მაგრამ პოზიციას ირჩევს :up:

Di Francesco # 1
10 years ago

Leminam Ra gaaketa? Zazam 3jer mcvels iseti burti waarva maset burtebs manzukiebi Da diabalebi shoridan durbindit akvirdebian

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ძაზამ რა გააკეტა ბოლონიასთან? :lool:

juveboy-leo
10 years ago

mgoni finansuri problemebi qonia bokas,
apacheti estudiantesic interesdebao,tavad tevesi arariso winaagmdegi juveshi dabrunebis

juveboy-leo
10 years ago
Reply to  juveboy-leo

kiarada korintiansi

juveboy-leo
10 years ago

visac xeli migiwvdebat targmnet pabracki
apacheze sensaciuri ambebi vrceldeba. . :forza:

au eg tu moxda da apache dabrunda ai mere gaiwiiet italia da evropaaaa!!!!!!!!!!!!!!
:juvee:

juveboy-leo
10 years ago

rao rao ?????
karlitosi brundebao??????
app.football-italia.net/?referrer=www.football-italia.net#article/footballitalia-74002&menu=news-all

:forza:

marchisio8
10 years ago

Dა ტაქტიკური ანალიზები ასწორებდა ადრე რო იყო,თუ იშოვება გაასწორებდა :forza:

Vecchia_Signora
10 years ago

ეს გაძეტას შეფასებებია. ლასტამპა უფრო უკეთეს, რეალურ და ობიექტურ შეფასებებს დებს ხოლმე. ეს მილანური გაზეთის შეფასებები ხანდახან ისეთია, გეგონება ავტორს თამაშისთვის საერთოდ არ უყურებიაო.

lexo doreuli
10 years ago

რა კარგია, შეფასებების დადება სისტემატიური რომ გახდა :forza:

Di Francesco # 1
10 years ago

Leminaze meti AR gaaketa zazam?

| Newsphere by AF themes.
15
0
Would love your thoughts, please comment.x