ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნედვედი: ” მორატას მხოლოდ “იუვეში” ვხედავ”

პაველ ნედვედს არ სურს, რომ ალვარო მორატამ მოქმედი სეზონის დასრულების შემდეგ, უკან მადრიდის “რეალს” მიაშუროს. ტურინში გატარებული წლის შემდეგ ესპანელი ფეხბურთელი “ბიანკონერის” გულშემატკივარმა ძალიან შეიყვარა, მასთან განშორება არც “იუვენტუსის” დირექტორს სურს. ოქროს ბურთის მფლობელი ჟურნალისტებს გოლფის ჩემპიონატთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე ესაუბრა…

” მორატა ჩვენს მფლობელობაშია და მას მხოლოდ “იუვეში” ვხედავ. ესპანელი ძალიან კარგი ფეხბურთელია და ვფიქრობ, ჯერ მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების 60% -ს ჩვენებს. შეგვიძლია თუ არა ჯერ კიდევ “სკუდეტოს” მოგება? ამაზე ახლა ვერ ვიფიქრებთ, ძალიან ადრეა. ტრავმების გამო, არც ისე კარგი სტარტი გვქონდა, მაგრამ მჯერა, რომ ძლიერი გუნდი გვყავს. მაროტამ და პარატიჩიმ კარგი სამუშაო შეასრულეს, ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების კარგი ნარევი გვყავს. საკუთარი ძალების გვწამს, რადგან ტექნიკური თვალსაზრისით, მაღალ დონეზე ვართ. რამდენიმე თამაშში არ გაგვიმართლა, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გამარჯვება საბოლოოდ არ გამოგვივიდა. ”

“დიბალა? პაულოს ყველაფერი აქვს, რომ ფენომენი გახდეს. ტექნიკური თვალსაზრისით, ბადალი არ ჰყავს, იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე ველოდი. რაც შეეხება პოგბას, ყოველთვის ღიად ვამბობ, ნაკლებად უნდა ითამაშოს, იყოს ნაკლებად მიმზიდველი და მეტად კონკრეტული. ჯერ ახალგაზრდაა, დრო აქვს, რათა სუპერვარსკვლავი გახდეს. რაც შეეხება ბუფონს, შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, მისი ოქროს ბურთის ნომინანტთა სიაში არ შეყვანა ჩემთვის უცნაურია. ” -განუცხადა ჟურნალისტებს ნედვედმა.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

დიბალა დიდი ბიჭი გაიზრდება დიდი :forza: :forza: :forza: პოგბაც ჩადგება ფორმაში მალე და :vashaa: :yeah:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x