ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მანჯუკიჩი ტურინში ბრუნდება, პოგბა სომხებთან ვერ ითამაშებს

ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციამ მარიო მანჯუკიჩის ტურინში დაბრუნება გადაწყვიტა.ანტე სასიჩმა ექიმ ბორის ნემეჩთან კონსულტაციის შემდეგ ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის დატვირთვა არ გარისკა და სამკურნალოდ იგი კვლავ ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე განამწესა.სამედიცინო შტაბის განმარტებით, ფორვარდს ფორმაში ჩასადგომად კიდევ ორი კვირა მაინც დასჭირდება.ამგვარად, ხორვატებს ბულგარეთთან და მალტასთან დაპირისპირებების გამართვა ძირითადი შემადგენლობის წინახაზელის გარეშე მოუწევთ.რაც შეეხება პოლ პოგბას, ნახევარმცველს ტერფზე აქვს პრობლემები და დიდი ალბათობით, სომხეთთან ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას იგი ვერ მიიღებს.22 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ვარჯიშის დროს მიიღო და საქმეში ჩართვა ტურინელმა ექიმებმაც მოითხოვეს, მალე გადაწყდება, ჩაატარებს თუ არა ფრანგი მეორე შეხვედრას, რომელიც ხუთშაბათს გაიმართება.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x