ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარჯვენა მცველის ძიებაში..

სტეფან ლიხტშტაინერის მდგომარეობა ჯერ კიდევ ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.. ბიანკონერის აშკარად ესაჭიროება მარჯვენა მცველის პოზიციაზე გაზიარება და მითუმეტეს მაშინ როდესაც ძირითადი გუნდიდან მარტინ კასერესია გარიცხული. პირველ ნომრად სახელდება სასუოლოს ხორვატი ფეხბურთელი ვრსალკო, რომლის სანაცვლოდ მოკრძალებული კლუბი 15 მილიონ ევროს ითხოვს. სხვათაშორის იანვარის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მაროტა ბერარდის საკითხის გადაწყვეტასაც ეცდება და რამდენად გამოუვა ეს ორი საკითხი რთულად სათქმელია. ვრსალკოს ხელში ჩაგდება ნაპოლისაც სურს, რომელიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბოლო წამამდე ცდილობდა ხორვატის შეძენას. ალტერნატიულ ვარიანტად სილვან ვიდმარი განიხილება, რომელიც ლიხტშტაინერის გუნდელია შვეიცარიის ნაკრებში. ვიდმარი ამ ეტაპზე უდინეზეს ღირსებას იცავს სადაც 2013 წლიდან მოყოლებული 52 შეხვედრა გამართა და ორი გოლის გატანა მოახერხა.

წყარო: tuttosport

11 thoughts on “მარჯვენა მცველის ძიებაში..

  1. აუვ ვინდოუსს 10-ზე განახლდა და დავიტანჯე დაჯდომა აღარ მინდა კომპიუტერთან. ხო არ იცით ვინმემ რა გავაკეთო, რომ ისევ 7-ზე დაბრუნდეს? :loool:

  2. ეს კასერესი რაზე გარიცხეს? ავარია მოუვიდა კაცს ძალით ხო არ უნდოდა? მაშინ საქართველოში 99 პროცენტი გასარიცხია. :)

  3. მატიელო რომ მარცხენაა?! :mda: ძაპასკოტაც ვერ ხაზავს :yes: დარმიანის გაშვებისთვის თვალები აქვს ამოსაჩიჩქნი, თვალები!!! :yes:

  4. როგორც მილანს სჭირს “ჯენოამანია”, ისე ჩვენ “სასუოლომანია” :mrgreen: ბერარდი ჩვენი უნდა იყოს და ვრსალკოც არაა ცუდი, მაგრამ რატომღაც მე ვიდმერი მირჩევნია :yes:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.