ტურინელები კუადრადოს საკითხზე მუშაობას იწყებენ
პრობლემატური პერიოდის შემდეგ ბიანკონერის თავკაცმა თითქოს მიაგნო იმ ფორმაციას, რომელიც კლუბს ჩვეულ პოზიციას დაუბრუნებს. ალეგრი წარმატებულად იყენებს 4-3-3-ს და 3-5-2-ს სინქრონულ რეჟიმში.. ხუან გილერმო კუადრადოს როლი ამ გადაწყვეტილება დიდია. ფეხბურთელის მახასიათებლებიდან გამომდინარე გუნდს საჭიროებისამებრ შეუძლია რამდენიმე ტაქტიკური მოდულით თამაში. შესაბამისად ხელმძღვანელობა უკვე ამ წამიდან იწყებს მუშაობას ჯერ კიდევ ჩელსის საკუთრებაში მყოფი სამხრეთ ამერიკელის ოფიციალურად გაფორმებას. უახლოეს პერიოდში ლონდონში ოფიციალური შეხვედრა შედგება, სადაც მხარეები კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე უნდა მივიდნენ. ტურინელებს იმედი აქვთ, რომ ბრიტანელ კოლეგებთან 20 მილიონის რადიუსში და პლიუს სხვადასხვა სახის ბონუსით მიაღწევენ შეთანხმებას. თავად ფეხბურთელს კალჩოში სურს კარიერის გაგრძელება, რაც დამატებითი ხელშემწყობია მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებისთვის.
წყარო: tuttosport
კვადრატა კაი ბიჭია
ხო სულ ვფიქრობდი 4-3-3 მოდელია თუ 3-5-2?! თურმე ორივე ყოფილა
ბარძალის საღოლ ძმაო რაა, ამ ხნის კაცია და ბევრ ახალგაზრდა მარჯვენა მცველს ჯობია, გინდ პასით, დაცვით, შეტევით და გინდ სისწრაფით და რიოკით
რუგანიმ უნდა ისწავლოს ბევრი ანდრეასგან, თან რუგანი ნომინალური ცენტრის მცველი არაა, მარჯვენა ფლანგზეც აქვს ნათამაშები…