ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნეტო:”თითოეული მატჩისთვის მაქსიმალურად ვემზადები”

Filo Diretto-ს მორიგი სტუმარი ბრაზილიელი მეკარე ნეტო იყო, რომელმაც რამდენიმე საინტერესო კითხვას უპასუხა. ზემოთხსენებული გადაცემა იუვეს ოფიციალურ არხზე გადის:

მომზადება

“ყოველ დღე იმ განცდით გავდივარ მინდორზე, რომ თამაშის უფლება მომეცემა. ასეთი მენტალიტეტი მაქვს.. მცირეოდენი შანსიც კი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო”.

ჩემპიონთა ლიგა

“ევროპაში მიღწეული წარმატების ხარჯზე ფსიქოლოგიური მდგომარეობა გავიუმჯობესეთ. ორ მატჩში ექვსი ქულის მოგროვება ფანტასტიური შედეგია. ამ საოცარი ჰიმნის მოსმენა ნებისმიერს დამუხტავს საბრძოლველად”.

გუნდი

“ძლიერი კოლექტივი გვყავს და თითოეულის როლი უდიდესია. როდესაც უკლებლივ ყველა ტრავმირებული დაგვიბრუნდება, სწორედ მაშინ გავაუმჯობესებთ სატურნირო მდგომარეობას. საკუთარი პოტენციალის შესახებ ბრწყინვალედ მოგვეხსენება და გვესმის თუ რაოდენ წინ შეგვიძლია წასვლა”.

ინტერესები

“სპორტის ნამდვილი ფანატი ვარ. ფეხბურთის გარდა კალათბურთის და ტენისის დიდი მოყვარული გახლავართ. თავისუფალ დროს კი შინ მეუღლესთან და ძაღლთან ერთად ვატარებ. მატჩის წინ კი ბრაზილიური მუსიკის მოსმენა მსიამოვნებს, რომელიც ოჯახთან გატარებულ დროს მახსენებს”.

უახლოესი მომავალი

“შემდეგ შეხვედრას ინტერთან გავმართავთ და ბუნებრივია მას დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა ის საჭირო თვისება გვაქვს, რომელიც გამარჯვების მოპოვებაში დაგვეხმარება და თან ეხლა პოზიტიური პერიოდი გვიდგას”.

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
la bella signora
8 years ago

კარგი ბიჭია ნეტო :) არის პერიოდი სადაც ჯიჯი არ თამაშობს და კარგი შემცლელი სჭირდება მას ასე , რომ ძალიან კარგია თუ ემზადები <3 :forza: :forza: :forza: :love: :love: :love:

გიორგი ნაჭყებია

რატომ ემზადები ნეტო? :roll:

soni 10
8 years ago

. Kidev erti mekare romelic jijis sheewireba )))) :forza:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x