ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანჩელოტიმ კალჩოში მიმდინარე პროცესები მიმოიხილა

კარლო ანჩელოტის ხილვა უსაქმოდ ფრიად უცნაურია, თუმცა იტალიელი სპეციალისტი მშვიდ გარემოში აკვირდება ფეხბურთის სამყაროში მიმდინარე პროცესებს. რეალის ექს თავკაცს იტალიის ჩემპიონატზე მოუხდა კომენტარის გაკეთება:“ამ ეტაპზე ორი კლუბი, რომელიც განსაკუთრებულად მესიმპატიურება აპენინებზე არის ფიორენტინა და ნაპოლი.. ფლორენციელებს, ვფიქრობ ყველაფერი აქვთ სასწაულის მოსახდენად.. მითუმეტეს დანარჩენ გრანდებს თუ გავითვალისწინებთ და მათ არასახარბიელო მდგომარეობას სოუზას ძალუძს ამ სასწაულის მოხდენა. ფუნდამენტი ჩაყრილია და საინტერესოა როგორ განვითარდება. აი მეორე კლუბი სარის ნაპოლია.. სხვათაშორის ამ ადამიანის მუშაობა ჯერ კიდევ ემპოლიში მომწონდა.. მოკრძალებული კოლექტივით იგი ლამაზ, შემტევ და აგრესიულ ფეხბურთს აჩვენებდა.. სწორედ იგივე და უფრო მაღალ საფეხურზე ხდება ნეაპოლიტანელთა რიგებში გადასვლის შემდეგ. იუვესთან თამაშისთვის არ მიყურებია, მაგრამ დარწმუნებული ვარ მეტოქე ლამაზ სტილში იქნა დამარცხებული. თავად ტურინელთა პრობლემები სახეზეა.. შეუძლებელია ვიდალის, პირლოს და ტევესის უმტკივნეულოდ შეცვლა. თუმცა, ახალგაზრდა ფეხბურთელებში იგრძნობა პოტენციალი და ერთად ვნახავთ როგორ შეძლებს ალეგრი მათ გამოყენებას. ჯერჯერობით სკუდეტოს ბედი ღიაა და იგი ფიორეს, ნაპოლის, რომას და იმავე იუვენტუსის გარშემო გათამაშდება. ეს ბუნებრივია კალჩოსთვის კარგია, მაშინ როცა იმავე ესპანეთში წინასწარვე ვიცით თუ ვინ გახდება ჩემპიონი.. ეს ან ბარსა ან რეალი იქნება”.

წყარო: Football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mamuka iosava
9 years ago

იყო და ამაზე ბევრად უკეთესი შემადგენლობაც ყავდა, მაგრამ…

svanchika
9 years ago

karlito rom ikos iuves mcvrtneli or celicadshi iuve ligas moigebda,igi magari lideri da propesionalia :up:

LB19
9 years ago

Inters daa.va :lool:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x