ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბა და მორატა ვინოვოს ბაზაზე ინდივიდუალურად ვარჯიშობენ

18 ოქტომბერს ტურინის “იუვენტუსი” უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს მილანში, ადგილობრივი “ინტერის” წინააღმდეგ.მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე მასიმილიანო ალეგრის გუნდი ტრავმებმა შეაწუხა, ალვარო მორატასა და პოლ პოგბას სანაკრებო ბატალიებზე მიღებულმა დაზიანებებმა გულშემატკივრები აანერვიულა, თუმცა საბედნიეროდ, საშიში არაფერია.კვირა დღე დასვენება იყო ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე, თუმცა არა ზემოთხსენებული ფეხბურთელებისთვის, მორატაც და პოგბაც სამწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდნენ და ინდივიდუალურად ვარჯიშობდნენ, ორივე მათგანის რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს და დიდი ალბათობით, ისინი ნერიაძურის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში უნდა იყვნენ.გუნდს უბრუნდება კლაუდიო მარკიზიოც, ამ მომენტისთვის ლაზარეთში მხოლოდ შტეფან ლიხტშტაინერი და მარიო მანჯუკიჩი რჩებიან, შვეიცარიელი კიდევ 3 კვირას მაინც იუქმებს, ხორვატი კი მწვანე მინდორზე სულ მალე უნდა დაბრუნდეს.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
LB19
8 years ago

Gushin bichebma ra magrad itamashes me mjera chveni nakrebis 2018shi msoplioze movxvdebi ai naxavt :davliot:

lexo doreuli
8 years ago

:forza: :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x