ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მორატამ რეალში დაბრუნებაზე უარი თქვა?

იტალიური პრესის მტკიცებით ფლორენტინო პერესი გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, აქტიურად ცდილობდა ალვარო მორატას მადრიდში დაბრუნებას, თუმცა ფეხბურთელისგან მტკიცე უარი მიიღო. მას შემდეგ რაც ახალგაზრდა ესპანელი შესაშურ ფორმაში შევიდა, არ წყდება საუბარი მისი რეალში დაბრუნების თაობაზე, მაგრამ როგორც ჩანს მორატა კარგად გრძნობს ტურინში თავს და სრულებითაც არ გეგმავს სადმე გადაბარგებას. ნებისმიერ შემთხვევაში პერეს მომავალი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კიდევ აქვს შანსი ხელში ჩაიგდოს ალვარო.. თავის მხრივ ჯუზეპე მაროტა მაქსიმალურად ცდილობს ამ ფაქტის წინააღმდეგ წასვლას, მაგრამ როგორც მორატას აგენტი აცხადებს თუ თავდამსხმელს ესპანეთში დაბრუნება მოუნდა ამაში მას ვერავინ შეუშლის ხელს.. ასეთი სცენარის შემთხვევაში იტალიელები 30 მილიონ ევროს ან ცოტათი მეტს გამოიმუშავებენ.. ციფრი დამოკიდებულია მორატას მხრიდან ჩატარებულ მატჩებზე იუვეს მაისურით.

წყარო: Football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
8 years ago

უნდა დაბრუნდეს

User234
8 years ago

არამგონია რომ უღირდეს დაბრუნება ძველ კლუბში. აქ კარგად გრძნობს თავს და თამაშების საშუალება ეძლევა, განვითარების და პროფესიონალად ჩამოყალიბების. გულშემატკივრებს უყვართ.

სავარაუდოდ, რეალი ისე მოექცევა როგორ “ხოშზეც” იქნება, ან ათამაშებენ და ან არა

Di Francesco # 1
8 years ago

Morata wkvianurad iqceva, am etapze realistvis aras tqma yvelanairad gamartlebulia 1 imitoro Tu reals martla unda da did imedebs amyareben amaze bolo wamamde AR sheeshvebian da moratas kide bevrjer eqneba ki_s tqmis sashualeba da 2 imitoro Tu moxda ise ro realisgan shesabamisi garantiebi ver miigo da iuveshi darcha, fanebistvis kargi minishneba iqneba ro iuventinod tvlis tavs. Me ufro mgonia ro dabrundeba realshi, neitraluri adamianis gadmosaxedidan vinc shexedavs am situacias 99% ityvis ro unda dabrundeso

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x