ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტურინელთა სატრანსფერო პოლიტიკის შეფასება

გასულ ზაფხულს ტურინელებმა 123 მილიონის ინვესტირება მოახდინეს სატრანსფერო ბაზარზე.. საერთო ჯამში 10 ახალი სახე გამოჩნდა.. ხელმძღვანელობამ აქცენტი ნიჭიერ ახალგაზრდებზე და საერთაშორისო გამოცდილების მქონე ფეხბურთელებზე გააკეთა. მათგან რამდენიმეს ადაპტაციასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა, თუმცა არიან ისეთებიც ვინც მომენტალურად შეეწყნენ კლუბს.. ასე მაგალითად ხუან კუადრადო. იტალიელმა ჟურნალისტებმა იუვეს ახალწვეულების შეფასება სამ გამოცდილ ადამიანს სთხოვეს.. ალესიო ტაკინარდის, ანდეა დ’ამიკოს და პიერპაოლო მარინოს. მათი აზრები გარკვეულ მოთამაშეებზე სხვადასხვაა, თუმცა ხედირასთან და კუადრადოსთან დაკავშირებით აშკარად ერთსულოვნება იგრძნობა.

ალექს სანდრო“მცირედით იმედგაცრუებული დავრჩი, რადგან მისი მახასიათებლები და ფასი აშკარად მეტის ამბიციას იძლევა”– განაცხადა მარინომ, რომელსაც მხარ დ’ამიკომაც აუბა:“ტურინელებმა დიდი ინვესტირება განახორციელეს და თან არ დაგვავიწყდეს სანდრო ამპლუით მცველია. იმედი მაქვს მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება, მას ეს შეუძლია უბრალოდ ჯერჯერობით საერთოდ არ ჩანს”. “უმჯობესია თუ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არ მივიღებთ. ფაქტია, რომ ეხლა ადაპტაციას გადის ახალ გარემოსთან”– ტაკინარდი.

კუადრადო – “მოხარული ვარ. შესაძლოა ალეგრი პერიოდულად ეჩხუბებოდეს, რადგან ინდივიდუალურად იცის ხოლმე თამაში, მაგრამ ამ მხრივათაც მესიმპატიურება. აგრესიული და ხისტია.. არ ერიდება 1-1 ზე თამაშს. შესაძლოა ისეთი ინდივიდუალიზმით არ იყოს დაჯილდოებული როგორც ტევესი, მაგრამ კოლუმბიელი დაეხმარება იუვეს შავი პერიოდის გადალახვაში”- ალესიო. “მხოლოდ საუკეთესოს თუ ვიტყვი, რადგან თითოეულ თამაში საკუთარ კლუბს რიცხობრივ უპირატესობას უქმნის. მისი როგორც სასტარტო ფიგურის გამოყენებას, ფუნდამენტალური შედეგი ექნება”- მარინო. “ფლანგებზე თავბრუდამხვევ სისწრაფეს გვაჩვენებს. იდეალურად მოერგო როლს. გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდება, მაგრამ მომავალი ჯერ კიდევ ბურუსითაა მოცული. ფიორედან ჩელსიში გადასვლამდე მისი ფასი ოქროდ ფასობდა, ხოლო ექვსი თვის შემდეგ..”- დ’ამიკო.

ხედირა “მთავარია ჯანმრთელად იყოს და მაშინ მის მოსვლას არავინ ინანებს. უდაოდ საუკეთესო შენაძენია”– მარინო. “მართალია ნახევარმცველი ორი თვით გამოაკლდა გუნდს, მაგრამ დაბრუნება და ახალი ტალღის აგორება ერთი იყო. თუ ტრავმები არ შეუშლიან ხელს, სამი საკუთარ პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესო გახდება”– დ’ამიკო. “საკვანძო ფიგურა შეიძლება რომ გახდეს.. როგორც თავის დროზე ზიდანი, ტევესი.. მოკრძალებული ლიდერები. ზემოთხსენებული შენაძენი ყველაზე ობიექტური და საჭირო იყო”.

ლემინა “კარგი ფეხბურთელია, მაგრამ აზრის გამოტანა ჯერ ნაჩქარევია”– დ’ამიკო. “პროდუქტიული ტრანსფერი.. მარიო თავს გამოიჩენს”– ტაკინარდი. “ნამდვილად დაიმსახურა მეტი სათამაშო დრო. თავისუფლად ძალუძს ძირითადის მოთამაშე გახდეს”– მარინო.

მანჯუკიჩი “ჩემი პირადი ფავორიტი ტურინელთა წინა ხაზში არიან მორატა – მანჯუკიჩი. ხორვატი ფანტასტიურია, უბრალოდ ველი როდის შევა ოპტიმალურ კონდიციებში”– დ’ამიკო. “შესანიშნავი ფორვარდია, მაგრამ ჯერ არ უჩვენებია რეალურად რა შეუძლია. დარწმუნებული ვარ აუცილებლად გვაჩვენებს საკუთარ მაღალ საშემსრულებლო კლასს”– მარინო. “ის საჭიროებს გუნდს, რომელიც მასსზე ითამაშებს ხოლო იუვე ჯერ არ არის ამისთვის მზად”– ტაკინარდი.

ძაძა“მცირე სათამაშო პრაქტიკის გამო რთულია მისი შეფასება. უმჯობესია მაშინ ვისაუბროთ როდესაც მეტად იაქტიურებს”– მარინო. “ბრწყინვალე ფეხბურთელია, უბრალოდ უნდა გაითავისოს ის ფაქტი თუ რას ნიშნავს შავ-თეთრი მაისური. შეუძლია ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი გახდეს, მაგრამ ამისთვის აუცილებელია თითოეული წუთის ისე ჩატარება თითქოს ეს უკანასკნელია”– ტაკინარდი. “მიჭირს რაიმეს თქმა, რადგან ჯერ კიდევ ვერ მივხვდი კლუბში რა როლი აკისრია” დ’ამიკო.

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
LB19
8 years ago

Chveni nakrebi rames ro shvebodes gavartyi saklubo pexburts mara sanam ase iqnebian manamde me piradad ar mixaria es sanakrebo tamashebi tu didi turnirebi araa msoplios da evropas vgulisxmob :chuvak:

lasha naxucrishvili
8 years ago

ვერავის ვერ გავამტყუნებთ, ჯერ ხო ძალიან გადაღლილები ჩანდნენ მეორე ის რო იშვიათად უწევთ სანაკრებო და მესამე მიზეზი კიდევ ძალიან ხშირად ცვლიან სასტავს ნაკრების მწვრთნელები მოკლედ მაგარი დაულაგებელი სიტუაციაა.იმიტომაცაა კლუბები რო უფრო საინტერესო საყურებელი.

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

დიბალა ცარიელი სურათით რა მაფიაა?

8 years ago

კარგია, კონტე წაუგლებლად თამაშს აჩვევს ნაკრებს… ტურინშიც ასე დაიწყო… ევროპაზე რაღაც უნდა ვქნათ…
მარკიზიო დაბრუნდება და კიდე უფრო დალაგდებიან… თან სახელით ითამაშებს იტალია და კაია :italy:

karlo baindurashvili
8 years ago

ფლორენციტოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო :chuvak:

Di Francesco # 1
8 years ago

Zaza shemova da gaatanabrebs, seba sastavshi unda daeyenebia

jek17
8 years ago

იტალიის თამაშის ლინკი დადეთ თუ შეგიძლიათ

vakhtang karchava
8 years ago
Reply to  jek17
soni 10
8 years ago

Gavartyi kontes da magis 5 mcvels to 5 mcvelit rogor agebs to da vistan jer ra kamandaa es nakrebi dzvel nakrebs ro sheeadaro sircxvilia to dzaan cudi taobaaa erti 2rs tu ar chavtvli nu bufoni sxva temaa

lasha naxucrishvili
8 years ago

ვახ იტალიას ვუყურებ და დამეძინა

gocha gabunia
8 years ago

სანდრო მეტ დროს იმსახურებს, უბრალაოდ ალეგრი ვერ რისკავს. სანდროს და რუგანის მეტი დრო მისცეს. იმიტო რომ სკამს უპრტხილდება. ერტი ორი ფეხის დაცდენა და იცის რომ ცკალი შეუდგება

Di Francesco # 1
8 years ago

Pierpaolo Marino wkviani kacia :chuvak:

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x